Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

The Sims 4

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The Sims 4
დეველოპერ(ებ)ი Maxis
The Sims Studio
გამომცემელი Electronic Arts
სერია The Sims
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows
macOS
გამოსვლის თარიღი Microsoft Windows
  • ჩ.ა. 2 სექტემბერი, 2014
  • ევრ 4 სექტემბერი, 2014
  • ავს 4 სექტემბერი, 2014
  • ბრიტ 5 სექტემბერი, 2014
macOS
  • მსოფლიო 17 თებერვალი, 2015
ჟანრ(ებ)ი ცხოვრების სიმულატორი
რეჟიმ(ებ)ი ერთმომხმარებლიანი
კომპოზიტორი ილან ეშკერი
შეფასება PEGI: 12+
მედია DVD, ციფრული ფორმატი

The Sims 4 — თამაში-სიმულატორი, წარმოადგენს The Sims-ის სერიის მეოთხე ნაწილი. იგი შემუშავებულია Maxis-ს და The Sims Studio-ს მიერ და გამოშვებულია Electronic Arts-ის მიერ. The Sims 4-ის გამოცემის შესახებ ცნობილი გახდა 2013 წლის 6 მაისს. აშშ-ში კი 2014 წლის 2 სექტემბერს გამოვიდა, Microsoft Windows-ისთვის.[1] Mac-თან თავსებადი ვერსია გამოვიდა ციფრულად, 2015 წლის 17 თებერვალს.[2] The Sims 4 არის პირველი თამაში პერსონალური კომპიუტერისთვის, რომელიც წინა ნაწილის გამოსვლიდან ორი წლის შემდეგ ყველა ფორმატის ჩარტის სათავეში იმყოფებოდა.[3] თამაშმა გამოსვლის შემდეგ დადებითი შეფასებები მიიღო.[4]

კონცეფცია ამ თამაშში იგივეა, რაც The Sims 3-ში. მოთამაშე აკონტროლებს სიმების სხვადასხვა მოქმედებას და შეუძლია მათ შორის ურთიერთობათა ჩამოყალიბება. ეს თამაში, ისევე, როგორც სერიის სხვა ნაწილები, საბოლოო მიზანს არ შეიცავს, მისი განვითარება არახაზოვანია. მოდულები Create-a-Sim და Build Mode გადამუშავდა იმისთვის, რომ მომხმარებელს ჰქონოდა მეტი თავისუფლება თამაშის შიგთავსის შემუშავებისას. ემოციური მდგომარეობა თამაშში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, უფრო მეტად, ვიდრე ეს წინა ნაწილებში იყო. აქცენტი გამახვილებულია სოციალურ ურთიერთობებზე, მომხმარებლის გარეგნობაზე და პიროვნებაზე. .[5][6]

The Sims 4 ცხოვრების სიმულატორი თამაში, ისევე, როგორც მისი წინამორბედები. მოთამაშე ქმნის სიმ-პერსონაჟს და მის ცხოვრებას აკონტროლებს, აღმოაჩენს რა მის სხვადასხვა თავისებურებას, რაც თამაშის განვითარებაზე გავლენას ახდენს. სიმებს შეუძლიათ რამდენიმე დავალების შესრულება, მაგალითად, ერთი დავალების შესრულებისას საუბარი. სიმების განწყობას გავლენა აქვს თამაშის განვითარებაზე - მაგალითად, სიმს შეუძლია ამა თუ იმ ამოცანის შესრულება, თუკი ძალიან გაბრაზებულია ან ზედმეტად აღტაცებული.[5][6][7]

ისევე, როგორც თამაშების სერიის წინა ნაწილებში, პერსონაჟის მოქმედება დიდ გავლენას ახდენს მის მომავალზე. ერთ-ერთი ფაქტორია Legacy Challenge - მოთამაშე მართავს სიმს და ცდილობს, რომ მისი შთამომავლობა ათი თაობით გახანგრძლივდეს.[8]

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ახალი ნაწილის რეჟიმში Create A Sim არის გაუქმებული გადამრთველები, მათ მაგივრად შემოტანილია მაუსით დაწკაპვის და გადაწევის ფუნქცია. მაუსით აგრეთვე შესაძლებელი გახდა სიმის მიმიკის მართვა. მოთამაშეებს შეუძლიათ სხეულის ნებისმიერი ნაწილის შეცვლა. ეს არის ახალი ფუნქცია, რომელიც არ არსებობდა წინა ნაწილებში, სადაც შეიძლებოდა მხოლოდ ცალკე ფორმების მანიპულირება. თუმცა, ძველი ფუნქციები ამ ნაწილშიც არის შენარჩუნებული.

