უმ კულსუმი
იერსახე
უმ კულსუმი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 30 დეკემბერი, 1898 |
დაბ. ადგილი | ტამაზ-ეს-ზახაირა, ეგვიპტე |
გარდ. თარიღი | 3 თებერვალი, 1975 |
გარდ. ადგილი | კაირო, ეგვიპტე |
დასაფლავებულია | Al Basatin |
ჟანრ(ებ)ი | არაბული კლასიკური მუსიკა |
საქმიანობა |
მომღერალი მსახიობი |
უმ კულსუმი ვიკისაწყობში |
უმ კულსუმი (არაბ. أم كلثوم, ნამდვილი სახელი და გვარია ფატმა იბრაჰიმ ალ-ბალტაჯი, არაბ. فاطمة إبراهيم البلتاجي; დ. 30 დეკემბერი, 1898, ტამაზ-ეს-ზახაირა — გ. 3 თებერვალი, 1975, კაირო) — ეგვიპტელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. სახელი მოიხვეჭა არაბული სიმღერების შესრულებით. არაბული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემსრულებელია. კონტრალტოს ხმის მფლობელი. უმ კულსუმი დაიბადა 1898 წლის 30 დეკემბერს ღარიბ ოჯახში. იზრდებოდა თავის ორ დასთან ერთად. მამამისი იყო ადგილობრივი მეჩეთის იმამი. 1932 წელს გაემგზავრა საერთაშორისო გასტროლებზე. იმყოფებოდა დამასკოში, ბაღდადში, ბეირუთსა და ტრიპოლიში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უმ კულსუმის ბიოგრაფია (ინგლისური)
- უმ კულსუმის ბიოგრაფია დაარქივებული 2010-08-28 საიტზე Wayback Machine. (არაბული ენა)