Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

პერსონალური კომპიუტერი

(გადამისამართდა გვერდიდან PC)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „პერსონალური კომპიუტერი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. პერსონალური კომპიუტერი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

პერსონალური კომპიუტერი (PC) — მიკროკომპიუტერი, რომლის ფასი, ზომა და შესაძლებელობები მიესადაგება ინდივიდუალურ გამოყენებას. ტერმინს 1970-იანი წლების ბოლოს პოპულარიზაცია გაუკეთა ეპლ კომპიუტერმა, მოდელით ეპლ II, შემდეგ კი IBM-მა ღია არქიტექტურის მქონე მოდელით „პერსონალური კომპიუტერი“ [IBM Personal Computer (IBM 5150)].

თანამედროვე სამაგიდო პერსონალური კომპიუტერის შემადგენლობა:
  1. მონიტორი
  2. დედაპლატა
  3. მიკროპროცესორი (CPU)
  4. ოპერატიული მეხსიერება (RAM)
  5. გაფართოების დაფა
  6. დენის წყარო
  7. ოპტიკური დისკის ძრავი
  8. მყარი დისკი (HDD)
  9. კომპიუტერის კლავიატურა
  10. თაგუნა

ისტორია

  • 13 სექტემბერი — IBM-მა წარმოადგინა IBM 350 Disk File, პირველი მყარი დისკი, როგორც IBM RAMAC 305 კომპიუტერის ნაწილი. მას გააჩნდა 50-ორმხრიანი, 24-დიუმიანი დისკი და მას გააჩნდა ერთი ბერკეტი და ერთი ჩამწერი/წამკითხავი თავაკი. იგი იტევდა დაახლოებით 5 მეგაბაიტის მოცულობის ინფორმაციას და ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე ჰქონდა 8800 სიმბოლო წამში.
 
პირველი მინიკომპიუტერი — PDP 1
  • 1958 წელი, 12 სექტემბერიTexas Instruments-ში, ჯეკ კილბი დემოსტრაციას უკეთებს მსოფლიოში პირველ ინტეგრირებულ პლატას, რომელიც შეიცავდა ნახევარგამტარი მატერიალით დაკავშირებულ, დიუმის სიგრძის და კბილსაჩიჩქნზე წვრილ 5 კომპონენტს.
  • 1959 წელი, თვე უცნობიაFairchild Semiconductor-ში, რობერტ ნოისი ქმნის ინტეგრირებულ პლატას, სადაც კომპონენტები სილიკონ-ოქსიდის ფენაზე დაკავშირებულია ალუმინის ხაზებით.
  • 1960 წელი, თვე უცნობიაDigital Equipment უშვებს პირველ მინიკომპიუტერს PDP-1, რომლის ფასი იყო 120 000 ამერიკული დოლარი. ეს იყო პირველი კომერციული კომპიუტერი, რომელიც აღჭურვილი იყო კლავიატურითა და მონიტორით. (PDP — Program, Data, Processor (პროგრამა, მონაცემები, პროცესორი)).
  • 1963 წელი, თვე უცნობიადაგლას ენგელბარტის ჯგუფმა, კალიფორნიაში, სტენფორდის კვლევით ინსტიტუტში შეისწავლეს ჩვენების (ეკრანის, მონიტორის, ტელევიზორის) ანტერაქტიურლი სქემები. მათ ტესტირება ჩაატარეს სხვადასხვა მოწყობილობებით — მიმთითებლებით, მართვის პულტებით, სფერული მანიპულატორით — ყავისფერი ხის ყუთი ორი მოძრავი ბორბლით და წითელი ღილაკით. ამ უკანასკნელმა საუკეთესო შედეგი აჩვენა.
 
ცენტრალური ბლოკის კომპიუტერი General Electric 225
  • თვე უცნობიაამერიკული სტანდარტის ასოციაცია იშვილა ASCII-მ (American Standard Code for Information Interchange, ამერიკული სტანდარტული კოდი ინფორმაციის გაცვლისათვის), როგორც სტანდარტული კოდი, მონაცემთა გადაცემისათვის.
  • 1965 წელი, 19 აპრილი — ჟურნალი „ელექტრონიკსი“ (Electronics) აქვეყნებს Fairchild Semiconductor-ის მთავარი მკვლევარისა და პროგრამისტის გორდონ მორის სტატიას. მორი წინასწარმეტყველებს, რომ ტრანზისტორის სიხშირე ინტეგრირებულ პლატაზე, შემდეგი ათი წლის განმავლობაში ყოველ 12 თვეში გაორმაგდება.
  • 1966 წელი, მაისისტივენ გრეი აარსებს კომპანიას Amateur Computer Society და აქვეყნებს სიახლეს სახელწოდებით ACS.
  • 1968 წელი, 4 ივნისი — აშშ-ის პატენტისა და სავაჭრო ნიშნების ბიურო დოქტორ რობერტ დენარდს ჩუქნის IBM T.J. Watson კვლევითი ცენტრის 3,387,286 პატენტს.
  • თვე უცნობია — რობერტ ნოისი და გორდონ მორი აარსებენ კომპანიას Intel Corporation.
  • 4 ოქტომბერი — კომპანია ჰიულეტ-პაკარდის მიერ ჟურნალში Science გამოქვეყნდა რეკლამა, რომელიც მომხმარებლებს ამცნობდა პირველ პროგრამირებად მეცნიერულ გამომთვლელ მანქანაზე (Calculator), რომელსაც ჰიულეტ-პაკარდი ეძახდა „the new Hewlett-Packard 911A personal computer“. (ახალი ჰიულეტ პაკარდის 911A პერსონალური კომპიუტერი).