თამაშის ძირითად გამოცემებს ახლავს მამაკაცებისა და ქალების 40-ზე მეტი ვარცხნილობა. წინასწარ მომზადებული გარეგნობა ხელმისაწვდომია - სხეულის ფორმებიდან სხვადასხვა ეთნიკურობამდე. თამაშში სიცოცხლის რამდენიმე სტადიაა - პატარაობა, ბავშვობა, მოზარდობა, ახალგაზრდობა, მოზრდილობა და მოხუცებულობა - მიუხედავად იმისა, რომ პატარაობა მხოლოდ სიმის დაბადების დროს არის ხელმისაწვდომი.

თამაშში კვლავ არის თვისებების ფუნქცია. ყოველ სიმს აქვს სამი თვისება და მისწრაფებები ფარული თვისებით.

წინა ნაწილებთან შედარებით, სადაც ყოველდღიურ, ოფიციალურ, საძინებლის, ათლეტურ, წვეულებებისა და საცურაო კოსტიუმებს ჰქონდათ შეზღუდვა, მეოთხე ნაწილში დასაშვებულია ჩაცმულობის სტილების აღრევა. კატეგორიაში ხუთამდე ფორმაა ხელმისაწვდომი.

შეძენის და მშენებლობის რეჟიმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Sims 4-ში შეძენის და მშენებლობის რეჟიმები შეთავსებულია. დეტალური სისტემა წარმოდგენილია სამეზობლოს და ლანდშაფტის არჩევით. სხვადასხვა დაბლოკილი ფუნქცია ხელმისაწვდომი ხდება თამაშის განვითარებასთან ერთად. შესაძლებელია მთლიანი შენობების და ოთახების მიწის ნაკვეთზე გადაადგილება. დამატებულია კედლის სიმაღლის რეგულირებაც.

თამაშს დაემატა აუზის შექმნის ფუნქცია, საკუთარი ვერსიის და ფორმების შერჩევით. არსებობს თამაშში ე.წ. მოდის გააქტიურების საშუალებაც - ამ შემთხვევაში ისეთის, რომელიც მოთამაშეს ავტომატურად ანიჭებს დიდი რაოდენობის თანხას (50 000 სიმოლეონს).

ძიების ფუნქცია, რომელიც თამაშს დაემატა, ობიექტის ძიებისა და შეძენის საშუალებას იძლევა.

The Sims 4 აღჭურვილია სოციალური ფუნქციებით, მაგალითად, იმ სიმების და სახლების იმპორტირებით, რომლებიც შექმნილია სხვა მოთამაშეების მიერ საჯარო გალერეისთვის. ამას, თავის მხრივ, გავლენა აქვს სიმის სამყაროზე.

The Sims 4-ის ძირითადი გამოცემა შეიცავს ორ სამყაროს - Willow Creek-ს და Oasis Springs-ს. ორივე შეიცავს ხუთ სამეზობლოს, ანუ ხუთ ლანდშაფტს. უფასო განახლების მეშვეობით თამაშს ემატება თხუთმეტი ლანდშაფტისგან შემდგარი ახალი სამყარო Newcrest.[9]

The Sims 4 შეიმუშავა The Sims Studio-მ, Electronic Arts-ის ფილიალ Maxis-ის ნაწილმა, ხოლო დისტრიბუტორია Electronic Arts.[10] მიდგომა განსხვავდება The Sims 3-ისგან, რომელიც მხოლოდ The Sims Studio-მ შეიმუშავა. ეს არის The Sims 2-ის შემდეგ პირველი თამაში, რომლის შემუშავება დაიწყო Maxis-ის თანამონაწილეობით.

The Sims 4 ერთმომხმარებლიანი თამაშია[11] და არ საჭიროებს ინტერნეტის მუდმივ წყაროს. თუმცა, მოთამაშეებს თამაშის აქტივაციისთვის დასჭირდებათ ანგარიში Origin-ზე და ინტერნეტ-შეერთება.[12] თამაშის ორკესტრული ნაწილის კომპოზიტორია ილან ეშკერი. მუსიკა ჩაიწერა ები-როუდის სტუდიებში. იგი შესრულებულია ლონდონის მეტროპოლიტენის ორკესტრის მიერ.[13][14]

2013 წლის 25 აპრილს გავრცელდა რამდენიმე კადრი, რომელშიც სიმულირებული იყო თამაშის მსვლელობა.[15] 2013 წლის 3 მაისს Electronic Arts-მა მოყვარულთა რამდენიმე საიტს გაუგზავნა წერილი, ინფორმაციით იმის შესახებ, რომ 6 მაისს მნიშვნელოვანი განცხადება გაიჟღერებდა. ბევრი მიხვდა, რომ საუბარი იყო თამაშის ახალ ნაწილზე.[16]

20 აგვისტოს გამოქვეყნდა თამაშის მსვლელობის დემო ვიდეო, რომელიც იმავე დღეს Gamescom-ზე, ტრეილერთან ერთად აჩვენეს. შენობების და პერსონაჟების შექმნის მაგალითების ამსახველი ვიდეოები 2014 წლის დასაწყისში გამოუშვეს. დამატებითი ვიდეოები აჩვენეს Electronic Entertainment Expo-ზე, 2014 წლის 9 ივნისს.[1]

თამაშის მსვლელობა აჩვენეს Gamescom 2013-ზე, რომელიც კელნში გაიმართა. დემონსტრირებულ სიახლეებს შორის იყო დახვეწილი Create-a-Sim დაწკაპვის და გადატანის ფუნქციით.[17] რამდენიმე რჩეული მოთამაშე მიწვეული იყო Sims Camp-ში. მათ თამაში გააცნეს საჯარო გამოცემამდე და პრესის მიმოხილვებამდე, შედეგად თამაშის დეტალებს ფანების საიტებზე არც თუ აქტიურად განიხილავდნენ. Maxis-მა განაცხადა, რომ თამაში სუსტი ტექნიკური დეტალების მქონე კომპიუტერებზე უფრო სწრაფად იმუშავებდა, ვიდრე მისი წინამორბედი.[18]

არსებობდა ეჭვი, რომ The Sims 4-ის გამოშვება 2014 წლის დასაწყისში იგეგმებოდა, მაგრამ მოგვიანებით თარიღმა 2 სექტემბრისთვის გადაიწია.[1][19]

2014 წლის 14 მაისს პროდიუსერმა რაიან ვოუნმა წარადგინა Create-a-Sim-ის კიდევ ერთი ტრეილერი. მასში ასახული იყო წინასწარ შექმნილი სიმები ბელა და მორტიმერ გოთები.[20] დეველოპერების გუნდმა 28 მაისს კიდევ ერთი ტრეილერი გამოაქვეყნა, ამჯერად - მშენებლობის რეჟიმის. მოთამაშეებს, როგორც ჩანდა, შეეძლოთ კედლის სამი სხვადასხვა სიმაღლის არჩევა და მათზე ფანჯრების განლაგების შეცვლა, ისევე, როგორც ოთახების განლაგების მართვა.[21]

28 ივნისს გამოვიდა კიდევ ერთი ვიდეო - ყოველი სიმის "ორიგინალურობის" და მათი ემოციების წარმოჩენით.[22]

EA-მ კიდევ ერთი ტრეილერი მოგვიანებით წარადგინა და გამოაცხადა საბოლოოდ გამოსვლის თარიღიც - 2 სექტემბერი. ეს მოხდა 2014 წლის 9 ივნისს, Electronic Entertainment Expo-ს კონფერენციაზე. The Sims 4 2 სექტემბერს ჩრდილოეთ ამერიკაში გამოვიდა, ხოლო 4 სექტემბერს - ევროპაში, ავსტრალიასა და ბრაზილიაში.[1]

2015 წლის იანვარში Maxis-მა გამოაცხადა თამაშის პირველი ფასიანი დამატების, Outdoor Retreat-ის გამოსვლის შესახებ.[23] მასში ყურადღება გამახვილებულია ეროვნულ პარკში აქტივობებზე.

ამჟამად თამაშის კონსოლური ვერსიის გამოშვება დაგეგმილი არ არის.[24][25]

შემუშავება Mac-ისთვის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ანონსის შემდეგ EA-მ განაცხადა, რომ The Sims 4 იქმნებოდა როგორც Windows-ისთვის, ასევე Mac-ის სისტემებისთვის და ორივე 2014 წელს გამოვიდოდა.[26] თუმცა, გამოსვლის თარიღის მოახლოებისას კომპანიამ განაცხადა, რომ ყურადღება გადაიტანეს Windows-ის ვერსიაზე[27] და Mac-ის ვერსიის შემუშავების გეგმა არ ყოფილა.[28] 2014 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა ვრცელი ინფორმაცია Mac-ის ვერსიის მომავალში გამოცემის შესახებ. ვოუნმა International Business Times-ს უამბო, რომ გუნდი მუშაობდა Mac-ის ვერსიაზე.[29] 2015 წლის 13 იანვარს EA-მ დაადასტურა, რომ Mac-ის ვერსიას თებერვალში გამიუშვებდა.[30] 2 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, Mac-ის ვერსია 17 თებერვალს გამოიცემოდა.[2]

დავა თავისებურებების გამო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 25 ივნისს EA-მ და Maxis-მა განაცხადეს, რომ წინა თამაშებში არსებული რამდენიმე თავისებურება ახალ ნაწილში შეტანილი არ იქნებოდა. მათ შორის უნდა ყოფილიყო საცურაო აუზები, საცურაო კოსტიუმები და სიცოცხლის „ბავშვური“ ეტაპის. ანონსში ხაზგასმული იქნებოდა, რომ ამოიღებდნენ The Sims 3-ის ღია სამყაროს, ანუ თუ სამეზობლოში მოქმედების მიმდინარეობას ადგილი ექნებოდა, ეკრანი რამდენიმე ნაწილად დაიყოფოდა.[31][32] შემუშავების ადრეულ ეტაპზე გამოქვეყნდა ინტერვიუ პროდიუსერთან, რომელშიც ცნობილი გახდა, რომ Create-a-Style (შექმენი-ციკლი, CASt), მორგების ფუნქცია, რომელიც წინა თამაშებში უკვე არსებობდა, ახალ ვერსიაში არ მოხვდებოდა. [33] დეველოპერებმა Twitter-ზე გამოქვეყნებულ რამდენიმე შეტყობინებაში ხაზი გაუსვეს, რომ თამაში გაიყიდებოდა ამბის განვითარების შემცირებული ვერსიით და სხვადასხვა სარდაფი, მაღაზია, სასკოლო და სამუშაო დაწესებულებები მასში არ მოხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კარიერები და სკოლები კვლავ იარსებებდნენ, ისინი The Sims 3-სგან განსხვავებული იქნებოდნენ, უფრო მეტად The Sims 2-ის მსგავსები.[34][35][36]

ამ ანონსების გამო მრავალი მოყვარული უკმაყოფილო იყო. წარმოიშვა ვარაუდები, რომ ნახსენები ფუნქციების ამოღება გადაწყვიტეს მათთვის ფასიანი სტატუსის მისანიჭებლად ან უბრალოდ იმისთვის, რომ თამაში მალე დაესრულებინათ.[37][38] რამდენიმე ფანმა ინტერნეტში გამოაქვეყნა პეტიცია, ამ ფუნქციების აღდგენის მოთხოვნით, იმ შემთხვევაშიც, თუ ამის გამო აუცილებელი გახდებოდა თამაშის გამოსვლის თარიღის გადაწევა.[39]

Maxis-ის თქმით, შეუძლებელი იყო ახალ თამაშში The Sims 3-ში ექვსი წლის განმავლობაში დამატებული ყველა ფუნქციის ინტეგრირება და მათი გააქტიურობა მოგვიანებით ყოველთვის იყო შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, რომ უცნობი იყო, როგორ მოხდებოდა ეს ან იქნებოდა თუ არა ეს შიგთავსი უფასო.[38] ბევრი თვლიდა, რომ მრავალი ახალი თავისებურება გაიყიდებოდა სპეციალური პაკეტებით, სხვების აზრით, ძირითადი შიგთავსი (აუზები, ბავშვური რეჟიმები და ა.შ.) უფასო შესწორებების სახით გამოვიდოდა, ისევე, როგორც ეს The Sims 3-ის შემთხვევაში იყო - მაგალითად, სარდაფის დამატებები.[40]

Maxis-ს და The Sims-ის პროდიუსერ გრემ ნერდონს ჰკითხეს, ხომ არ დაემატა ესა თუ ის ახალი ფუნქცია (მაგალითად, ორცხობილის მანქანა) სხვა, უფრო მნიშვნელოვანი თავისებურებების სანაცვლოდ, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ ყველაფერი დამოკიდებული იყო დროის მხრივ შეზღუდვებზე, დატვირთვაზე და დეველოპერების განაწილებაზე (ისევე, როგორც სხვა სფეროებში დეველოპერების ნაკლებობაზე), ამასთან რისკის ფაქტორებზეც:[41]

ვიკიციტატა
„თავისებურებების შეფასება მხოლოდ იმით, თუ რამდენად გსურთ მათი თამაშში არსებობა, არ შეიძლება, უნდა გაითვალისწინოთ, რამდენი რესურსია საჭირო მათ შესაქმნელად. ეფექტებზე მომუშავე ერთ-ერთი თანამშრომლის რამდენიმე დღეც და მზად არის...რისკი ძალიან დაბალია, მინიმალური პრობლემები (უკვე არსებული ტექნოლოგიით) და სამეზობლოსაც სასიამოვნო ვიზუალური ცვლილებები ემატება. ეფექტების გუნდმა გადმოგვცა გრძელი სია იმისა, თუ რაზე სურდათ მუშაობა, ვინაიდან მათთვის საკმარისი სამუშაო არ იყო. მოკლედ, შეუძლებელია, აიღო ეფექტების გუნდი და სთხოვო, რომ თამაშში აუზები დაამატონ. ამისთვის აუცილებელი გამოცდილება არ აქვთ, არც მე. აუზები, ბავშვური რეჟიმი... ეს არის მეტად რთული თავისებურებები, რომელთა შემუშავებას სჭირდება თვეები რამდენიმე სფეროში სამუშაოდ, დიდ რისკთან გვაქვს საქმე. მე რომ ვყოფილიყავი გადამწყვეტი ფიგურა თამაშში რამის დამატებისას, ორი არჩევანი გვექნებოდა... მცირე თავისებურებების ამოღება ან სხვა მნიშვნელოვანი დიდი თავისებურებების ამოღება.“

