Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ტკბილი ნოემბერი (2001 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ტკბილი ნოემბერი“
რეჟისორი პიტ ო’კონორი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
როლებში
კომპოზიტორი კრისტოფერ იანგი
ოპერატორი ედვარდ ლაჩმენი
მწარმოებელი კომპანია Bel Air Entertainment
დისტრიბუტორი Warner Bros.
ხანგრძლივობა 119 წუთი
ქვეყანა აშშ
ბიუჯეტი 40 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 65.8 მილიონი აშშ დოლარი

ტკბილი ნოემბერი (ინგლ. Sweet November) — 2001 წლის რომანტიკული მელოდრამა, კიანუ რივზისა და შარლიზ ტერონის მონაწილეობით. ფილმი ეფუძნება ძველ ვერსიას, რომელიც 1968 წელს არის გადაღებული. ფილმი ნომინირებული იყო ოქროს ჟოლო 2001-ზე, როგორც „ყველაზე ცუდი გადამუშავებული ვერსია, ან გაგრძელება“, რივზი და ტერონი კი შესაბამისად — ყველაზე ცუდ შემსრულებლებად.

ნელსონ მოსი (კიანუ რივზი) — ტიპური ბიზნესმენი, რომელიც პირად ცხოვრებას მსხვერპლად სწირავს კარიერას. იგი ხვდება სარას (შარლიზ სტერონი), რომელიც არ ჰგავს ყველა იმ ქალს, ვინც კი მანამდე შეხვედრია. მათი შემთხვევითი ნაცნობობა გრძელდება სარას ინიციატივით, რომელიც ცოტა უცნაური, მხიარული და უდარდელია. ის ცვლის ნელსონის ცხოვრებას. გოგონა ჩამოაშორებს კარიერულ ერთფეროვნებას, აჩვენებს ცხოვრებას და მისით ტკბობის საშუალებას.

ნოემბრის ყოველ დღესთან ერთად, რომელსაც ისინი ატარებენ, ნელსონს უფრო და უფრო უყვარდება სარა. მის გამო უარს ამბობს ძველ მოსაწყენ ცხოვრებასა და კარიერაზე.ნელსონი ხვდება, რომ იპოვნა ის ერთადერთი გოგო, რომელთანაც ბედის დაკავშირება შეუძლია. იგი ხელს სთხოვს სარას. ამ დროს იგებს, რომ სარა კვდება კიბოთი. გოგონა სთხოვს ნელსონს წავიდეს, რათა მის მეხსიერებაში ძლიერი და ხალისიანი დარჩეს. ამ ფორმით მას უკვდავების მოპოვება სურს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]