ჰერერო ენა
ჰერერო ენა — ჰერერო ხალხის ენა. გავრცელებულია, ძირითადად, ნამიბიაში. აგრეთვე, ანგოლასა და ბოტსვანაში. ეს არის ეთნიკური ჯგუფების საურთიერთობო ენა. 1999 წლის მონაცემებით, ამ ენაზე საუბრობდა 150 ათასი ადამიანი.
ჰერერო ენა — ბანტუს ჯგუფის ერთ-ერთი ენაა. მალკოლმ გათრის კლასიფიკაციით (1967—1971) გააჩნია R.31. გააჩნია რეგიონული დიალექტები (კაოკოლენდე და მბანდერუ ნამიბიაში, მაჰალეპიე ბოტსვანაში).
ფონეტიკური მახასიათებლები: მოკლე და გრძელი ხმოვნების არსებობა, ღია მარცვალი, ყრუ და მჟღერი კბილთაშორისი თანხმოვნები, ხმოვანი და თანხმოვანი ბგერების ჰარმონია (სინჰარმონიზმი), მახვილი ბოლოსწინა მარცვალზე და სხვ.
სიტყვების წარმოქმნა ფართოდ არის შესაძლებელი პრეფიქსებისა და სუფიქსების დახმარებით, ასევე, სიტყვათწყობის საშუალებით. ლექსიკა მოიცავს სიტყვებს აფრიკაანსიდან, კოისანური ენებიდან, კერძოდ ნამა ენადან, გერმანული და ინგლისური ენებიდან. ჰერერო ენა აქტიურად ივსება ახალ-ახალი ტერმინოლოგიით.
არის ახლასამწერლობო ენა. დამწერლობა შეიქმნა XX ს. დასაწყისში. დაფუძნებულია ლათინური ენის ანბანზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Meinhof C. Die Sprache der Herero in Deutsch-Süd-West Afrika. B., 1909;
- Vedder H. Einführung in die Hererosprache. Namibib, 1956;
- Damman E. Herero-texte. D., 1983;
- Ohly R. Herero. Academic handbook. Windhoek, 1995. P. 1-3;
- idem. A grammatical sketch of Herero. Warsaw, 1999.
ლექსიკონი:
- Irle J. Deutsch-Herero Wörterbuch. Hamb., 1917.