მანქანური თარგმნა
მანქანური თარგმნა (ასევე ავტომატური თარგმნა) — ტექსტის თარგმნა ერთი ენიდან მეორე ენაზე კომპიუტერის(ან ეგმ-ის მეშვეობით). მანქანური თარგმნის იდეალური შემთხვევის დროს მანქანა ასრულებს იმ მოქმედებებს რასაც მთარგმნელი[1].
მანქანური თარგმნა მოიცავს სამ ეტაპს:
- სათარგმნი ტექსის წაკითხვა და ანალიზი
- ტექსტის გადაქმნა
- მეორე ენის ტექსტის სინთეზი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეგმ-ის გამოგონების შემდეგ მანქანური თარგმნის პირველი ცდა 1954 წელს ჩაატარეს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ლ. დოსტერტის ხელმძღვანელობით(იხილეთ ჯორჯთაუნის ცდა). საქართველოში მანქანური თარგმნის პირველი ჯგუფი ჩამოყალიბდა 1957 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტში ა. ელიაშვილის ხელმძღვანელობით[1]. შეიქმნა რუსულიდან ქართულ ენაზე თარგმნის პირველი ალგორითმი. მანქანური თარგმნის კვლევაში არის ორი ასპექტი: გამოყენებითი(ტექსტების თარგმნა, საინფორმაციო საქმის ავტომატიზაცია და სხვა) და თეორიული(ადამიანთა მეტყველების მოდელირება, ლინგვისტიკური აღწერილობისთვის მათემატიკური ფორმალიზმის დამუშავება და სხვა)[1].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 420.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 420.