Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ურსულა კრებერ ლე გუინი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ურსულა კრებერ ლე გუინი
ინგლ. Ursula K. Le Guin
დაბადების თარიღი 21 ოქტომბერი, 1929(1929-10-21)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბადების ადგილი ბერკლი, კალიფორნია, აშშ[2]
გარდაცვალების თარიღი 22 იანვარი, 2018(2018-01-22)[2] [4] [3] [5] [6] [7] [11] [9] [10] (88 წლის)
გარდაცვალების ადგილი პორტლენდი, ორეგონი, აშშ[2]
დასაფლავებულია უცნობი[12]
საქმიანობა მწერალი[13] , სცენარისტი, მთარგმნელი, რომანისტი, პოეტი[14] , ავტორი[15] , ლიტერატურული კრიტიკოსი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, ქალთა უფლებების დამცველი, საბავშვო მწერალი, ჟურნალისტი და პროზაიკოსი
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  აშშ[2]
ალმა-მატერი ჰარვარდის უნივერსიტეტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, რედკლიფის კოლეჯი და ბერკლის უმაღლესი სკოლა
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა, ფენტეზი და feminist science fiction
Magnum opus ზღვამიწეთის სერია, წყვდიადის მარცხენა ხელი, განპყრობილები, ყანჩის თვალი, მალაფრენა, საწყისი ადგილი, ყოველთვის ბრუნდება შინ, დასავლეთი სანაპიროს ლეგენდები, ლავინია, ფრთოსანი კატები[16] , ღამის ენა, ცეკვა ქვეყნის დასალიერში, Steering the Craft და The Word for World Is Forest
ჯილდოები მარგარეტ ედვარდსის პრემია, პრომეთეს ჯილდო - დიდების დარბაზი, Grand Prix de l'Imaginaire[17] , ჰიუგოს პრემია საუკეთესო მოთხრობისთვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისათვის, ჟანეტ ჰაიდინგერ კაფკას პრემია, პრომეთეს ჯილდო, პენ/მალამუდის პრემია, ჯეიმზ ტიპტრი უმცროსის პრემია[18] , ლოკუსის პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისთვის, ჯეიმზ ტიპტრი უმცროსის პრემია[19] , ლოკუსის პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისთვის, ლოკუსის პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისთვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო რომანისათვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო რომანისათვის, ლოკუსის პრემია საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანისათვის, ნებულას პრემია საუკეთესო რომანისთვის, ნებულას პრემია საუკეთესო რომანისთვის[20] , ნებულას პრემია საუკეთესო რომანისთვის, პილგრიმის პრემია, World Fantasy Award for Life Achievement, ნებულას პრემია საუკეთესო რომანისთვის, ფენტეზის მსოფლიო პრემია საუკეთესო მოთხრობისთვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო თხზულებისათვის[21] , ენდევორის პრემია, ენდევორის პრემია, ლოკუსის პრემია საუკეთესო რომანისათვის, ლოკუსის პრემია საუკეთესო რომანისათვის, დეიმონ ნაიტის სამახსოვრო დიდი ოსტატის პრემია, ნებულას პრემია საუკეთესო მოკლე თხზულებისათვის[20] , ლოკუსის პრემია საუკეთესო ფენტეზის ჟანრის რომანისათვის, ნებულას პრემია საუკეთესო მოთხრობისათვის, Newbery Honor, ლოკუსის პრემია საუკეთესო ფენტეზის ჟანრის რომანისათვის, ფენტეზის მსოფლიო პრემია საუკეთესო რომანისათვის, კონგრესის ბიბლიოთეკის ცოცხალი ლეგენდა[22] , ფულბრაიტის სტიპენდია, ჯეიმზ ტიპტრი უმცროსის პრემია[23] , ლოკუსის პრემია საუკეთესო კრებულისთვის, ლოკუსის პრემია საუკეთესო კრებულისთვის, ლოკუსის პრემია საუკეთესო კრებულისთვის, ლოკუსის პრემია საუკეთესო კრებულისთვის, ლოკუსის პრემია საუკეთესო კრებულისთვის, Premio Gigamesh, სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის დიდების დარბაზი, Ken Kesey Award for Fiction[24] , Emperor Has No Clothes Award, ჰიუგოს პრემია საუკეთესო ფანტასტიკური ნაწარმოებისთვის, ჰიუგოს პრემია საუკეთესო ფანტასტიკური ნაწარმოებისთვის, დიტმარის პრემია, Ignotus Award for Best Non-Fiction Book, Rhysling Award და წიგნების ეროვნული პრემია[25]
მეუღლე შარლ ლე გუინი[26] [27] [28]
ხელმოწერა
საიტი ursulakleguin.com

ურსულა კრებერ ლე გუინი (ინგლ. Ursula K. Le Guin; დ. 21 ოქტომბერი, 1929; — გ. 22 იანვარი, 2018, პორტლენდი, აშშ) — ამერიკელი ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალი, ცნობილია ზღვამიწეთის და ჰაინის ციკლის რომანებით. მისი ლიტერატურული კარიერა 1959 წელს დაიწყო და სამოც ათწლეულზე მეტხანს გაგრძელდა. მწერლის შემოქმედება ოც რომანს, ასზე მეტი მოთხრობას, საბავშვო წიგნებს, პოეტურ კრებულებს, თარგმანებსა და კრიტიკულ ნამუშევრებს მოიცავს.

