Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ხრამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხრამი
აზერ. Anaxatır
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ტერიტორიული ერთეულები ქვემო ქართლის მხარე
ყაზახის რაიონი
მარჯვენა შენაკადები დებედა, მაშავერა
სათავე თრიალეთის ქედი
41°39′25″ ჩ. გ. 43°28′05″ ა. გ. / 41.65694° ჩ. გ. 43.46806° ა. გ. / 41.65694; 43.46806
სათავის მდებარეობა საქართველო
შესართავი მტკვარი
41°18′55″ ჩ. გ. 45°07′31″ ა. გ. / 41.31528° ჩ. გ. 45.12528° ა. გ. / 41.31528; 45.12528
შესართავის მდებარეობა აზერბაიჯანი
სიგრძე 201 კმ
აუზის ფართობი 8340 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 51 მ³/წმ
წყლის ხარჯი (მაქს.) 448 მ³/წმ
ხრამი — საქართველო
ხრამი
ხრამი
— სათავე, — შესართავი
ხრამი ვიკისაწყობში

ხრამი (აზერ. Anaxatır) — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, სათავეს იღებს ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ზემოწელში მას ქციას უწოდებენ[1][2]), თრიალეთის ქედის კალთებზე, მიედინება ღრმა ხეობაში, მტკვარს მარჯვენა მხრიდან უერთდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ყაზახის რაიონში. მდინარის სიგრძე 201 კმ-ია, აუზის ფართობი - 8340 კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი - 51 კუბ.მ/წმ, მაქსიმალური - 448 კუბ.მ/წმ. საზრდოობს უპირატესად თოვლით, არ იყინება, ქვემოწელში გამოიყენება სარწყავად. ხრამზე აგებულია წალკის წყალსაცავი და 3 ჰიდროელექტროსადგური. ხრამის შენაკადებია: დებედა და მაშავერა (მარჯვენა).

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: