Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ჯონ დალტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ დალტონი
ინგლ. John Daltonn
დაბ. თარიღი 6 სექტემბერი, 1766(1766-09-06)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი კამბერლენდი[4]
გარდ. თარიღი 27 ივლისი, 1844(1844-07-27)[1] [8] [2] [4] [9] [5] [7] [10] (77 წლის)
გარდ. ადგილი მანჩესტერი[11] [4]
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[4]
საქმიანობა ფიზიკოსი, მათემატიკოსი, მეტეოროლოგი, ქიმიკოსი და ბოტანიკოსი
მუშაობის ადგილი ოქსფორდის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ჯეიმზ პრესკოტ ჯოული
მეუღლე
მამა Joseph Dalton[12]
დედა Deborah Greenup[12]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, სამეფო მედალი და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

ჯონ დალტონი (ინგლ. John Dalton; დ. 6 სექტემბერი, 1766, იგლსფილდი, ინგლისი — გ. 27 ივლისი, 1844, მანჩესტერი) — ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1822).

მიიღო თვითგანათლება. კენდალში და მანჩესტერში ასწავლიდა მათემატიკას. მანჩესტერის ლიტ-ფილოს. საზოგადოების წევრი (1794), მდივანი (1800) და თავმჯდომარე (1817). დალტონმა შეისწავლა აირთა ნარევების თვისებები, აღმოაჩინა აირების პარციალურ წნევათა კანონი (1801) და ხსნადობის დამოკიდებულება მათ პარციალურ წნევაზე (1803; დალტონის კანონები). გამოიკვლია სითხეთა აორთქლების დამოკიდებულება წნევაზე, ტემპერატურასა და სხვა ფაქტორებზე; დაადგინა (ჟ. შარლისაგან დამოუკიდებლად და გეი-ლუსაკზე ადრე), რომ მუდმივი წნევის პირობებში ტემპერატურის ერთნაირი მატების დროს ყველა აირი ერთნაირად ფართოვდება (1802), დალტონს ეკუთვნის ფუნდამენტური შრომები ქიმ. ატომისტიკაში (ჯერად ფარდობათა კანონი და შედგენილობის მუდმივობის კანონი).

პირველმა აღწერა (1794) მხედველობის დეფექტი, რომლითაც თვითონ იყო დაავადებული და რომელმაც შემდგომში დალტონიზმის სახელწოდება მიიღო.

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. Find a Grave — 1996.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 https://www.biography.com/people/john-dalton-9265201
  5. 5.0 5.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  6. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  7. 7.0 7.1 The Fine Art Archive — 2003.
  8. Ross S. Encyclopædia Britannica
  9. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. Base biographiqueBIU Santé.
  11. Дальтон Джон // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  12. 12.0 12.1 Pas L. v. Genealogics — 2003.