ტიპები

ზომისა და პორტატულობის მიხედვით, პერსონალური კომპიუტერები იყოფა შემდეგ ტიპებად:

შემადგენლობა

პერსონალური კომპიუტერი შედგება სპეციალური კაბელებით დაკავშირებული რამდენიმე ბლოკისგან. ბლოკების ნომენკლატურა იცვლება PC–ის ტიპის მიხედვით, მაგრამ მინიმალური კომპლექტი შემდეგია:

დამატებით მოწყობილობებს მიეკუთვნება:

სისტემური ბლოკი

 
ჩვეულებრივი სისტემური ბლოკი („კეისი“), გადაკეთებული მფლობელის მიერ

სამაგიდო პერსონალური კომპიუტერის სისტემური ბლოკი წარმოადგენს კარკასს, რომელშიც განლაგებულია პერსონალური კომპიუტერის კვანძები:

უკანა მხარეს ჩანს როზეტები კაბელების შესაერთებლად. კვების ბლოკის შიგნით აყენებენ ცენტრალურ პროცესორთან დამაკავშირებელ მოწყობილობებს და გაფართოების პლატებს. კარკასი იხურება სახურავით. ამჟამად ფართოდაა გავრცელებული სისტემური ბლოკის სამი ფორმა: კოშკი (Tower), მინი კოშკი (Mini Tower) და ბრტყელი (Desktop).

  1. Tower-ის გაბარიტები დიდია და იგი საშუალებას იძლევა მასში მოთავსდეს დიდი რაოდენობის ბლოკები. ხშირ შემთხვევაში მას იატაკზე დებენ.
  2. Mini Tower-ში ძირითადად პლატას ვერტიკალურად აყენებენ, ხოლო შიგ ჩადებულ პლატებს ჰორიზონტალურად.
  3. Desktop-ში სისტემური ბლოკი ყენდება გარკვეული კუთხით. ძირითადი პლატა ყენდება ჰორიზონტალურად, ხოლო მასში დასაყენებელი პლატები — ვერტიკალურად.


ძირითადი სისტემური პლატა

ძირითად პლატას უწოდებენ დიდ ნაბეჭდ პლატას. მასზე დაყენებულია პერსონალური კომპიუტერის ძირითადი კომპონენტები: ცენტრალური მიკროპროცესორი, ოპერატიული მეხსიერება, მხარდამჭერი მიკროსქემები, ცენტრალური მაგისტრალი, კონტროლერი და რამდენიმე გამთიშველი.

 
მიკროპროცესორი

ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა

ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა (RAM) რეალიზებულია ზედიდი ინტეგრალური სქემის სახით. მონაცემების წაკითხვის ან ჩაწერის დრო 60+ ნანოწამია (60x10−9წმ). არსებობს ორი ტიპის ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა: სტატიკური და დინამიკური. სტატიკური ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობაში ელემენტარული უჯრედის როლში ინტრიგერული სქემა გამოდის. ასეთი სქემა იმპულსის მიღებამდე ან კვების გამორთვამდე ინარჩუნებს ერთ-ერთ მდგომარეობას 0 ან 1. უჯრაში ჩაწერილი ინფორმაციის წაკითხვისას მისი მდგომარეობა არ იცვლება. დინამიკური მოდელი შედგება მიკროსკოპული ტევადობისგან (კონდესატორებისგან). ნებისმიერი კონდესატორი შეიძლება იყოს ორ მდგომარეობაში: დამუხტული ან დაუმუხტავი. ასეთ მეხსიერებაში ჩაწერილი მონაცემების დასამახსოვრებლად საჭიროა დაუმუხტავი კონდესატორების პერიოდულად დამუხტვა. ამის გამო დინამიკური მეხსიერება სტატიკურთან შედარებით ნელამოქმედია. სამაგიეროდ იგი ნაკლებად ენერგოტევადია. უნდა აღვნიშნოთ, რომ ორივე ტიპის დამახსოვრების მოწყობილობა წარმოადგენს მცირე ზომის ნაბეჭდ პლატას, მასზე განლაგებული მიკროსქემებით. ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობის გარდა, თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებს გააჩნიათ ე.წ. ზეოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობა (ქეშ მეხსიერება), რომელიც უზრუნველყოფს ნელმოქმედი მოწყობილობის თავსებადობას, სწრაფმოქმედ მოწყობილობასთან, მაგალითად, მიკროპროცესორის დინამიკურ მეხსიერებასთან.

არსებობს ორი დონის ქეშ მეხსიერება: პირველი დონის 32 ბაიტის ტევადობით (ახლა უკვე 64), რომელიც ჩაშენებულია უშუალოდ მიკროპროცესორში და მეორე დონის 512 და მეტი ტევადობით. იგი ყენდება სისტემურ პლატაზე.