Maxis-ის და The Sims-ის პროდიუსერ რეიჩელ რუბინ ფრანკლინის მიერ მოგვიანებით გამოქვეყნებულ ერთობლივ ბლოგ-პოსტში ჩანდა, რომ ისინი მოყვარულთა აღელვებას ყურს უგდებდნენ. პოსტში განმარტებული იყო The Sims 4-ის შემუშავებისას დეველოპერების მხრიდან ყურადღების გამახვილება თამაშის ახალ ტექნოლოგიებზე და რომ მსხვერპლზე, რომელიც გუნდმა გაიღო, „რთულად გადასაყლაპი აბი“ იყო:

ვიკიციტატა
„იწყება ახალი ტექნოლოგიებით და სისტემებით, რომლებიც შეიქმნა The Sims-ის ახალი ძირითადი გამოცემისთვის. The Sims 4-ის ხედვა ახალი რამ არის... ამისთვის ტექნოლოგიურ ბაზას ესაჭიროება დიდი განახლება. როდესაც გადავხედეთ ყველაფერს, თუ რა გვსურდა ამ თამაშისთვის, მასში შესატანი ახალი ტექნოლოგიების სახით, ჩანდა, რომ რაღაც უნდა ამოგვეღო და ეს ბევრ მოყვარულს არ ესიამოვნებოდა. რთულია ამ აბის გადაყლაპვა, მერწმუნეთ, მაგრამ The Sims 4-ის მისაღებად აუცილებელი იყო ყურადღების გამახვილება.“

ფრანკლინმა განაცხადა, რომ ახალი თავისებურებების, მაგალითად, სიმების ემოციების, დახვეწილი ანიმაციის, ინტერაქტიულობის და ქცევის, ისევე, როგორც ახალი Create-a-Sim-ის და მშენებლობის საშუალებების გამო ყურადღება აღარ გაამახვილეს საცურაო აუზებსა თუ ბავშვურ ცხოვრებაზე.[42]

თუმცა 2014 წლის 1 ოქტომბერს Maxis-მა დაადასტურა, რომ ერთ-ერთი ამოღებული ფუნქცია, აუზი, ისევე, როგორც სხვა განახლებები და თავისებურებები, ნოემბერში თამაშს უფასოდ დაემატებოდა, შესწორების სახით.[43][44][45] სხვა განახლებებს შორის მომავალში უნდა ყოფილიყო სხვა სარდაფები.

მნიშვნელოვანი თავისებურებები დაემატა შესწორებების სახით
შესწორების გამოსვლის თარიღი მნიშვნელოვანი თავისებურებები[46][47]
ოქტომბერი 1, 2014 შესაძლებელია თამაში მოჩვენებებით; აგრეთვე ფუნქციით "მიწვევა ოჯახში" ისეთი მოჩვენების გააქტიურება, რომლით თამაში შეუძლებელია; რამდენიმე ახალი მოქმედება მოჩვენებასთან; მომაკვდინებელი ყვავილი; ამბროზიის დამზადების რეცეპტი; ვარსკვლავური ომების კოსტიუმები: იოდა, პრინცესა ლეია, ლუკ სკაიუოკერი და დართ ვეიდერი.
ნოემბერი 4, 2014 აუზები, სხვადასხვა საცურაო კოსტიუმი.
დეკემბერი 16, 2014 ორი ახალი კარიერა - ბიზნესი და ათლეტიზმი; შვებულების ანაზღაურება და ოჯახის დატოვების საშუალება.
თებერვალი 3, 2015 გენეალოგიის პანელი; სიმის გენეალოგიის ასახვა.
მარტი 26, 2015 ორდონიანი სარდაფები, ისევე, როგორც კიდევ ერთი ზედა დონე, ამრიგად - სულ ექვსი. ტელეფონში ნოუტბუკის ფუნქცია - სიმების მებაღეობის ან მეთევზეობის კატეგორიის აღმოჩენების კატეგორიზაცია; ფუნქცია Paint by Reference.
მაისი 4, 2015 ვარსკვლავური ომების კოსტიუმები: ბობა ფეტი, დართ მოული და ააილა სეკურა; ჩატვირთვის ახალი ეკრანი.
ივნისი 11. 2015 Newcrest, ახალი სამყარო, 15 ცარიელი ლანდშაფტით, სამი ახალი სამეზობლოთი; ახალი მეზობლების Welcome Wagon; მორგებული ოთახის ფუნქცია.
ივლისი 9, 2015 ნახევარი კედლები; ჩაკეტილი კარებები; დედოფლის და მეფის კარები, რომლებშიც მხოლოდ ქალები და მამაკაცები შედიან; დიდი პირსახოცები
აგვისტო 6, 2015 მოწყობილობებს დაემატა ჭურჭლის სარეცხი მანქანა.
სექტემბერი 24, 2015 ახალი თვისება - შური; Trick or Treat - შეზღუდული ინტერაქტიულობა; ხალიჩების ზომების შეცვლა; მიწისქვეშა საუნები.

