წამწამები
იერსახე
წამწამები — მოკლე, მაგარი თმა, რომელიც იზრდება ზემო და ქვემო ქუთუთოს თავისუფალი ნაპირის წინა კიდეზე და იცავს თვალის რქოვანას. ზემო ქუთუთოზე წამწამების რიცხვი 100-150-ს, ქვემო ქუთუთოზე - 50-70-ს აღწევს. ყოველი წამწამის ფესვი დაკავშირებულია ქონის ჯირკვლებთან და ამრიგად წამროიქმნება ცებო-პილარული (ქონ-წამწამის) აპარატი.
წამწამების არასწორი ზრდა იწვევს რქოვანას გაღიზიანებას, კონიუნქტივიტს, ბლეფარიტს. ამ დროს საჭირო ხდება წამწამების ნაწილობრივი მოცილება (ეპილაცია).
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აბაშიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 289-290.