Dancing with the Moonlit Knight
„Dancing with the Moonlit Knight“ | |
---|---|
სიმღერა — ჯენესისი | |
ალბომიდან Selling England by the Pound | |
გამოსვლის თარიღი | 3 აგვისტო 1973 |
ჟანრი | პროგრესული როკი, მძიმე როკი |
ხანგრძლივობა | 8:04 |
ხმისჩამწერი ლეიბლი | Charisma |
ავტორ(ებ)ი | ტონი ბენქსი, მაიკ რეზერფორდი, ფილ კოლინზი, სტივ ჰეკეტი, პიტერ გებრიელი |
პროდიუსერი | ჯენესისი, ჯონ ბერნსი |
„Dancing with the Moonlit Knight“ — პირველი სიმღერა ბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის ალბომზე Selling England by the Pound.
კომპოზიცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმღერა იწყება ა კაპელათი. შემდეგ იგი სულ უფრო ხმაურიანი და რიტმული ხდება, მძიმე როკის ერთგვარი ჟღერადობით. ეს არის ერთ-ერთი იმ სიმღერებიდან, რომლებშიც ტონი ბენქსი იყენებს მელოტრონ M400-ს. კომპოზიციაში ჟღერს 8 ვოკალიანი გუნდი, ხოლო ფინალურ სექციაში - სიმებიანი ორკესტრი. გიტარისტი სტივ ჰეკეტი იყენებს ტეპინგის ტექნიკის ადრეულ მაგალითებს.
სიმღერის მელოდია მეორდება "The Cinema Show"-ს ფინალში და "Aisle of Plenty"-ში. მოტივი აღებულია აკორდების თანმიმდევრობიდან, რომელშიც იგივე აკორდებია, რაც "Cinema Show"-ში, განსხვავებული თანმიმდევრობით.
ტექსტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიმღერის ტექსტი წარმოადგენს კომენტარს თანამედროვე ინგლისის თემებზე, მაგალითად, ბრიტანეთისთვის ტიპური მწვანე ფარიანი მარკების შესახებ. ″chewing through your Wimpy dreams″-ში იგულისხმება ბრიტანეთში, 1970-იანების დასაწყისში არსებული ჰამბურგერების რესტორნების ქსელი Wimpy. ალბომმა Selling England by the Pound სახელწოდება შეიძინა სიმღერის ერთ-ერთი სტრიქონის გავლენით.
სტრიქონის "'Paper late!' Cried a voice in the crowd" გავლენით შეიძინა სახელწოდება ჯგუფის 1982 წლის სიმღერამ "Paperlate".
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პიტერ გებრიელი: ვოკალი, ფლეიტა, ჰობოი, ბას-დოლი, დაირა
- სტივ ჰეკეტი: ელექტრონული და აკუსტიკური გიტარები
- მაიკ რეზერფორდი: ბას-გიტარები და აკუსტიკური გიტარა, ბას-პედლები
- ტონი ბენქსი: ARP Pro Soloist, მელოტრონი, Hammond-ის ორგანი, ფორტეპიანო
- ფილ კოლინზი: დასარტყმელი საკრავები, პერკუსია