Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ჯოვანი ბატისტა ბონონჩინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯოვანი ბონჩინი

ჯოვანი ბატისტა ბონონჩინი (იტალ. Giovanni Battista Bononcini; დ. 18 ივნისი, 1670 — გ. 9 ივნისი, 1747) — იტალიელი ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორი და ჩელისტი. კომპოზიტორი და მევიოლინე ჯოვანი მარია ბონონჩინის (1642-78) შვილი.

ბონჩინი დაიბადა იტალიის ქალაქ მონდეაში. ის იყო ყველაზე უფროსი სამი შვილიდან (მისი უმცროსი ძმა — ანტონიო მარია ბონონჩინიც კომპოზიტორი იყო). ჩელოზე დაკვრას ჯოვანი ბატისტა ბოლონიაში სწავლობდა. შემდეგ მუშაობდა, როგორც მაესტრო დი კაპელა სან ჯოვანიში, (მონტე) შემდეგ კი მილანში, რომში, ვენაში და ბერლინში. 1720-1732 წლებში ცხოვრობდა ლონდონში სადაც, ერთ დროს ჰენდელზე პოპულარული გახდა. ის წავიდა ლონდონიდან იმის შემდეგ, რაც მას პლაგიატობა დააბრალეს. ბონჩინი გარდაიცვალა სიღარიბეში, ქალაქ ვენაში.

  • Xerse (1694)
  • Il trionfo di Camilla (1696)
  • L'amore eroica fra pastori (1696)
  • La clemenza di Augusto (1697)
  • La fede pubblica (1699)
  • Cefalo (1702)
  • Etearco (1707)
  • Maria fuggitivo (1708)
  • Astarto (1720)
  • L'odio e l'amore (1721)
  • Crispo (1721)
  • Griselda (1722)
  • Erminia (1723)
  • Calphurnia (1724)
  • Astianatte (1727)
  • Alessandro in Sidone (1737)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]