Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

Guitar Hero: Metallica

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Guitar Hero:Metallica

თამაშის Guitar Hero: Metallica წინა ყდა
დეველოპერ(ებ)ი Neversoft (Xbox 360 & PS3)
Budcat Creations (Wii & PS2)
გამომცემელი Activision
სერია Guitar Hero
პლატფორმ(ებ)ი PlayStation 2, PlayStation 3, Wii, Xbox 360
გამოსვლის თარიღი ჩრდ.ამ. 29 მარტი, 2009
ჩრდ.ამ. 14 აპრილი, 2009 (PS2)[1]
ავს 27 მაისი, 2009
ევრ 29 მაისი, 2009[2]
ჟანრ(ებ)ი მუსიკალური
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
მრვალმოთამაშიანი
შეფასება ESRB: T
OFLC: M
მედია DVD, Blu-ray, Wii Optical Disc

Guitar Hero: MetallicaNeversoft-ის მიერ შექმნილი მუსიკალური ვიდეო თამაში, რომლის დისტრიბუციას ახორციელებს კომპანია Activision. Guitar Hero: Metallica მეორე გამოცემაა სერიაში Guitar Hero (გამოვიდა Guitar Hero: Aerosmith-ის შემდეგ), რომელიც ფოკუსირებულია ამერიკულ მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სიმღერებსა და კარიერაზე.

თამაში დაფუძნებულია Guitar Hero World Tour-ზე და შესაბამისად, რეჟიმებიც მსგავსი აქვს: ერთი მოთამაშის თუ ჯგუფის კარიერის რეჟიმები, ონლაინ შეჯიბრებებისა და სიმღერების შექმნისა და გაზიარების შესაძლებლობა "GHTunes"-ის მეშვეობით. ნორმალური სირთულის დონესთან ერთად, რომელიც წარმოდგენილია Guitar Hero World Tour-ში, Guitar Hero: Metallica-ს აქვს "ექსპერტ+" სირთულის დონეც დრამებისთვის, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნას მეორე ბასის დრამის პედალი, რათა დაემთხვეს სტილი მეტალიკის დრამერის ლარს ულრიხის დაკვრის სტილს. თამაში მოიცავს მეტალიკის 28 ორიგინალურ ჩანაწერს და დამატებით 21 სიმღერას, რომლებიც ჯგუფის წევრების შერჩეულია. თამაშის დამატებებში ვიხილავთ მეტალიკის სცენის-მიღმა ჩანაწერებს, ტურნეებისა და კონცერტების ვიდეოებს და სხვა მრავალ საინტერესო მედია-ინფორმაციას.

Guitar Hero: Metallica-მ მიიღო დადებითი შეფასებები კრიტიკოსების მხრიდან, დაწყებული იქიდან, რომ მათი აზრით, ეს იყო ერთ-ერთი ძლიერი მიძღვნა მეტალიკისადმი და დამთავრებული იმით, რომ წარმოადგენდა სერიაში Neversoft-ის საუკეთესო ნამუშევარს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Thorsen, Tor. (2008-08-01) Gamespot reports Activision announcements to analysts at press conference. Gamespot. ციტირების თარიღი: 2008-08-03.
  2. Purchese, Rob. (2009-01-14) Guitar Hero: Metallica confirmed for May. EuroGamer. ციტირების თარიღი: 2009-01-14.