ტორსჰავნი
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ტორსჰავნი Tórshavn | |||
ტორსჰავნი | |||
| |||
ქვეყანა | ფარერის კუნძულები | ||
კოორდინატები | 62°00′42″ ჩ. გ. 6°46′03″ დ. გ. / 62.01167° ჩ. გ. 6.76750° დ. გ. | ||
დაარსდა | X საუკუნე | ||
ფართობი | 158 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 24 მ | ||
მოსახლეობა | 13,000 კაცი (2007) | ||
სიმჭიდროვე | 78 კაცი/კმ² | ||
აგლომერაცია | 20,000 | ||
სასაათო სარტყელი | UTC±00:00 და UTC+1 | ||
საფოსტო ინდექსი | 100 | ||
ოფიციალური საიტი | torshavn.fo | ||
ტორსჰავნი (ფარ. Tórshavn, დან. Thorshavn) — ფარერის კუნძულების დედაქალაქი. 2007 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 13,000 კაცს. მდებარეობს კუნძულ სტრეიმოის სამხრეთ-აღმოსავლეთით. დაარსდა X საუკუნეში მეხისა და ელვის ღვთაება თორის პატივსაცემად. ტორნსჰავნი, თორნსჰავნი, სიტყვასიტყვით „თორის ნავმისადგომს“ ნიშნავს.
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოქმედებს საბორნე გადასასვლელი დანიაში, ნორვეგიაში, შოტლანდიასა და ისლანდიაში.
ტორნსჰავნი ჩრდილოეთ ატლანტის საკვანძო პორტია. ბოლო ათწლეულებში რუსული თევზმჭერი ხომალდების შესვლის, გადმოტვირთვის და დასაწყობების ცენტრად იქცა ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში.
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტორნსჰავნში, ისევე როგორც ფარერების უმეტესობასა და სკანდინავიის ქვეყნებში ხელბურთი და ფეხბურთი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქალაქის არც თუ მოზრდილი მოსახლეობის მიუხედავად, არსებობს რამდენიმე სპორტული კლუბი.
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1983 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ტორსჰავნის ჯაზის ფესტივალი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Havsteen-Mikkelsen, Sven (1995) Føroyinga søga (Bjarni Niclasen, týddi; Jørgen Haugan, skrivaði eftirmæli. Tórshavn: Føroya skúlabókagrunnur)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტორსჰავნის მუნიციპალიტეტის გვერდი დაარქივებული 2018-01-02 საიტზე Wayback Machine.
- redpenguin.net დაარქივებული 2012-08-06 საიტზე Wayback Machine. - ტორსჰავნის სურათები
|