ლე გუინი კალიფორნიაში, ბერკლიში, მწერალი თეოდორა კრებერისა და ანთროპოლოგი ალფრედ ლუის კრებერის ოჯახში დაიბადა. განათლება ჰარვარდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში მიიღო. 1952 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში ფრანგული ლიტერატურის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა და მალევე სადოქტორო კვლევები წამოიწყო, თუმცა 1953 წელს ისტორიკოს ჩარლზ ლე გუინზე დაქორწინების შემდეგ სადოქტორო ნაშრომზე მუშაობა შეწყვიტა. სამწერლო მოღვაწეობას ლე გუინი 1950-იანი წლების მიწურულიდან შეუდგა. მას კრიტიკული და კომერციული წარმატება მოუტანა რომანებმა: „ზღვამიწეთის ჯადოქარი“ (1968) და „წყვდიადის მარცხენა ხელი“ (1969). ამ უკანასკნელისთვის ლე გუინმა მიიღო ჰიუგოსა და ნებულას პრემიები საუკეთესო რომანისთვის, რითაც პირველი ქალი გახდა, რომელსაც ერთი ნაწარმოებისთვის ეს ორი ჯილდო ერთდროულად მიენიჭა.

ლე გუნის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია კულტურულმა ანთროპოლოგიამ, დაოიზმმა, ფემინიზმა და კარლ იუნგის ნაშრომებმა. მწერლის არაერთ მოთხრობაში პროტაგონისტად ანთროპოლოგს ან კულტურულ დამკვირვებელს ვხვდებით, ხოლო დაოისტური იდეები ბალანსისა და წონასწორობის შესახებ მის მრავალ ნამუშევარშია გატარებული. ლე გუინის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სოციალურ და პოლიტიკურ თემებს, მათ შორისაა რასა, გენდერი და სექსუალობა. მწერალი ასევე იკვლევდა ალტერნატიულ პოლიტიკურ სტრუქტურებს, რასაც ვხვდებით მის უტოპიურ რომანში „განპყრობილები“ (1974).

კარიერის მანძილზე ლე გუინმა მრავალი ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა, მათ შორისაა რვა ჰიუგო, ექვსი ნებულა და ოცდაორი ლოკუსის პრემია. 2003 წელს იგი გახდა მეორე ქალი, რომელსაც ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ამერიკის მწერალთა ასოციაციისგან გროსმაისტერის ტიტული მიენიჭა. 2000 წელს კონგრესის ბიბლიოთეკამ ლე გუინი ცოცხალ ლეგენდად გამოაცხადა, ხოლო 2014 წელს ამერიკულ ლიტერატურაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის მას წიგნის ეროვნული ფონდის მედალი მიენიჭა.

ლე გუინმა არაერთ სხვა ცნობილ მწერალზე მოახდინა გავლენა, მათ შორის არიან სალმან რუშდი, დევიდ მიჩელი და ნილ გეიმანი. 2018 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ, კრიტიკოსმა ჯონ კლიუტმა დაწერა, რომ „თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე ლე გუინი ამერიკულ სამეცნიერო ფანტასტიკას ხელმძღვანელობდა“, ხოლო მწერალმა მაიკლ ჩაბონმა ლე გუინს „თავისი თაობის უდიდესი ამერიკელი მწერალი“ უწოდა.[29][30]

ურსულა ლე გუინი დაიბადა 1929 წლის 21 ოქტომბერს ცნობილ ანთროპოლოგ ალფრედ კრობერის და მწერლის თეოდორა კრობერის ოჯახში. 1901 წელს მამამისმა პირველად ამერიკის ისტორიაში დოქტორის ხარისხი მიიღო ანთროპოლოგიაში (კოლუმბიის უნივერსიტეტში), შემდგომ ის გადავიდა კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლი) სადაც ასევე პირველმა დააარსა ანთროპოლოგიის კათედრა.[31]

ურსულამ ბაკალავრის ხარისხი მიიღო რედკლიფის კოლეჯში 1951 წელს, მომდევნო წელს კი დაიცვა სადოქტორო დისერტაცია კოლუმბიის უნივერსიტეტში, თემაზე - „შუასაუკუნეების რომანტიკული ლიტერატურა და აღორძინება“, სპეციალიზირდებოდა ფრანგულ ლიტერატურაზე. ფულბრაიტის პროგრამით საფრანგეთში სწავლისას გაიცნო ისტორიკოსი ჩარლზ ლე გუინი ჯორჯიის შტატიდან, ფრანგული წარმომავლობის ამერიკელი. ისინი 1953 წელს დაქორწინდნენ პარიზში.

