ჩრდილოეთი ინდოეთი
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
ჩრდილოეთი ინდოეთი ჰინ. उत्तर भारत | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 31°03′22″ ჩ. გ. 76°35′27″ ა. გ. / 31.05622694° ჩ. გ. 76.59106111° ა. გ. |
ფართობი | 1.624 კმ² |
მოსახლეობა | 504 196 432 (2001) |
სასაათო სარტყელი | Indian Standard Time |
ჩრდილოეთი ინდოეთი (ინგლ. North India ან ინგლ. Northern India) — ფართო გეოგრაფიული კონტექსტის მქონე რეგიონი. ჩვეულებრივ, აღნიშნავს ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილს, ან ისტორიულად ინდოეთის სუბკონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილს, რომელსაც ინდოეთის ფართობის 72.6% უკავია და სადაც ინდოეთის მოსახლეობის 75% ცხოვრობს. რეგიონში მოსახლეობის უმრავლესობა ინდოარიულ ენებზე საუბრობს. რეგიონი გეოგრაფიული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მოიცავს ინდ-განგის ვაკეს, ჰიმალაებს, თარის უდაბნოს, ცენტრალურ მთიანეთსა და დეკანის ზეგანს. რეგიონში უამრავი მდინარე მიედინება, მათ შორის: განგი, იამუნა, ინდი და ნარმადა. უფრო სპეციფიკური და ადმინისტრაციული თვალსაზრისით, ჩრდილოეთი ინდოეთი შეიძლება აღნიშნავდეს ინდ-განგის ვაკეს უფრო ფართო საზღვრებში, განგ-იამუნა დოაბიდან თარის უდაბნომდე.[1]
ჩრდილოეთ ინდოეთის შემადგენლობაში შედის შტატები: ჰიმაჩალ-პრადეში, უტარაკჰანდი, პენჯაბი, ჰარიანა, რაჯასტანი, უტარ-პრადეში, მადჰია-პრადეში, ჩატისგარჰი, გოა, გუჯარათი, მაჰარაშტრა, ბიჰარი, ჯარხანდი და დასავლეთი ბენგალი. უფრო ვიწრო გაგებით, ჩრდილოეთ ინდოეთს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩრდილოეთის ზონური საბჭოს ადმინისტრაციულ დანაყოფს მიაკუთვნებს შტატებს: ჰარიანას, ჰიმაჩალ-პრადეშს, პენჯაბსა და რაჯასტანს; და მოკავშირე ტერიტორიებს: ჩანდიგარჰს, დელის, ჯამუ და ქაშმირსა და ლადაქს.[2][3] კულტურის სამინისტრი ჩრდილოეთის კულტურულ ზონაში აერთიანეს უტარაკჰანდის შტატს, მაგრამ არ მიაკუთვნებს დელის,[4] ხოლო ინდოეთის გეოლოგიური გამოკვლევის მიხედვით, ჩრდილოეთ ინდოეთს მიეკუთვნება უტარ-პრადეში და დელი, მაგრამ არ მიეკუთვნება რაჯასტანი და ჩანდიგარჰი.[5]
ცენტრალური აზიიდან ჩრდილოეთ ინდოეთში ინდო-არიული მიგრაციის შედეგად, ინდის ხეობის ცივილიზაციის დაკნინების შემდეგ, რეგიონში ინდოარიული ენები, ჩრდილო ინდური კულტურა და სამზარეულო განვითარდა. ძვ.