Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

Apple Bandai Pippin

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Apple Bandai Pippin

Bandai Pippin (Atmark Player) უსადენო კონტროლერთან ერთად
შემქმნელი Apple Computer
მწარმოებელი Bandai
ტიპი მულტიმედიური დამკვრელი, სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეხუთე თაობა
გამოშვების თარიღი იაპ 28 მარტი, 1996
ჩრდ.ამ. 1 სექტემბერი, 1996
თავდაპირველი ფასი 599 აშშ დოლარი
შეწყდა 1997[1]
გაიყიდა 42, 000[1]
მედია CD-ROM
პროცესორი PowerPC 603 RISC (66 მჰც)
მეხსიერება 6 მბ და ვიდეო მეხსიერება 128 კბ NVRAM
გრაფიკა Taos[2] (VGA/16 ბიტიანი)
კონტროლერის შეტანა AppleJack
კავშირი 14.4, 28.8, 33.6 კბიტ მოდემი
ონლაინ სერვისები PSINet@World
წონა 4 კგ
წინა Playdia

Apple Pippinმეხუთე თაობის მულტიმედიური სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი Apple Computer-ის მიერ, რომელიც დაფუძნებული იყო Apple Pippin-ის პლატფორმაზე. ბანდაი აწარმოებდა ATMARK-ისა (იაპონია) და @WORLD-ის (აშშ, ევროპა) კონსოლებს 1996-1997 წლებში.

Bandai Pippin-ის მიზანი იყო CD-ზე დაფუძნებული იაფიანი კომპიუტერის შექმნა, რომელიც ამასთანავე, ქსელური კომპიუტერის როლს შეასრულებდა. მას გააჩნდა 4x-სიჩქარის CD-ROM-ის მოწყობილობა[3] და ვიდეოგამომოვალი, რაც იძლეოდა კონსოლის სტანდარტულ ტელევიზორზე მიერთების საშუალებას, აგრეთვე PowerPC 603e-ის ცენტრალური პროცესორი, System 7.5.2-ის ოპერაციული სისტემა და Apple Color StyleWriter 2400-ის და 2500-ის სერიის პრინტერების მხარდაჭერა.

როდესაც Bandai Pipin გამოვიდა (1995 წელს იაპონიაში, 1996 წელს აშშ-ში), სათამაშო კონსოლების ბაზარზე დომინირებდნენ Nintendo 64, PlayStation და Sega Saturn, რომლებიც Pippin-თან შედარებით, აპარატულად და პროგრამულადაც გაცილებით მაღალ დონეზე იდგნენ, აგრეთვე კონსოლი განიცდიდა პროგრამული უზრუნველყოფის დეფიციტს და მას მხოლოდ Bandai აწარმოებდა. იდეა იმისა, რომ შეექმნათ იაფი კომპიუტერი, გამოსვლისთანავე გაქარწყლდა; მისი თავდაპირველი ფასი შეადგენდა 599 აშშ დოლარს, სისტემა სათმაშო კონსოლს უფრო ჰგავდა და სხვა მის თანამედროვე კონსოლებთან შედარებით გაცილებით ძვირიც ღირდა.

საბოლოოდ პიპინი ტექნოლოგიურად სუსტი აღმოჩნდა. იაპონიასა და აშშ-ში სისტემა გამოვიდა შეზღუდული ტირაჟით (სულ 100,000, აქედან გაიყიდა მხოლოდ 42,000). 2006 წელს ჟურნალ PC World-მა შეიყვანა სიაში „25 ყველაზე ცუდი ტექნოლოგიური პროდუქტი ისტორიაში“[4].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Snow, Blake. (4 მაისი, 2007) The 10 Worst-Selling Consoles of All Time. GamePro.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მაისი, 2007. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2007.
  2. Hacking the Pippin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-11. ციტირების თარიღი: 23 ივლისი, 2013.
  3. „Pippin Debuts as Bandai's Power Player“. Next Generation. Imagine Media (4): 30. აპრილი, 1995. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. The 25 Worst Tech Products of All Time: 22. Apple Pippin @World (1996) (Dan Tynan, PCWorld, მაისი, 26, 2006)