მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სცინკისებრნი (ლათ. Scincidae) — ხვლიკების ოჯახი. მათი სხეულის სიგრძე 65 სმ აღწევს. ქერცლების ქვეშ განლაგებულია ძვლოვანი ფირფიტები. ოჯახში დაახლოებით 60 გვარი და 700 სახეობაა. გავრცელებულია უმთავრესად აღმოსავლეთ ნახევასფეროს ტროპიკულ ზონაში. აღმოსავლეთ საქართველოში (ქვემო ქართლსა და ივრის ზეგანზე) იშვიათად გვხვდება გრძელფეხა სცინკი (ლათ. Eumeces schneideri), რომლის სიგრძე 40 სმ აღწევს. ბინადრობს ქსეროფიტულ ადგილებში, იკვებება ძირითადად უხერხემლოებით. მრავლდება კვერცხის დებით. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.