 
მონაცემთა სისტემური მაგისტრალი (სისტემური სალტე)

მონაცემთა სისტემური მაგისტრალი

მონაცემთა სისტემური მაგისტრალი (სისტემური სალტე) კომპიუტერის კომპონენტებს შორის სიგნალების გადაცემის უზრუნველყოფის კაბელების ერთობლიობაა. კაბელები სტანდარტიზირებულია. სისტემური სალტე დამზადებულია ISA სტანდარტებით. სალტეს აქვს მონაცემების 16 ხაზი, მისამართების 22 ხაზი, აპარატული წყვეტების 15 და მეხსიერებასთან მიმართვის 7 ხაზი. ამის გარდა სალტეზე სიგნალებისა და ელექტროკვებისათვის შემუშავებულია სალტეების სტანდარტები. VLB სტანდარტი შემოთავაზებულია VESA ასოციაციის მიერ. მიკროპროცესორსა და სისტემურ სალტეებს შორის შუალედური ადგილი უჭირავს Mezzanine სალტეებს. ისინი დამოკიდებულნი არ არიან ძირითად პროცესორზე და მის ტაქტიკურ სიხშირეზე. ასეთი სალტეების ერთ-ერთი სტანდარტია PCI.

 
CMOS RAM

სისტემურ პლატაზე დაყენებული ელემენტებიდან მნიშვნელოვანი ელემენტია BIOS (მონაცემთა შეტანა/გამოტანის ბაზური სისტემა). იგი ენერგოდამოუკიდებელი მუდმივდამახსოვრების მოწყობილობაა. მასში ჩაწერილია მონაცემთა შეტანა/გამოტანის პროგრამა, ელექტროქსელში ჩართვისათვის კომპიუტერის გაშვების პროგრამა და სხვა სპეციალური პროგრამები, რომელიც იყენებს ინფორმაციას კომპიუტერის აპარატული კონფიგურაციის შესახებ. ეს ინფორმაცია ინახება მიკროსქემაში CMOS RAM. CMOS RAM სისტემურ პლატაზეა დამონტაჟებული და იკვებება სპეციალური ელემენტით. ამავე ელემენტით მიეწოდება კვება კვარცულ საათს.

 
კვების ბლოკი

კვების ბლოკი

კვების ბლოკი ცვლად დენს გარდაქმნის დაბალი ძაბვის (12,5ვ) მუდმივ დენად. კვების ბლოკის ელექტრული სქემა უზრუნველყოფს ბლოკის გამოსავალზე ძაბვის სტაბილურობას, ელექტრო ქსელში ძაბვის ცვლილების 180-220ვ ფარგლებში.

დამახსოვრების მოწყობილობები

დამახსოვრების მოწყობილობები გათვალისწინებულია დიდი მოცულობის ინფორმაციის შესანახად. „დიდი ტევადობის“ ქვეშ იგულისხმება დამახსოვრების მოწყობილობა, რომლის ტევადობა რამდენიმე ასეულჯერ მეტია ოპერატიულ დამახსოვრების მოწყობილობაზე.

დამახსოვრების მოწყობილობა არის ინფორმაციის დამახსოვრების და დენგამტარების ერთობლიობა. არსებობს ორი სახის ინფორმაციის დამახსოვრების მოწყობილობა: მყარი და მოხსნადი. ამძრავი მოწყობილობა არის ჩაწერის და წაკითხვის მექანიზმის და ელექტრული სქემის ერთობლიობა. მისი კონსტრუქცია განპირობებულია ინფორმაციის დამახსოვრების მატარებლის ტიპით და მოქმედების პრინციპით.

ინფორმაციის დამახსოვრების მატარებელი გარეგნულად შეიძლება იყოს დისკის ან ლენტის (ეს მოწყობილობა აღარ გამოიყენება) სახით. ინფორმაციის დამახსოვრების პრინციპის მიხედვით ინფორმაციის დამახსოვრების მატარებლები იყოფიან მაგნიტურ, მაგნიტოოპტიკურ და ოპტიკურ მატარებლებად. ლენტურ დამახსოვრების მოწყობილობაში გამოიყენებოდა მაგნიტური დამახსოვრების პრინციპი, ხოლო დისკურში კი მაგნიტური, მაგნიტოოპტიკური ან ოპტიკური. ინფორმაციის დისკური დამახსოვრების მატარებელი შეიძლება იყოს მყარი ან დრეკადი.

ინფორმაციის დრეკადი მატარებლის გამოშვება წარმოებს დისკების ან ფლოპი დისკების (უკვე მოძველდა) სახით. ინფორმაციის დამახსოვრების მატარებელი წარმოადგენს გარკვეული ზომის სპეციალურ ფირს. იგი დაფარულია სპეციალური ფერომაგნიტური ფენით და მოთავსებულია პლასტმასის კოლოფში.

დრეკადი დისკების ამძრავი მოწყობილობა სტანდარტული გაბარიტების ელექტრონულ მექანიკური მოწყობილობაა, რომლის კორპუსში მოთავსებულია :

  • ელექტროძრავა;
  • მაგნიტური თავაკი და მისი პოზიცირების მექანიზმი;
  • ნაბეჭდი პლატა ელექტროძრავის კვების სქემებით, ჩაწერა-წაკითხვის გამოსავალი სიგნალების ფორმირების, გამაძლიერებლებით.

დრეკადი დისკების ამძრავი მოწყობილობა მუშაობს მხოლოდ ჩაწერის და წაკითხვის დროს. ჩაწერა-წაკითხვის დროს მაგნიტური თავაკი მექანიკურად ეხება ინფორმაციის მატარებელს. სისტემურ ბლოკზე ამძრავი მოწყობილობა ისე მაგრდება, რომ „ღრიჭოში“ შესაძლებელი იყოს დისკების მოთავსება.

მყარ დისკზე დამახსოვრების მოწყობილობა

 
მყარ დისკზე დამახსოვრების მოწყობილობა

მყარ დისკზე დამახსოვრების მოწყობილობა ერთი მთლიანი მოწყობილობაა მისი კონსტრუქციული სქემა დრეკადი დისკების ამძრავი მოწყობილობის სქემის მსგავსია. მყარ დისკზე დამახსოვრების მოწყობილობის ტევადობა და ინფორმაციის გაცვლა რამდენიმე ასეულჯერ მეტია დრეკად დისკთან შედარებით. ინფორმაცია რამდენიმე მყარად დაკავშირებულ დისკებზე იწერება. დისკები ფერომაგნიტური ფენით დაფარული ფირფიტებია. ინფორმაციის ჩაწერა/წაკითხვა ხორციელდება ორივე მხარეს (განაპირა ფირფიტების გარდა) (იხილეთ სურათი).

 

ცხადია ჩაწერა და წაკითხვა ხორციელდება მაგნიტური თავაკების ერთობლიობით. დისკების პაკეტი ბრუნავს 7500-10000 ბრუნი/წმ-ში სიჩქარით. წამკითხველი თავაკები „ცურაობენ“ დისკის ზედაპირიდან 0.5-0.13 მიკრომეტრის მანძილზე. დამახსოვრების მოწყობილობებს რამდენიმე ათეული ფირმა უშვებს თავსებადობის მიზნით შემუშავებულია სპეციალური სტანდარტები, როგორიცაა: SATA, IDE, EIDE, SCSI.

ადაპტერი

მონაცემების და მმართველი სიგნალების წარმოდგენის ფორმა პერსონალური კომპიუტერის სხვადასხვა მოწყობილობებში განსხვავდებიან. ეს ბუნებრივია იმიტომ, რომ ცალკეული ფუნქციონალური ბლოკების პრინციპები განსხვავდებიან. მაგალითად, დისკებიდან წაკითხული ინფორმაცია ელექტრონული იმპულსების თანმიმდევრობაა. მასში თითოეული იმპულსი ერთი ბიტი მატარებელია. იგივე მონაცემები სისტემურ სალტეზე წარმოდგენილია 32 ერთდროულად გადაცემული იმპულსების კომბინაციით. მოწყობილობის ურთიერთქმედების თავსებადობის უზრუნველყოფა ხორციელდება სპეციალური მოწყობილობით — ადაპტერებით. კონსტრუქციულად ადაპტერი ნაბეჭდი პლატაა, რომელსაც ერთი მხრივ აქვს სტანდარტული გამთიშველი, ხოლო მეორე მხრივ შესაბამის მოწყობილობასთან დასაკავშირებელი სპეციფიკური გამთიშველი. ნაბეჭდ პლატაზე არის მიკროსკოპული და სხვა ელემენტები. უკანასკნელ ხანს ადაპტერისადმი მოთხოვნა მცირდება იმიტომ, რომ ელექტრული სიგნალების გარდამქმნელ ფუნქციებს თვით მოწყობილობის ელექტრონული მართვის სქემები იღებენ თავის თავზე და თავსებადობის გარკვეულ ფუნქციებს სისტემურ პლატაზე დაყენებული მიკროსქემები აკეთებენ. აღნიშნულის მიუხედავად ამჟამად გამოყენებაშია ვიდეოადაპტერები (იგივე ვიდეოკარტები), შეტანა/გამოტანის პორტების ადაპტერები, ქსელური ადაპტერები, ხმის ადაპტერები, მოდემები.

 
ვიდეოადაპტერი

ვიდეობარათი

ვიდეობარათი ეკრანზე გამოსასახ ინფორმაციას გარდაქმნის ვიდეოსიგნალად. ვიდეობარათი თავსდება სისტემურ ბლოკში დედაპლატაზე, PCIe სლოტში. რაში მდგომარეობს გარდაქმნის არსი? ცნობილია, რომ მონიტორზე გამოსახულება წარმოადგენს წერტილების ერთობლიობას. წერტილების ფორმირება ელექტრული სხივით იქმნება ჰორიზონტალური და ვერტიკალური გაშლის წყალობით. სხივის ტრაექტორია რამდენიმე ასეულ ჰორიზონტალურ ხაზს ქმნის. ელექტრონული სხივის ინტენსივობის მართვით მიიღწევა წერტილის სიკაშკაშე. ამრიგად, ეკრანზე გამოსახულების მისაღებად საჭიროა შესაბამისი წესით განხორციელდეს ელექტრონული სხივის მოდელირება. ამ ოპერაციების შესასრულებლად საჭიროა ოპერატიული დამახსოვრების მოწყობილობაში დასამახსოვრებელ სიმბოლოთა შესაბამისი კოდების გარდაქმნა ვიდეოსიგნალებად.