ის ბავშვობიდანვე ინტერესდებოდა ლიტერატურით. რვა წლის ასაკში მან თავისი პირველი მოთხრობა გააგზავნა ჟურნალ "Astounding Science Fiction"-ში, თუმცა მოთხრობა არ დაბეჭდეს.[32] ადრეული ნაწარმოებები, რომლებშიც მოქმედება ცენტრალურ ევროპის გამოგონილ ქვეყანა ორსინიაში ხდება, არ მიეკუთვნება ფანტასტიკის ჟანრს. ეს მოთხრობები მხოლოდ მას შემდეგ დაიბეჭდა რაც მწერალმა საქვეყნო აღიარება მოიპოვა ფენტეზის და სამეცნიერო ფანტასტიკის სარბიელზე. ისინი შევიდნენ კრებულში „ორსიანული მოთხრობები“ (1976) და რომანში "მალაფრენა" (1979).

1960-იანი წლების დასაწყისიდან ლე გუინი რეგულარულად აქვეყნებს ფანტასტიკურ მოთხრობებს და რომანებს. საყოველთაო აღიარება მოიპოვა 1969 წელს, როდესაც გამოვიდა მისი რომანი „წყვდიადის მარცხენა ხელი“, რომანმა მიიღო ინგლისურენოვანი ფანტასტიკის ორივე უმაღლესი ჯილდო - „ჰიუგო“ და „ნებულა“. 1974 წელს კი გამოვიდა "The Dispossessed: An Ambiguous Utopia" - რომანი, რომელმაც ასევე ორივე პრემია მოიპოვა. საერთო ჯამში მას ხუთი „ჰიუგო“, ექვსი „ნებულა“, ცხრამეტი „ლოკუსი“ (ყველაზე მეტი ვიდრე სხვა რომელიმე ავტორს) და უამრავი სხვა ჯილდო აქვს მიღებული.

ლე გუინს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავდა. 1958 წლიდან ის ცხოვრობდა ქალაქ პორტლენდში, შტატი ორეგონი.

დასავლეთ სანაპიროს ლეგენდები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ოფიციალური საიტი
  • Worlds of Ursula K. Le Guin.
  • Ursula K. Le Guin papers, circa 1930s–2018
  • „The Magician“. The Guardian.
  • „Oregon Art Beat: Author Ursula Le Guin“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-12. ციტირების თარიღი: 2022-02-17.
  • „Ursula K Le Guin's speech at National Book Awards: 'Books aren't just commodities'. The Guardian.
  • „Ursula K. Le Guin on speaking truth to power at National Book Awards“. Los Angeles Times.
  1. SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. 4.0 4.1 NooSFere — 1999.
  5. 5.0 5.1 BD Gest'
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  8. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  9. 9.0 9.1 GeneaStar
  10. 10.0 10.1 Babelio — 2007.
  11. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  12. Find a Grave — 1996.
  13. Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  14. https://secure.pmpress.org/index.php?l=product_detail&p=744
  15. http://www.nytimes.com/aponline/2010/01/02/us/AP-History.html
  16. (not translated to mul), Sanger L. ვიკიპედია / — 2001.
  17. http://gpi.noosfere.org/2008.php
  18. https://tiptree.org/award/1994-james-tiptree-jr-award
  19. https://tiptree.org/award/1996-james-tiptree-jr-award
  20. 20.0 20.1 https://nebulas.sfwa.org/nominees/ursula-k-le-guin/
  21. http://www.thehugoawards.org/hugo-history/1973-hugo-awards/
  22. https://www.loc.gov/about/awards-and-honors/living-legends/ursula-leguin/
  23. https://tiptree.org/award/1995-retrospective-award
  24. https://literary-arts.org/what-we-do/oba-home/book-awards/fiction/
  25. https://www.nationalbook.org/books/the-farthest-shore/
  26. https://www.ursulakleguin.com/biography
  27. U.S. author Ursula K. Le Guin dies at 88: family — 2018.
  28. Twitter(untranslated), 2006.
  29. White 1999, pp. 81–83.
  30. Chabon, Michael. (November 20, 2019) Le Guin's Subversive Imagination en.
  31. Steward, Julian H. (1960). Obituary: Alfred Louis Kroeber.
  32. Lafrenier, Steve. (December 2008) Ursula K. Le Guin. Vice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 22 April 2010.