შიმშილის თამაშები (ფილმი)
„შიმშილის თამაშები“ | |
---|---|
რეჟისორი | გერი როსი |
პროდიუსერი |
|
სცენარის ავტორი | |
ეფუძნება |
შიმშილის თამაშები — სიუზენ კოლინზი |
როლებში | |
მუსიკა | ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდი |
ოპერატორი | ტომ სტერნი |
მონტაჟი | |
სტუდია | Color Force |
დისტრიბუტორი | Lionsgate |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 142 წთ.[1][2] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 78 მილიონი აშშ დოლარი[3] |
შემოსავალი | 691.2 მილიონი აშშ დოლარი[4] |
შიმშილის თამაშები (ინგლ. The Hunger Games) — 2012 წლის ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური სათავგადასავლო ფილმი, გადაღებული რეჟისორ გერი როსის მიერ და დაფუძნებული სიუზენ კოლინზის ამავე სახელწოდების რომანზე. იგი არის პირველი შიმშილის თამაშების ფილმების სერიაში და გადაღებულია ნინა ჯეიკობსონისა და ჯონ კილიკის პროდიუსერობით, როსის, კოლინზის და ბილი რეის სცენარის მიხედვით. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ჯენიფერ ლოურენსი, ჯოშ ჰატჩერსონი, ლიამ ჰემსვორთი, ვუდი ჰარელსონი, ელიზაბეტ ბენქსი, ლენი კრავიცი, სტენლი ტუჩი და დონალდ საზერლენდი.[5] ფილმის მოქმედება მიმდინარეობს უტოპიურ, პოსტ-აპოკალიფსის გარემოში. პანემის ხალხში არის ტრადიცია - 12-დან 18 წლამდე გოგონები და ბიჭები ერთმანეთს ეჯიბრებიან შიმშილის თამაშებში, ყოველწლიურ სატელევიზიო ღონისძიებაში, რომელშიც „ტრიბუტები“ სიკვდილამდე იბრძვიან, სანამ არ დარჩება ერთადერთი გამარჯვებული. კეტნის ევერდინი (ლოურენსი) მონაწილეობს, როგორც მოხალისე, თავისი უმცროსი დის სანაცვლოდ. პიტა მელარკთან (ჰატჩერსონი) ერთად კეტნისი კაპიტოლიუმში მიემგზავრება, სადაც მას შიმშილის თამაშებისთვის ყოფილი ჩემპიონი, ჰეიმიჩ ებერნეთი (ჰარელსონი) წვრთნის.
ფილმზე მუშაობა დაიწყო 2009 წლის მარტში, როდესაც Lions Gate Entertainment-ის და Color Force-ის შეთანხმება შედგა (უკანასკნელმა ეკრანიზაციის უფლებები რამდენიმე კვირით ადრე შეიძინა). სცენარზე რეისთან და როსთან კოლინზი მუშაობდა. სცენარში სენეკა კრეინის პერსონაჟის დეტალები უფრო ვრცლად იქნა გადმოცემული, ხოლო როსმა დაამატა სცენები კრეინსა და კორიოლანუს სნოუს შორის. როლებზე ძირითადი შერჩევა მიმდინარეობდა 2011 წლის მარტიდან მაისამდე. ძირითადი გადაღებები დაიწყო 2011 წლის მაისში და დაიწყო 2011 წლის სექტემბერში, ჩრდილოეთ კალიფორნიაში. შიმშილის თამაშები გადაირეს ფირზე და არა ციფრულ ფორმატში.
ფილმის პირველად გამოვიდა 2012 წლის 21 მარტს, საფრანგეთში,[6] ხოლო 23 მარტს — აშშ-ში,[7] როგორც ტრადიციულ, ასევე IMAX-ის ციფრულ კინოთეატრებში.[8] იაპონია იყო უკანასკნელი ქვეყანა, რომელშიც ფილმი უჩვენეს, 28 სექტემბერს. პრემიერის დღეს მან შემქმნელებს რეკორდული 67.3 მილიონი აშშ დოლარის მოგება მოუტანა.[9] საპრემიერო კვირის დროს ფილმის შემოსავალმა 152 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. შემოსავლის ამ მონაცემებით იგი ჩრდილოეთ ამერიკაში იყო მესამე ადგილზე.[10] „ავატარის“ შემდეგ „შიმშილის თამაშები“ არის პირველი ფილმი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვების მხრივ ოთხი კვირის განმავლობაში პირველ ადგილზე იყო.[11] 78 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტით მან შემქმნელებს 691 მილიონი აშშ დოლარი მოუტანა და აშშ-ში წლის მესამე ყველაზე შემოსავლიან, ისევე, როგორც 2012 წლის რიგით მეცხრე ყველაზე შემოსავლიან ფილმად იქცა.[4] DVD და Blu-ray ფორმატებში იგი 2012 წლის 18 აგვისტოს გამოვიდა.[12] 7.434.058 გაყიდული ასლით, DVD 2012 წლის ბესტსელერად იქცა.[13]
კრიტიკოსებმა შიმშილის თამაშები დადებითად შეაფასეს, მისი თემებისა და გზავნილებით, ისევე, როგორც ლოურენსის მიერ განსახიერებული კეტნისის როლით, თუმცა აკრიტიკებდნენ მოქმედების სცენებში კამერის რხევას. ისევე, როგორც რომანს, ფილმს აკრიტიკებდნენ სხვა ნაშრომებთან მსგავსების გამო (როგორიც არის იაპონური რომანი „სამეფო ბრძოლა“ და მისი ეკრანიზაცია და შირლი ჯექსონის მოთხრობა „ლატარეა“). კოლინზის რომანის შთაგონებად იქცა თესევსის მითი, გლადიატორების თამაშები, რეალური ტელევიზია და მაყურებლების რეალური ცხოვრებისგან მოწყვეტის ტენდენცია.[14] გრემის ჯილდო მიიღო ფილმში შეტანილმა ტეილორ სვიფტის სიმღერამ „Safe & Sound“, რომელიც აგრეთვე ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში. ლოურენსმა შესრულებული როლისთვის მიიღო სატურნის, კრიტიკოსთა არჩევანის და Empire-ის ჯილდოები. იგი აგრეთვე ნომინირებული იყო ნიუ-იორკის კინოკრიტიკოსთა წრის ჯილდოზე.
ფილმის გაგრძელება, „შიმშილის თამაშები: ცეცხლის ალში“ აშშ-ში გამოვიდა 2013 წლის 22 ნოემბერს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- „შიმშილის თამაშები“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „შიმშილის თამაშები“ — Allmovie-ზე
- „შიმშილის თამაშები“ — Box Office Mojo-ზე
- „შიმშილის თამაშები“ — Rotten Tomatoes
- „შიმშილის თამაშები“ — Metacritic-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „The Hunger Games“ (პრეს-რელიზი). Lions Gate Entertainment. March 3, 2012. ციტირების თარიღი: March 3, 2012.
- ↑ The Hunger Games (12A). British Board of Film Classification (March 12, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 4, 2013. ციტირების თარიღი: March 12, 2012.
- ↑ „9 Untold Secrets of the High Stakes 'Hunger Games'“. The Hollywood Reporter. February 1, 2012. ციტირების თარიღი: February 7, 2012.
- ↑ 4.0 4.1 The Hunger Games (2012). Box Office Mojo. IMDb. ციტირების თარიღი: October 3, 2012.
- ↑ Fleming, Mike. (May 24, 2011) Toby Jones In 'The Hunger Games'. Deadline.com. ციტირების თარიღი: May 24, 2011.
- ↑ Hunger Games – released. AlloCiné.fr. ციტირების თარიღი: August 14, 2012.
- ↑ Valby, Karen (January 25, 2011). „'The Hunger Games' gets a release date“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 17, 2012. ციტირების თარიღი: April 6, 2011.
- ↑ Goldberg, Matt. (February 2, 2012) The Hunger Games Will Get a One-Week IMAX Run. Collider. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 6, 2012. ციტირების თარიღი: March 8, 2012.
- ↑ Biggest Single Days for Non-Sequels. OpusData. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 27, 2012. ციტირების თარიღი: March 31, 2012.
- ↑ Biggest Opening Weekends at the Box Officeთარგი:Failed verification
- ↑ Weekend Report: Four-in-a-Row for 'The Hunger Games'. Boxofficemojo.com. IMDb (April 15, 2012). ციტირების თარიღი: April 21, 2012.
- ↑ Lionsgate Shop – The Hunger Games. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 13, 2014. ციტირების თარიღი: May 25, 2012.
- ↑ Top Selling DVDs of 2012. The-numbers.com. ციტირების თარიღი: May 10, 2013.
- ↑ A Killer Story: An Interview with Suzanne Collins, Author of 'The Hunger Games'.
|