აღსანიშნავია, რომ მონიტორის ეკრანზე გამოსახულების აღდგენა უნდა განხორციელდეს წამში 25-30 კადრის სიჩქარით. ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. ეკრანზე გამოსატანი ინფორმაცია ინახება სპეციალურ მეხსიერებაში — GDDR ტიპის ვიდეომეხსიერებაში. ვიდეობარათის ხარისხი, Pixel Fillrate ( Pixel/s ) და Texture Fillrate ( Texel/s ) ამ პარამეტრებით განისაზღვრება. მარტივად შეიძლება მივხვდეთ რას ნიშნავს ეს პარამეტრები იმიტომ, რომ თვითონ განზომილება გეუბნება სიტყვასიტყვით ანუ რამდენი პიქსელის და ტექსტურის ( 2D გამოსახულების ) დახატვა შეუძლია წამში,რაც მეტი შეუძლია, ე.ი. ვიდეო კარტა უფრო მძლავრი და სწრაფია. ( აი რის მიხედვით უნდა შეირჩეს ვიდეობარათი ) ასევე მნიშვნელოვანი პარამეტრებია Bus width ( bit -ბში ) ვიდეოადაპტერის ოპერატიულსა ( VRAM ) და ( GPU ) პროცესორს შორის ინტერფეისის ზომა, Bandwidth ( GB/s -ში )ვიდეობარათის ოპერატიულსა და პროცესორს შორის ინფორმაციის რაოდენობა წამში, Bandwidth ეს პარამეტრი კი დამოკიდებულია, Memory clock -ზე ( ვიდეოს ოპერატიულის სიხშირეზე ) და ბოლოს ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ( და არა უმნიშვნელო ) არის ვიდეომეხსიერების ზომა. აქვს ვიდეო მესხსიერებას. ამჟამად ვიდეომეხსიერების რამდენიმე სტანდარტია: ( სიხშირის მიხედვით ) DDR, DDR2, GDDR3, GDDR4 ( ყველაზე ნაკლებად გავრცელებული ) და უახლესი GDDR5. რაც უფრო ახალი სისტემის მეხსიერება აქვს ვიდეობარათს, მით უფრო მეტი აქვს სიხშირე ( Memory clock ). ზომის მიხედვით: 128, 256, 384, 512, 768, 896, 1024, 1536, 1768, 2048, 4096 მბ.

დისკის კონტროლერი

დისკის კონტროლერი გათვალისწინებულია მექანიკურად მოძრავი მოწყობილობის მართვის, ჩაწერის და წაკითხვის პროცესების ელექტრული იმპულსების ფორმირებისთვის. იგი შეიცავს:

  • გენერატორს, რომელიც კვებავს დისკის ამძრავს ცვლადი დენით;
  • ჩაწერა-წამკითხავი თავაკების პოზიცირების მართვის სერვისის სისტემას;
  • მონაცემთა ჩაწერისას მაგნიტურ თავაკებზე მიწოდებული ელექტრული იმპულსების გამაძლიერებელს;
  • წაკითხვის გამაძლიერებელს და წაკითხული ინფორმაციის გამოსავალ იმპულსების ფორმირების მოწყობილობას.
 
LPT პორტი

შეტანა-გამოტანის კონტროლერი, ანუ პორტები ადაპტერი მოწყობილობაა, რომელიც ახორციელებს გარე მოწყობილობების მართვას. მათი მიერთება პროცესორის ბლოკთან ხორციელდება სპეციალური სქემური ელემენტების საშუალებით, რომლებსაც პორტებს უწოდებენ. განასხვავებენ პარალელურ და თანმიმდევრულ პორტებს. პარალელური პორტები საშუალებას იძლევა ერთ ტაქტში გადაცემულ იქნას მინიმუმ ერთი ბაიტი (8 ბიტი). ერთი ბაიტის გადასაცემად გამოყოფილია ერთი გამტარი (ერთი კონტაქტი).

თანმიმდევრული პორტები შეიცავს მხოლოდ ერთ წყვილ გამტარს და ამიტომ ბაიტების შემადგენელი ბიტების გადაცემა თანმიმდევრულად ხორციელდება. თანმიმდევრული პორტი გამოიყენება არა მარტო კოდირებული ციფრული ინფორმაციის გადასაცემად, არამედ არაკოდირებული ინფორმაციის გადასაცემადაც. მაგალითად, მანიპულატორთან.

 
COM პორტი

ხშირად შეტანა გამოტანის ადაპტერი ემსახურება სამ პარალელურ (მათი დასახელება LPT1...LPT3) და ოთხ თანმიმდევრულ (მათი დასახელება COM1...COM4) პორტს. LPT პორტებისათვის გამოიყენება 41 წვერიანი გამთიშველი, ხოლო COM პორტებისათვის 9, ან 25 წვერიანი. გამთიშველები გამოტანილ არიან სისტემური ბლოკის უკანა კედელზე. მათ უერთდება გარე მოწყობილობის დამაკავშირებელი კაბელები. ცხადია გამთიშველების საერთო რაოდენობა პორტების საერთო რაოდენობაზე ნაკლებია.

 
ქსელური პლატა

ქსელური პლატა

ეს ადაპტერი გათვალისწინებულია პერსონალური კომპიუტერის დასაკავშირებლად მონაცემების გადაცემის ფიზიკურ არხებთან. მაგალითად, კოაქსიალურ კაბელებთან. იგი ახორციელებს მონაცემების გადაგზავნას ორივე მიმართულებით.

