Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია
ფერენც (ფრანც) ლისტირომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა. იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია. ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს. ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად.

დღის სტატია
ლუნა-2 (რუს. Луна-2) — პირველი საბჭოთა ავტომატური პლანეტშორისი სადგური; პირველი სადგური მსოფლიოში, რომელმაც მთვარეს მიაღწია. საბჭოთა კოსმოსური პროგრამა „ლუნას“ მეორე აპარატი. 1959 წლის 13 სექტემბერს განხორციელდა ავტომატური სადგურის გაშვება მთვარისკენ, რომელმაც დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრს არისტილის, არქიმედესა და ავტოლიკის კრატერებს შორის მიაღწია.

12 ნოემბერი — ამ დღეს...
ლევ ტროცკი
ლევ ტროცკი
  • 1902 : ენრიკო კარუზოს გამოშვებული გრამფირფიტა პირველი გახდა მსოფლიოში რომელიც 1 მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა.
  • 1917 : საბჭოთა მთავრობა პეტროგრადში ზამთრის სასახლეს საზოგადოებრივ მუზეუმად აცხადებს.
  • 1927 : ლევ ტროცკი (სურათზე) საბჭოთა კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს, სტალინს ერთპიროვნული ძალაუფლება მიენიჭა.
  • 1945 : იუგოსლავიის არჩევნებში ტიტო იმარჯვებს.
  • 1959 : მთვარისკენ გაშვებულ იქნა მეორე ავტომატური სადგური „ლუნა-2“.
  • 1980 : ნასას კოსმოსური აპარატი ვოიაჯერ I სატურნთან ყველაზე ახლოს მიდის და მისი რგოლების პირველ ფოტოსურათებს იღებს.
  • 1982 : იური ანდროპოვი საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი ხდება, ლეონიდ ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ.
  • იცით თუ არა, რომ?
    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი