შიმშილის თამაშები
„შიმშილის თამაშები“ (ინგლ. The Hunger Games) — ამერიკელ მწერალ სიუზენ კოლინზის რომანი. იგი არის „შიმშილის თამაშების ტრილოგიის“ პირველი წიგნი. პირველად 2008 წლის 14 სექტემბერს გამოიცა. „შიმშილის თამაშები“ 27 ენაზე ითარგმნა, გამოცემის უფლებები 39-მა ქვეყანამ შეიძინა.
2012 წლის 3 მარტს კინოეკრანებზე გამოვიდა ამავე სახელწოდების ფილმი.
შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთხრობელი 16 წლის გოგონა ქეთნის ევერდინია, რომელიც პოსტ-აპოკალიპტურ მსოფლიოში ცხოვრობს, რომელსაც მეტროპოლისი კაპიტოლიუმი მართავს. შიმშილის თამაშები ყოველწლიური სატელევიზიო ღონისძიებაა, რომელშიც 12-დან 18 წლამდე ერთი ბიჭი და ერთი გოგონა მონაწილეობს. მათ 12 რაიონიდან ლატარიით ირჩევენ. მხოლოდ ერთი მათგანი გადარჩება.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წელს Publishers Weekly-მ „შიმშილის თამაშები“ წლის საუკეთესო წიგნად დაასახელა, ნიუ-იორკ ტაიმზმა კი „2008 წლის მნიშვნელოვანი საბავშვო წიგნის“ ჯილდო გადასცა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიუზენ კოლინზის ოფიციალური საიტი
- „შიმშილის თამაშები“ გამომცემლობის Scholastic გვერდზე
- შიმშილის თამაშები „შიმშილის თამაშების“ ვიკიში
- ინფორმაცია გვერდზე Google Books
|