მანი (იუკატანი)
იერსახე
ქალაქი | |
---|---|
მანი ესპ. Maní | |
ქვეყანა | მექსიკა |
კოორდინატები | 20°23′11″ ჩ. გ. 89°23′25″ დ. გ. / 20.38639° ჩ. გ. 89.39028° დ. გ. |
პირველი ხსენება | 1562 |
ცენტრის სიმაღლე | 20 მეტრი |
მოსახლეობა | 4 146 (2010)[1] |
სასაათო სარტყელი | ცენტრალური სარტყლის დრო და UTC−6 |
სატელეფონო კოდი | 997 |
საფოსტო ინდექსი | 97850 |
მანი (ესპ. Maní) — პატარა ქალაქი მექსიკაში, იუკატანის შტატში. ეს ტერიტორია მასიურად დასახლებულ იქნა დაახლოებით 4 000 წლის წინ. დაახლოებით XIII საუკუნეში, მანი გახდა მაიას ტუტალ შიუს დინასტიის ცენტრი, რომლებმაც უშმალიდან დედაქალაქი აქ გადმოიტანეს. ხიუ წარმოადგენდა გაბატონებულ სახელმწიფოს მას შემდეგ, რაც 1441 წელს მაიაპანი დაეცა.
ესპანელების მოსვლის შემდეგ, შიუს მმართველობა მათი მოკავშირე გახდა და დაეხმარა იუკატანის ნახევარკუნძულის დაპყრობაში.
1549 წელს, ესპანელებმა აქ დააარსეს ფრანცისკანელთა მონასტერი. მის მშენებლობაში გამოიყენეს მანის კოლუმბამდელი არქიტექტურის ქვები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მანი Mayanroutes.com-ზე დაარქივებული 2008-10-02 საიტზე Wayback Machine.
- Ghosts of Mani on YucatanLiving.com
- Municipal information on gob.mx დაარქივებული 2003-10-22 საიტზე Wayback Machine.