Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

რომან დუმბაძე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რომან ნოდარის ძე დუმბაძე (დ. 17 მარტი, 1964, სოფ. ფუშრუკაული, ახლანდ. ხულოს მუნიციპალიტეტი, — გ. 21 მაისი, 2012) — ქართველი სამხედრო პირი, გენერალ-მაიორი (1998).

დაამთავრა თბილისის უმაღლესი სამხედრო საარტილერიო სასწავლებელი (1987), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბათუმის სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი (1999). 1987 წლიდან საბჭოთა არმიაში იყო. სხვადასხვა დროს მსახურობდა აღმოსავლეთ გერმანიაში, შემდეგ შორეული აღმოსავლეთის, ციმბირის სამხედრო ოლქებში თავდაპირველად ტანკსაწინააღმდეგო ოცეულის, შემდეგ ნაღმტყორცნელთა ბატარეის მეთაურად. 1992 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში იყო, მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში აფხაზეთში. იყო თავდაცვის სამინისტროს პოლკის შტაბის უფროსი, 1994 წლიდან — ბათუმში განლაგებული 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური.

აჭარის 2004 წლის კრიზისის დროს გენერალმა დუმბაძემ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და მხარი აჭარის განდგომილ ლიდერს ასლან აბაშიძეს დაუჭირა. აბაშიძის რუსეთში გაქცევის შემდეგ დუმბაძე დააკავეს. 2006 წელს მას, სამშობლოს ღალატის ბრალდებით, მიესაჯა პატიმრობა 17 წლის ვადით. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის სარდლობის მოთხოვნით და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე დუმბაძე გაიცვალა რუსების მიერ დატყვევებულ 12 ქართველ სამხედრო მოსამსახურეზე. მას შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა. 2010 წელს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.[1]

დუმბაძე 2012 წლის 21 მაისს მოკლეს მოსკოვში. 2014 წელს მოსკოვის სასამართლომ ქართული წარმოშობის 4 პირს დუმბაძის მკვლელობასთან დაკავშირებით პატიმრობა შეუფარდა. 2016 წელს საქართველოს ხელისუფლებამ სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას დაუსწრებლად წაუყენა ბრალი დუმბაძის მკვლელობის შეკვეთაში.[1]

ორივე ჯილდო ჩამოერთვა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 23 აპრილის ბრძანებულებით.[2]