ნურსულთან ნაზარბაევი
ნურსულთან ნაზარბაევი | |
ნურსულთან ნაზარბაევი 2020 წელს | |
ყაზახეთის 1-ლი პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 დეკემბერი, 1991 – 19 მარტი, 2019 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | ყასიმ-ჟომართ თოყაევი (მ/შ) |
ყაზახეთის სსრ-ის პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 აპრილი, 1990 – 10 დეკემბერი, 1991 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
ყაზახეთის კპ ცკ-ის პირველი მდივანი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 ივნისი, 1989 – 28 აგვისტო, 1991 | |
წინამორბედი | გენადი კოლბინი |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
ყაზახეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 მარტი, 1984 – 27 ივლისი, 1989 | |
წინამორბედი | ბაიქენ აშიმოვი |
მემკვიდრე | უზაქბაი ქარამანოვი |
დაბადებული | 6 ივლისი, 1940 უშკონირი, ყაზახეთის სსრ, სსრკ |
პოლიტიკური პარტია | სკკპ (1962-1991 წწ.), ნურ-ოტანი |
მამა | აბიშ ნაზარბაევი |
დედა | ალჟან ნაზარბაევა |
მეუღლე | სარა ნაზარბაევა |
შვილები | დარიღა, დინარა, ალია |
რელიგია | ისლამი, სუნიზმი |
ხელმოწერა |
ნურსულთან აბიშის ძე ნაზარბაევი (ყაზახ. Нұрсұлтан Әбішұлы Назарбаев; რუს. Нурсултан Абишевич Назарбаев; დ. 6 ივლისი, 1940, უშკონირი, ყაზახეთის სსრ, სსრკ) — ყაზახეთის სსრ-ის პირველი და ერთადერთი პრეზიდენტი (1990–1991 წწ.), 1991-2019 წლებში ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი,[1] 1984-1989 წლებში ყაზახეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, 1989-1991 წლებში ყაზახეთის კომპარტიის პირველი მდივანი. „ერის ლიდერის“ ტიტულის მატარებელი (ყაზახ. Елбасы).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნურსულთან ნაზარბაევი დაიბადა 1940 წლის 6 ივლისს ყაზახეთის სსრ-ის ალმა-ათის ოლქის ქარასაის რაიონის სოფელ ჩემლოგანში (ამჟამად უშკონირი) აბიშა და ალჟან ნაზარბაევების ოჯახში.
შრომითი საქმიანობა და კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1960 წელს დაამთავრა დნეპროდერჟინსკის 22–ე პროფესიული სასწავლებელი. ამავე წელს დაიწყო მისი შრომითი საქმიანობა ყარაღანდის ოლქის ქალაქ თემირთაუს მეტალურგიულ კომბინატში. 1965-1969 წლებში მუშაობდა ჩამომსხმელ მანქანაზე ყარაღანდის მეტალურგიულ ქარხანაში (1966 წლიდან - კომბინატი). 1969-1973 წლებში პარტიულ, კომკავშირულ სამუშაოებს ასრულებს ქალქ თემირთაუში. მომდევნო 4 წელი ყარაღანდის მეტალურგიული კომბინატის პარტიული კომიტეტის მდივანია. 1977-1979 წლებში კი ყარაღანდის ოლქის კომუნისტური პარტიის მეორე მდივანია, საიდანაც აწინაურებენ და 1984 წლამდე მუშაობს ყაზახეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნად.
1984 წელს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა, დინმუჰამედ კუნაევის ხელმძღვანელობის ქვეშ, რომელიც იმჟამად ყაზახეთის კომპარტიის პირველი მდივანი იყო. 1989-1991 წლებში ყაზახეთის კომპარტიის პირველი მდივანია. 1990 წლის 14 ივლისიდან 1991 წლის 23 აგვისტომდე სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრია.
გარდა ამისა, 1979-1989 წლებში იყო სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს 10-11 მოწვევის დეპუტატი ჩრდილოეთ ყაზახეთის ოლქიდან. სსრკ-ის სახალხო დეპუტატი 1989-1991 წლებში. 1990 წლის თებერვალ-აპრილში ყაზახეთის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
დეკემბერის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1986 წლის დეკემბერში რესპუბლიკის დედაქალაქ ალმა-ათაში დაიწყო არეულობა, რომელიც გამოიწვია ყაზახეთის კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივნის დინმუჰამედ კუნაევის ადგილზე გენადი კოლბინის არჩევამ. თავდაპირველად კუნაევი მხარს უჭერდა აღნიშნულ თანამდებობაზე ნაზარბაევის არჩევას, მაგრამ საბოლოოდ მკვეთრად დაუპირისპირდა მის კანდიდატურას. არეულობის ერთი კვირის თავზე ნაზარბაევი მინისტრთა საბჭოს სხვა წევრებთან ერთად პირადად შეხვდა სტუდენტებს და განუმარტა არსებული ვითარება.
პრეზიდენტობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1990 წლის აპრილიდან ყაზახეთის სსრ-ის პრეზიდენტია. იგი ბოლომდე ცდილობდა შეენარჩუნებინა სსრკ ნებისმიერი ფორმით. ამავე წლის დეკემბერში იგი არ მივიდა ბელოვეჟში და ხელი არ მოაწერა დსთ-ის შექმნის ხელშეკრულებას.
1991 წლის 1 დეკემბერს შედგა ყაზახეთის ისტორიაში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგების მიხედვით ნაზარბაევმა მიიღო ხმების 98,7 %. საარჩევნო ბიულეტინში სხვა კანდიდატი არ ყოფილა. 1991 წლის 16 დეკემბერს ყაზახეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი ქვეყნის დამოუკიდებლბის გამოცხადების შესახებ ქვეყანას ეწოდა ყაზახეთის რესპუბლიკა, შესაბამისად, ნაზარბაევიც გახდა ყაზახეთის პრეზიდენტი. 1995 წელს რეფერენდუმის საფუძველზე ნაზარბაევის უფლებამოსილება გაგრძელდა 2000 წლამდე. 1999 წლის 10 იანვარს ნაზარბაევი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად და მიიღო ხმების 79,78 %. 2005 წლის არჩევნებში კი — 91,15 %. 2011 წლის ვადამელ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების 95,5 %. 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების 97,7%.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰყავს მეუღლე სარა ნაზარბაევა და სამი შვილი დარიგა, დინარა და ალია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kazakh leader Nazarbayev resigns after three decades. BBC (2019-03-19). ციტირების თარიღი: 2019-03-19.
|