მარკეტინგი და გამოცემა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

SteelSeries-მა და Electronic Arts-მა გამოაცხადეს, რომ The Sims 4-ის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში თემატური დამატებები გამოვიდოდა - ყურსასმენები; მაუსები, რომლებიც სიმების თამაშში ემოციური მდგომარეობის მიხედვით ანათებენ და მაუსის ხალიჩები, სიმების სხვადასხვა ჯგუფის გამოსახულებით.[48]

Create a Sim-ის გასაცნობი ცალკეული დემო ვერსია საჯაროდ და უფასოდ გავრცელდა.[20][49][50][51] აგრეთვე გამოვიდა სატელევიზიო პრომო რგოლები, მსახიობ ჩარლი დეის გახმოვანებით.

2014 წლის 9 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში The Sims 4-ს მიენიჭა რეიტინგი "18+ (აკრძალული ბავშვებისთვის)". გადაწყვეტილება გამომდინარეობდა ერთსქესიანი პარტნიორების თამაშში არსებობის ფუნქციიდან, რასაც ეწინააღმდეგებოდა რუსეთის კანონი ლგბტ თემის პროპაგანდის შესახებ. [52][53] სერიის თამაშების წინა ვერსიები კლასიციფირებული იყო, როგორც დასაშვები უმცროსი ასაკისთვის. მაგალითად, გერმანიაში The Sims 3 6+ ასაკისთვის დასაშვებად მიიჩნიეს.[54]

2014 წლის 8 ივლისს ავსტრალიის კლაციფიცირების კომისიამ The Sims 4-ს "M" ნიშანი მიანიჭა (Mature, ქართ. მწიფე ასაკი), "ძალადობისა და სექსუალური თემებისთვის". "M" რეიტინგი აღნიშნავს, რომ შიგთავსის გავლენა საშუალოა. იგი აღნიშნავს, რომ თამაში განკუთვნილია მოზარდებისთვის 15 წლის ასაკზე ზემოთ, თუმცა იგი კანონით არ კრძალავს თამაშის რომელიმე სხვა ასაკში გამოყენებას.[55]