  1. არხიდან სიგნალის მიღება, კომპიუტერის სალტეზე მისი გადაცემა
  2. მონაცემების მიღება კომპიუტერიდან და გადაცემა არხში.

ამავე დროს ქსელური პლატა ახორციელებს გადაცემული შეტყობინებების სტრუქტურის გარდაქმნას სტანდარტის მიხედვით.

მონიტორი

 
მონიტორი

მონიტორი გათვალისწინებულია ტექსტური და გრაფიკული ინფორმაციის გამოსასახავად. მათ შეუძლიათ იმუშაონ ტექსტურ ან გრაფიკულ რეჟიმში.

ტექსტურ რეჟიმში მუშაობისას ეკრანი პირობითად იყოფა უბნებად. ეკრანზე ერთდროულად შეიძლება გამოტანილ იქნას ერთი სიმბოლო 256 წინასწარ ცნობილი სიმბოლოდან. ამ სიმბოლოებს მიეკუთვნება ასოები, ციფრები და სხვ. უნდა აღინიშნოს, რომ გამოსატანი სიმბოლოების რაოდენობა 256-ით შემოფარგლული არ არის. ერთსა და იმავე კოდს რეჟიმის მიხედვით ეკრანზე შეიძლება სხვადასხვა სიმბოლოები შეესაბამებოდეს. გრაფიკულ რეჟიმში მონიტორი რასტრს წარმოადგენს, რომელიც პიქსელებისაგან შედგება. მონიტორის უნარს, ერთდროულად ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ასახული იქნას პიქსელების გარკვეული რაოდენობა, მონიტორის გარჩევადობას უწოდებენ. გამოთქმა „მონიტორის გარჩევადობაა 800x600“ ნიშნავს, რომ მონიტორს შეუძლია გამოიტანოს 600 ჰორიზონტალური და 800 ვერტიკალური წერტილი (პიქსელი). მონიტორის რეალური გარჩევადობა ასევე დამოკიდებულია ვიდეოადაპტერზე.

არსებობს ორი ტიპის მონიტორი: თხევად კრისტალზე და ელექტრონულ სხივურ მილაკზე. თხევად კრისტალზე აგებულ მონიტორებს მცირე წონა და გეომეტრიული ზომა აქვს, მოიხმარს საშუალოდ ორჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას.

უმრავლეს შემთხვევაში მონიტორი დამოუკიდებელი ბლოკია. მონიტორის ყუთზე ეკრანი სპეციალური სამაგრებითაა დამაგრებული. ისინი საშუალებას აძლევენ მომხმარებელს დააყენონ იგი სასურველი კუთხით. ყუთის შიგნით კვების ბლოკი და ეკრანზე გამოსახულების ფორმირებისათვის საჭირო ელქტრული სქემებია.

თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებში ეკრანის მუშაობის ვადის გასახანგრძლივებლად და ელექტროენერგიის დასაზოგად გამოგონებულია სპეციალური პროგრამულ-აპარატული მეთოდები. თუ გარკვეული დროის განმავლობაში მომხმარებელი არ ასრულებს სამუშაოს, დასაწყისში ოპერაციულ სისტემას გამოაქვს ეკრანზე სპეციალური სურათები, ხოლო მოგვიანებით მონიტორი გადაყავს ელექტროენერგიის ეკონომიური ხარჯვის, ე.წ. „ლოდინის“ (თვლემის, ძილის) რეჟიმში.

კლავიატურა

 
კლავიატურა

კლავიატურა გათვალისწინებულია კომპიუტერში მმართველი სიგნალების და მონაცემების შესატანად. კლავიატურა კონსტრუქციულად დამოუკიდებელი ბლოკია. ე.წ. Notebook-ში კლავიატურა კორპუსის განუყრელი ნაწილია.

კლავიატურა სტანდარტიზებულია: იგი შედგება 101-103 ღილაკისაგან (ახლა ამ რიცხვს ემატება მულტიმედია კლავიატურაზე განლაგებული ღილაკების რაოდენობა). კლავიატურაზე ღილაკების ერთობლიობა პირობითად დაყოფილია რამდენიმე ჯგუფებად. სიმბოლური ღილაკების ძირითადი დანიშნულებაა-ასოების, ციფრების, სპეციალური სიმბოლოების შეტანა. ისტორულად ჩამოყალიბდა, რომ ერთი და იგივე ღილაკები გამოიყენება დიდი და პატარა ასოების დასაწერად. ფუნქციონალური ღილაკების დანიშნულებაა ბრძანების გადაცემა. ბრძანების შინაარსი განისაზღვრება პროგრამის მიხედვით. ამ ღილაკებს მკაცრი დანიშნულება არ აქვთ.

