Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

Genesis Live at Wembley Stadium

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Genesis Live at Wembley Stadium
ვიდეო
გამოცემის თარიღი 2003
ჩაიწერა 2-4 ივლისი, 1987
ჟანრი როკი, პოპ-როკი
ხანგრძლივობა 120:00
ენა ინგლისური
ლეიბლი Virgin
რეჟისორი ჯეიმზ იუკიჩი
პროდიუსერი პოლ ფლეტერი
ჯენესისი — ქრონოლოგია
The Way We Walk – Live in Concert
(2002)
Genesis Live at Wembley Stadium
(2003)
The Video Show
(2004)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic2.5/5 stars [1]

Genesis Live at Wembley Stadium — 2003 წლის DVD, ჯგუფ ჯენესისის მიერ უემბლის სტადიონზე გამართული კონცერტის ჩანაწერი. 1988 წელს ეს ფილმი გამოვიდა სახელწოდებით The Invisible Touch Tour.

DVD დისკის დამატებებში წარმოდგენილია ფოტოგალერეა, ტურნეს პროგრამის ასლი და დოკუმენტური ფილმი თავად ტურნეზე, რომელიც მანამდე გამოსული იყო ვიდეოკასეტაზე Visible Touch. The Invisible Touch Tour-ის სათაურით ვიდეოკასეტებზე გამოცემულ ვერსიაში შეტანილი იყო 3 დიუმიანი სინგლი Domino (საკონცერტო ვერსიით), რომლის ნაწილებიც ინდექსირებული იყო, როგორც In the Glow of the Night და The Last Domino.

კონცერტის სეტლისტში შეტანილია 8 სიმღერამდე ალბომიდან Invisible Touch. In Too Deep სრულდებოდა ტურნეს ადრეულ კონცერტებზე. ერთადერთი სიმღერა ალბომიდან, რომელიც საერთოდ არ შესრულებულა, იყო Anything She Does. საკონცერტო პროგრამაში ასევე შედის სიმღერები ჯგუფის წინა ორი დისკიდან Genesis და Abacab.

პროგრამაში ასევე შეტანილია უფრო ძველი სიმღერებიც - Turn It On Again (რომელიც სრულდება სხვა შემსრულებელთა ცნობილ სიმღერებთან ერთად) და Los Endos. სიმღერების კიდევ ერთი კრებული, In the Cage, ...In That Quiet Earth' და Afterglow სრულდებოდა, მაგრამ არ იქნა შეტანილი ფილმში. საგულისხმოა, რომ კომპოზიციის Supper's Ready ნაწყვეტები სრულდებოდა ამერიკული ტურნეს მსვლელობისას და ისინი შეტანილია დამატებით დოკუმენტურ ფილმში.

უემბლის სტადიონზე შესრულებული Abacab და The Brazilian მოხვდნენ საკონცერტო სინგლის Invisible Touch B-მხარეზე. საკონცერტო The Brazilian ასევე შეტანილია კრებულში Archive #2 1976-1992.

  1. „Mama“
  2. „Abacab“
  3. „Domino (Part 1: In the Glow of the Night; Part 2: The Last Domino)“
  4. „That's All“
  5. „Brazilian“
  6. „Land of Confusion“ 1
  7. „Tonight, Tonight, Tonight“
  8. „Throwing It All Away“ 1
  9. „Home by the Sea“
  10. „Invisible Touch“1
  11. „Drum Duet“
  12. „Los Endos“
  13. „Turn It On Again“, აგრეთვე პოპური „Everybody Needs Somebody to Love“/„(I Can't Get No) Satisfaction“/„Twist and Shout“/„Reach Out (I'll Be There)“/„You've Lost That Lovin' Feelin'“/„Pinball Wizard“/„In the Midnight Hour“/„Turn It On Again (Reprise)“

1 სრულდებოდა უფრო დაბალი ტონალობით, ფილ კოლინზის საკონცერტო ვოკალის შესაძლებლობების გათვალისწინებით.

დამატებითი მუსიკოსები

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]