 მიმოხილვები
საერთო შეფასება
აგრეგატორი შეფასება
GameRankings 68.65%[56]
Metacritic 70/100[4]
ქულები
წყარო რეიტინგი
Eurogamer 7/10[57]
Game Informer 6.75/10[58]
Game Revolution 3.5/5 stars[59]
GameSpot 6/10[60]
GamesRadar 3/5 stars[61]
GameTrailers 6.5/10[62]
IGN 7.5/10[63]
Joystiq 3.5/5 stars[64]
Maximum PC 8/10
PC Gamer (US) 79/100[65]
Polygon 6.5/10[60]
Hardcore Gamer 2.5/5[66]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Jackson, Leah B.. (June 9, 2014) E3 2014: The Sims 4 Release Date Announced. IGN. j2 Global. ციტირების თარიღი: June 9, 2014.
  2. 2.0 2.1 The Sims. (January 2, 2015) The Sims 4 coming to Mac Feb. 17, 2015. Twitter. ციტირების თარიღი: January 2, 2015.
  3. The Sims 4 becomes first PC game to top all-format chart in two years. Digital Spy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-30. ციტირების თარიღი: 2015-11-21.
  4. 4.0 4.1 The Sims 4. Metacritic.
  5. 5.0 5.1 Associated Press (August 27, 2013). 'The Sims 4' adds emotional, multi-tasking Sims“. Daily Herald. ციტირების თარიღი: August 29, 2013.
  6. 6.0 6.1 Rose, Mike. The art of injecting emotion into The Sims 4. Gamasutra. UBM plc (June 9, 2014). ციტირების თარიღი: June 9, 2014.
  7. Kato, Matthew. (June 9, 2014) Simplifying The Sims 4. Game Informer. GameStop. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 9, 2015. ციტირების თარიღი: June 9, 2014.
  8. Hernandez, Patricia. (5 September 2014) How To Make The Sims 4 More Difficult. Kotaku. ციტირების თარიღი: 24 December 2014.
  9. http://www.ign.com/articles/2015/06/04/new-world-coming-to-the-sims-4
  10. The Sims 4. The Sims Official Site. Electronic Arts. ციტირების თარიღი: June 3, 2014.
  11. The Sims 4 In Development for PC and Mac. Electronic Arts (May 6, 2013). ციტირების თარიღი: January 23, 2014.
  12. Frequently Asked Questions. The Sims Official Site. Electronic Arts (August 27, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 18, 2013. ციტირების თარიღი: September 15, 2013.
  13. Greening, Chris. (May 25, 2014) Ilan Eshkeri scores The Sims 4 with the London Metropolitan. Game Music Online. ციტირების თარიღი: June 9, 2014.
  14. Greening, Chris. Electronic Arts releases The Sims 4 soundtrack. Game Music Online. ციტირების თარიღი: 3 October 2014.
  15. "The Sims 4" Pre-Production UI Design Screens. SimsVIP (April 25, 2013). ციტირების თარიღი: May 11, 2013.
  16. Maxis Unveils The Sims 4. Electronic Arts (May 6, 2013). ციტირების თარიღი: May 6, 2013.
  17. Pitcher, Jenna. (August 20, 2013) The Sims 4 levels up the emotion with new SmartSim (update: can play offline). Polygon. Vox Media. ციტირების თარიღი: October 13, 2013.
  18. Makuch, Eddie. (August 23, 2013) Maxis: Sims 4 will run better on lower-end machines than Sims 3. GameSpot. CBS Interactive. ციტირების თარიღი: October 13, 2013.
  19. The Sims 4 will be released in the fall of 2014!. Platinum Simmers (October 22, 2013). ციტირების თარიღი: December 15, 2013.
  20. 20.0 20.1 Jackson, Leah B.. (May 14, 2014) The Sims 4 Create a Sim Trailer Shows How to Make Your Perfect Sim. IGN. j2 Global. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 19, 2014. ციტირების თარიღი: June 7, 2014.
  21. Karmali, Luke. (May 28, 2014) The Sims 4 Makes Building a Home Quicker and Easier. IGN. j2 Global. ციტირების თარიღი: June 3, 2014.
  22. The Sims 4: Smarter and Weirder Official Gameplay Trailer. Sims Globe (June 28, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 20, 2014. ციტირების თარიღი: September 1, 2014.
  23. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-18. ციტირების თარიღი: 2015-11-21.
  24. Gaston, Martin. (October 22, 2013) EA: The Sims 4 Coming Fall 2014. GameSpot. CBS Interactive. ციტირების თარიღი: January 23, 2013.
  25. Sinha, Ravi (August 21, 2013). „The Sims 4 Confirmed as Offline, May Not Come to Consoles“. GamingBolt.com. ციტირების თარიღი: September 1, 2014.
  26. The Sims 4 In Development for PC and Mac.
  27. Will Sims 4 Be Mac Compatible? (June 1, 2014). ციტირების თარიღი: June 21, 2014.
  28. The Sims 4 General Information. ციტირების თარიღი: June 29, 2014.
  29. 'Sims 4' On Consoles? Producer Says Maybe, Confirms Mac Release. International Business Times (October 13, 2014).
  30. Jovan. (13 January 2015) The Sims 4 is releasing for Mac in February!. Sims Community. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 13 January 2015.
  31. Vaughn, Ryan. (June 25, 2014) Neighborhoods, Weird Moments and More!. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 25, 2014. ციტირების თარიღი: July 5, 2014.
  32. Cheong, Ian Miles. (June 26, 2014) The Sims 4: Emotions and Neighborhoods Detailed; No Toddlers or Pools. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 7, 2014. ციტირების თარიღი: July 5, 2014.