მანიპულატორები

 
თაგუნა

კომპიუტერთან მუშაობის დროს ეკრანზე გამოისახება მოციმციმე ვერტიკალური ხარ-კურსორი. კურსორი ეკრანზე გვიჩვენებს სიმბოლოს შეტანის ადგილს. მომხმარებელს შეუძლია გადაადგილოს კურსორი სასურველი მიმართულებით კლავიატურაზე არსებული ისრების აღმნიშვნელი ღილაკების მეშვეობით. კურსორის გამოყენება, განსაკუთრებით გრაფიკულ ინფორმაციასთან მუშაობისას მოუხერხებელია. კურსორის ნაცვლად გამოიყენება მანიპულატორი. ფართო გავრცელება პოვა მანიპულატორებმა სახელწოდებით „თაგვი“ (Mouse) და „ტრეკბოლი“. ტრეკბოლი ნაკლებადაა გავრცელებული. თაგვი წარმოადგენს პლასმასის პატარა კოლოფს. თაგვის მდებარეობა ეკრანზე პატარა ისრითაა აღნიშნული. ისრის გადასაადგილებლად საკმარისია გადავაადგილოთ თაგვი სიბრტყეზე.

თაგვს ორი ღილაკი აქვს (ემატება მულტიმედია თაგვების ღილაკები). ღილაკებზე თითის დაჭერით კომპიუტერს მიეცემა ბრძანებები. თაგვი მანქანას უერთდება კაბელით, COM1 გამთიშველით ან COM2 შეტანა — გამოტანის ადაპტერით (COM თაგვები უკვე მოძველდა, ახლა უკვე იხმარებაა ლაზერული და ოპტიკური თაგვები).

გაფართოების პლატები

გაფართოების პლატას უწოდებენ დამატებით ელექტრონულ მოწყობილობას. იგი სტანდარტული ფორმის ნაბეჭდი პლატაა ელექტრონული კომპონენტებით და მიკროსქემებით. იგი ყენდება ძირითადი პლატის თავისუფალ სლოტში. გაფართოების პლატებს მიეკუთვნება: მოდემი, ხმოვანი პლატა და სხვ.

გარე მოწყობილობები

გარე მოწყობილობებს უწოდებენ სისტემური ბლოკის გარეთ არსებულ მოწყობილობებს. მათ მიეკუთვნება: პრინტერი, გრაფოამგები, მოდემი. სტრიმერი, სკანერი, საპროექტო პანელი და სხვა. უნდა ავღნიშნოთ, რომ სახელი „გარე მოწყობილობა“ პირობითია. გარე მოწყობილობაში შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი მოწყობილობა, თუ ის კონსტრუქციულად დამოუკიდებელი ბლოკის სახითაა წარმოდგენილი.

პრინტერები

 
პრინტერი

პრინტერს უწოდებენ მოწყობილობას, რომლის საშუალებით ინფორმაცია ძირითადად მიიღება ქაღალდზე (შეიძლება გამჭვირვალე ფირზე ან სხვ.). პრინტერის მრავალი მოდელი არსებობს ისინი განსხვავდებიან წარმოებულობით, ინტერფეისით, ფუნქციური შესაძლებლობებით და მოქმედების პრინციპით.

პრინტერის საფუძველი რთული ელექტრო მექნიკური მოწყობილობაა. იგი უზრუნველყოფს გამოსახულების ფორმირებას, ქაღალდის გადაადგილებას, საღებავის მიწოდებას და სხვ. პრინტერის შემადგენლობაშია ელექტრული ნაწილი მართვის სქემით და ბუფერული დამახსოვრების მოწყობილობით.

გამოსახულების ფორმირებით პრინტერები იყოფა კონტურულ და რასტულ პრინტერებად. კონტურულ პრინტერში სიმბოლოს გამოსახულება უწყვეტი ხაზია და მიიღება ქაღალდზე შემღებავი ლენტის გამოყენებით, ქაღალდზე ნემსის დარტყმის საშუალებით.

რასტულ პრინტერში გამოსახულება მიიღება უმცირესი წერტილების ერთობლიობით (წერტილის დიამეტრი 0,1-0,3მმ). ამჟამად პერსონალურ კომპიუტერებში გამოიყენება მხოლოდ რასტული პრინტერები. წერტილების გადატანის პრინციპით რასტული პრინტერები იყოფა: მატრიცულ, ჭავლურ და ლაზერულ პრინტერებად.

მოდემები

 
კომპიუტერის მოდემი

მოდემი უზრუნველყოფს კომპიუტერის თავსებადობას სატელეფონო ხაზთან. კომპიუტერი გამოიმუშავებს დისკრეტულ სიგნალებს. სატელეფონო ხაზით ინფორმაცია გადაეცემა ანალოგიური ფორმით. მოდემები ანხორციელებენ ციფროანალოგურ გარდაქმნებს. კომპიუტერიდან ინფორმაციის გადაცემისას მოდემი დისკრეტულ სიგნალებს გარდაქმნის სატელეფონო ხაზის სიხშირის მქონე ანალოგურ სიგნალად, ხოლო მიღების დროს კი პირიქით ანალოგური სიგნალი გარდაიქმნება დისკრეტულ სიგნალად. მოდემებით კომუტირებული სატელეფონო ხაზებით ინფორმაციას გადასცემენ 300-დან 64 000 ბოდის სიჩქარით (1 ბოდი = 1 ბიტი წამში), ხოლო გამოყოფილი სატელეფონო ხაზებით გადაცემისას მიიღწევა 64 კილობოდზე მეტი სიხშირე.

