უილიამ პარი მერფი
იერსახე
უილიამ პარი მერფი (დ. 6 თებერვალი, 1892, სტოტონი, უისკონსინი — გ. 9 ოქტომბერი, 1987) — ამერიკელი თერაპევტი და ჰემატოლოგი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1914 წელს დაამთავრა უმაღლესი სკოლა ორეგონში. 1920 წელს გახდა მედიცინის დოქტორი. 1922 წლიდან მუშაობდა ბოსტონში, პიტერ ბენტ ბრიგემის ჰოსპიტალში. 1923 წლიდან ასწავლიდა კემბრიჯის უნივერსიტეტის ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში. ძირითადად შეისწავლიდა შაქრიან დიაბეტსა და სისხლის ზოგიერთ დაავადებას. 1934 წელს ანემიის სამკურნალო მეთოდიკის შემოღებისთვის ჯ. მაინტონთან და ჯ. უილპთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 591.
|