  33. Johnson, Jill (August 26, 2013). The Sims 4 Interview with SimGuru Jill. Interview with EdenStyle.it. დაარქივებულია ორიგინალიდან სექტემბერი 24, 2014-ში. https://web.archive.org/web/20140924040818/http://www.edenstyle.it/the-sims-4-interview-with-simguru-jill.html. წაკითხვის თარიღი: July 5, 2014.
  34. The Sims 4: Gurus Talk Story Progression (July 2, 2014). ციტირების თარიღი: July 5, 2014.
  35. The Sims 4: Thursday's Guru Tweets (July 4, 2014). ციტირების თარიღი: July 5, 2014.
  36. The Sims 4: No Grocery Story, Work, or School Lots (July 2, 2014). ციტირების თარიღი: July 5, 2014.
  37. Spino, Dustin. (July 1, 2014) The Sims 4 Has Become a True Test for EA/Gamers. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 7, 2014. ციტირების თარიღი: July 5, 2014.
  38. 38.0 38.1 Sarkar, Samit. (June 26, 2014) The Sims 4 will launch without pools or toddlers, and Sims fans are very upset. ციტირების თარიღი: July 5, 2014.
  39. Younger, Paul. The Sims 4 pools and toddlers petition gathers pace. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 6, 2014. ციტირების თარიღი: July 2, 2014.
  40. To Fans' Chagrin, The Sims 4 Doesn't Include Pools or Toddlers in Base Game (June 26, 2014). ციტირების თარიღი: July 13, 2014.
  41. Ponce, Tony. (July 4, 2014) The Sims 4: Producer Explains Why Toddlers and Pools Were Cut. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 7, 2014. ციტირების თარიღი: July 5, 2014.
  42. What’s Out and What’s In (July 7, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 15, 2014. ციტირების თარიღი: July 13, 2014.
  43. Rachel Franklin. (1 October 2014) Free Content Updates in The Sims 4 Starting…Now! Also, Gnomes. The Sims Blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 2 October 2014.
  44. Connor Sheridan. (1 October 2014) Sims 4 getting ghosts, pools, more careers for free. Computer and Video Games. ციტირების თარიღი: 2 October 2014.
  45. Matulef, Jeffrey. (4 November 2014) The Sims 4 now lets you make pools. Eurogamer.net. ციტირების თარიღი: 6 November 2014.
  46. The Sims 4 Patch Notes - Update: 9/07/2015. Electronic Arts (July 9, 2015). ციტირების თარიღი: June 13, 2015.
  47. The Sims 4 Patch Notes - Update: 11/04/2014. Electronic Arts. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 5, 2014. ციტირების თარიღი: June 13, 2015.
  48. Williams, Katie. (June 1, 2014) Sims 4 Steelseries Peripherals Revealed. IGN. j2 Global. ციტირების თარიღი: June 8, 2014.
  49. The Sims 4 Demo Incoming, Pool and Toddler Omission Explained. IGN.
  50. The Sims 4 Digital Deluxe for PC Download - Origin Games. Origin (January 1, 2015).
  51. Farokhmanesh, Megan. Creation in The Sims 4 will be 'more intuitive, more powerful'. Polygon. Vox Media. ციტირების თარიღი: June 8, 2014.
  52. Banks, Cory. The Sims 4 rated Adults Only in Russia. PC Gamer. Future plc. ციტირების თარიღი: May 9, 2014.
  53. Chalk, Andy. The Sims 4 Rated Adults-Only In Russia Over Same-Sex Relationships. The Escapist. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 12, 2014. ციტირების თარიღი: May 9, 2014.
  54. Orland, Kyle. (May 9, 2014) Russia hangs adults-only rating on The Sims 4. Ars Technica. Condé Nast Digital. ციტირების თარიღი: May 9, 2014.
  55. Australian Classification — The Sims 4 (July 8, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 29, 2016. ციტირების თარიღი: July 19, 2014.
  56. The Sims 4. GameRankings.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 7, 2014. ციტირების თარიღი: September 7, 2014.
  57. Paul, Dean. (September 10, 2014) The Sims 4 Review: Same as it ever was?. Eurogamer. ციტირების თარიღი: September 10, 2014.
  58. Wallace, Kimberley. (September 5, 2014) The Sims 4. Game Informer. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 5, 2016. ციტირების თარიღი: September 7, 2014.
  59. The Sims 4 Review. GameRevolution. ციტირების თარიღი: September 7, 2014.
  60. 60.0 60.1 VanOrd, Kevin. (September 10, 2014) The Sims 4 review. GameSpot. ციტირების თარიღი: September 10, 2014.
  61. The Sims 4 Review:. GamesRadar (9 September 2014). ციტირების თარიღი: September 9, 2014.
  62. The Sims 4 Review:. GameTrailers (9 September 2014). ციტირების თარიღი: September 9, 2014.
  63. The Sims 4 - La nuova famiglia. IGN Italia (September 8, 2014). ციტირების თარიღი: September 9, 2014.
  64. The Sims 4 Review:. Joystiq (9 September 2014). ციტირების თარიღი: September 9, 2014.
  65. Thursten, Chris. (September 9, 2014) The Sims 4 review. PC Gamer. ციტირების თარიღი: September 9, 2014.
  66. Cooper, Lee. (3 September 2014) Review: The Sims 4. Hardcore Gamer. Hardcore Gamer. ციტირების თარიღი: 29 September 2014.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Sims_4&oldid=4691386“-დან