მოდემების სიგნალების მიღება-გადაცემის გარდა დამატებით ახორციელებენ ტელეფონის ნომრის ავტომატური აკრეფას, განმეორებითი აკრეფას და სხვა ფუნქციებს. უნდა აღვნიშნოთ, რომ მოდემის მიერ გარკვეული ფუნქციების შესასრულებლად აპარატული შესაძლებლობების გარდა შესაბამისი საკომუნიკაციო პროგრამული უზრუნველყოფაა საჭირო.

კონსტრუქტორული შესრულებით მოდემები ჩამონტაჟებულნი არიან ან კომპიუტერის სისტემურ ბლოკში, ან წარმოადგენენ დამოუკიდებელ ბლოკს და კომპიუტერს უერთდებიან სპეციალური კაბელით.

სტრიმერები

სტრიმერი არის მოწყობილობა ინფორმაციის ასლის მაგნიტურ ლენტზე გადასაღებად. კონსტრუქციული სქემით სტრიმერები საყოფაცხოვრებო მაგნიტოფონის ანალოგიურია. კასეტაზე შეიძლება ჩაიწეროს რამდენიმე ათეული მეგაბაიტიდან რამდენიმე გიგაბაიტამდე ინფორმაცია.

კომპაქტ დისკების მოწყობილობები

 
კომპაქტ დისკი

1996 წლიდან ფართო გავრცელება პოვეს კომპაქტ დისკებმა. დისკის ტევადობა 700 მეგაბაიტია. მასზე ჩაწერილი ინფორმაცია იკითხება დიდი სიჩქარით. ისინი მოხერხებულნი არიან დიდი ინფორმაციის გასავრცელებლად.

ბაზარზე გავრცელებულია შემდეგი ტიპის კომპაქტ დისკები და მისი ჩამწერ-წამკითხველები: CD-R, CD-RW, DVD-R, DVD-RW. ამ დისკებზე ჩაწერა ხდება 650 ნმ წითელი ლაზერით. ბოლო დროს გამოვიდა Blu-ray დისკები და მისი ჩამწერ-წამკითხველები. ჩაწერა ხდება 405 ნმ ლურჯი ლაზერით.

  • CD-R მოწყობილება საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ მისი მრავალჯერ წაკითხვა, ასევე ეს მოწყობილობა კითხულობს, RW დისკებსაც. R დისკზე შესაძლებელია ინფორმაციის მხოლოდ ერთხელ ჩაწერა.
  • CR-RW მოწყობილობა საშუალებას გვაძლევს ჩავწერით და წავიკითხოთ R და RW დისკები. RW დისკზე ინფორმაციის მრავალჯერ ჩაწერა/წაშლაა შესაძლებელი.
  • DVD-R — CD-R-ის ანალოგიურია მხოლოდ ერთი განსხვავებით რომ DVD დისკებზე ეტევა გაცილებით მეტი ინფორმაცია დაახლოებით 4.37გიგაბაიტი ვიდრე CD-R დისკებზე,DVD-R -ზე CD-R დისკის ანალოგიურად მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი ინფორმაციის ჩაწერა.
  • DVD-RW — CD-RW-ს ანალოგიურია.
  • Blu-ray დისკი 25 GB ტევადობისაა.Blu-ray ოპტიკური დისკის დიამეტრი 120 mm, დისკის სისქე 1.2 mm.

უწყვეტი კვების ბლოკი (UPS)

 
უწყვეტი კვების ბლოკი

გარე მოწყობილობას მიეკუთვნება უწყვეტი კვების ბლოკი (UPS). მისი დანიშნულებაა უზრუნველყოს პერსონალური კომპიუტერის კვება ელექტროენერგიის შეფერხებისას. უწყვეტი კვების ბლოკში შედის აკუმულატორი. იგი უზრუნველყოფს ქსელში ელექტროენერგიის გამოთიშვისას კომპიუტერის კვებას გარკვეული დროის განმავლობაში.

უწყვეტი კვების ბლოკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა, მიუხედავად ცვლილებისა შემავალი ძაბვის ისე რეგულირება, რომ გამომავალი ძაბვა იყოს მუდმივად 220 ვ და ასევე გამომავალი სიხშირე იყოს 50 ჰც.

მასში მოთავსებული აკუმულატორის დამუხტვა ავტომატურად ხდება, თუ აკუმულატორის ძაბვა 10,5 ვოლტზე ჩამოვიდა დამუხტვას იწყებს და როდესაც ძაბვა მიაღწევს 14,5 ვოლტს, დამუხტვის პროცესი წყდება.

მართვის ავტომატიზაციის დონით ზოგიერთი უწყვეტი ბლოკი იძლევა სიგნალს კვების შეწყვეტის შესახებ, შეწყვეტის შესახებ, რომლის საფუძველზე კომპიუტერში გაეშვება პროგრამა. პროგრამა ავტომატურად წყვეტს მანქანის მუშაობას და თიშავს მას. ასევე შეუძლია კომპიუტერის გამორთვისას გათშოს ინტერნეტი. ამისთვის მას აქვს 2 ცალი RJ 45 პორტი (ADSL ინტერნეტის კაბელის) და ღილაკი სტაბილიზირებული 60 ჰც-ზე გადართვისთვის. ეს ფუნქციები შედარებით მაღალი კლასის და მძლავრ UPS -ს აქვს.

რესურსები ინტერნეტში