კობა (ქალაქი)
კობა – მაიას ცივილიზაციის ქალაქის ნანგრევები მექსიკაში, კინტანა-როოს შტატში. მდებარეობს მაიას სხვა ძეგლის, ჩიჩენ-იცადან 90 კილომეტრით აღმოსავლეთით, კარიბის ზღვიდან 40 კილომეტრით დასავლეთით.
კობა მდებარეობს ორი ლაგუნის ირგვლივ. ქვის ამაღლებული, მობათქაშებული გზები ძეგლიდან ირგვლივ, ახლო-მახლო მიემართება. ამ გზებს მაიას ენაზე საკბე ჰქვია. ზოგიერთი ეს ქვაფენილი კარიბის ზღვის სანაპიროზე გადის, ხოლო ზოგიერთი ყველაზე გრძელი დასავლეთით, მაიას ძეგლ იახუნასკენ მიემართება. კომპლექსი შეიცავს რამდენიმე ტაძარ-პირამიდას, რომელთაგან უმაღლესი, რომელიც ნოოჩ-მულის სახელითაა ცნობილი, 42 მეტრი სიმაღლისაა.
კობას მოსახლეობა, მისი განვითარების პიკისას, შეადგენდა 50. 000 კაცს და განფენილი იყო 80 კვ. კმ-ზე. ეს ტერიტორია დასახლებულ იქნა ჩვ. წ I საუკუნეში. ნაგებობათა უმრავლესობა განეკუთვნება ჩვ. წ. 500-900 წლებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- COBA: A Classic Maya Metropolis. William J. Folan, Ellen R. Kintz, Laraine A. Fletcher. New York: Academic Press, 1983.
- The Ancient Maya. (Third Edition) Stanford University Press, Stanford. 1963
- A Preliminary Study of the Ruins of Coba, Quintana Roo, México. Washington, D.C. Carnegie Institution of Washington, Publication No. 424. 1932
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Coba maya archaeological site, history and pictures დაარქივებული 2011-07-14 საიტზე Wayback Machine.
- Photo Gallery at the Science Museum of Minnesota
- New York Times: Lore Among The Ruins. April 27, 2003
- Frommers Destination Guide for Coba
- Photos of Coba site დაარქივებული 2011-05-24 საიტზე Wayback Machine.