წ. 2000-1500 წლებში ჩრდილო-დასავლეთიდან ჩრდილოეთ ინდოეთში ინდო-ირანელთა ნელი მიგრაცია ხდებოდა, რასაც პროტო-ინდო-ირანულიდან ინდოარიული ენების განვითარება და ზოგიერთი ხმოვნის დრავიდულ ენებთან სინთეზი მოჰყვა. ჩრდილოეთი ინდოეთი ანტიკური ვედების კულტურის, მაჰაჯანაპადებისა და მაგადჰის იმპერიის, შუა საუკუნეების დელის სასულთნოსა და თანამედროვე მოგოლთა იმპერიისა და ინდოეთის იმპერიის ისტორიულ ცენტრს წარმოადგენდა. რეგიონი კულტურული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ჩრდილოეთ ინდოეთში მდებარეობს ინდუიზმის მიმდევართა მთავარი სამლოცველო ადგილები: ჩარ-დჰაი, ჰარიდვარი, ვარანასი, აიოდჰია, მათჰურა, პარიაგრაჯი, ვაიშნო-დევი და პუშკარი; ბუდისტური სალოცავი სენტრები: სარნათჯი და კუშინაგარი; სიქების ოქროს ტაძარი (ჰარიმანდირ საჰიბი); და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, როგორებიცაა: ნანდა-დევის ეროვნული პარკი, რაჯასტანის ციხესიმაგრეები, ქაჯურაჰო, ჯანტარ-მანტარი, კუტბ-მინარი, წითელი ფორტი, აგრას ციხე, თაჯ-მაჰალი და ფატეჰპურ-სიკრი. ჩრდილოეთ ინდოეთის კულტურა ინდუისტური და მუსლიმური რელიგიური ტრადიციების ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბდა.[6]
ჩრდილოეტის ზონური საბჭო, რომელიც ჩრდილოეთ ინდოეთის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს, ინდოეთის ზონურ საბჭოებს შორის მესამე ადგილზეა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით. ჩრდილოეთ ინდოეთის ერთ ან რამდენიმე შტატსა და მოკავშირე ტერიტორიაზე გამოყენებულ ენებს შორისაა: ჰინდი, ურდუ, დოგრი, ინგლისური ენა, პენჯაბური, ბენგალური ენა, ქაშმირული, მაითილის, მარათული ენა, კონკანი და ორია.[7]
განმარტებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩრდილოეთ ინდოეთის რეგიონს სხვადასხვა უწყება სხვადასხვაგვარად განმარტავს.
ინდოეთის მთავრობის განსაზღვრებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩრდილოეთის ზონური საბჭო, რომელიც ერთ-ერთია მრჩეველთა საბჭოებს შორის და 1956 წელს შეიქმნა, ჩრდილოეთ ინდოეთს მიაკუთვნებს შტატებს: ჩანდიგარჰს, დელის, ჰარიანას, ჰიმაჩალ-პრადეშს, ჯამუ და ქაშმირს, ლადაქს, პენჯაბსა და რაჯასტანს.
კულტურის სამინისტრომ 1985 წლის 23 მარს პატიალაში, პენჯაბში, ჩრდილოეთ კულტურული ზონა დააარსა, რომელიც ჩრდილოეთ ზონური საბჭოსგან განსხვავდება: აერთიანებს უტარაკჰანდის შტატს, მაგრამ გამორიცხავს დელის.
ინდოეთის გეოლოგიური გამოკვლევის მიხედვით, ჩრდილოეთ რეგიონში შედის უტარ-პრადეში და დელი, მაგრამ არ შედის რაჯასტანი და ჩანდიგარჰი.
ფართო განმარტებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]The Hindu ჩრდილოეთ ინდოეთს მიაკუთვნებს ბიჰარს, დელისა და უტარ-პრადეშს.[8] ინდურ პრესაში ჩრდილოეთ ინდოეთის შესახებ სტატიები მოიცავს ბიჰარის,[9] გუჯარათის,[10][11] ჯარხანდის,[12] მადჰია-პრადეშისა[13] და დასავლეთ ბენგალის[14][15] შტატებსაც.
განედზე დაფუძნებული განსაზღვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კირჩხიბის ტროპიკი, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზომიერ სარტყელს ტროპიკული სარტყლისგან გამოყოფს, ინდოეთს კვეთს და თეორიულად, ქვეყნის გეოგრაფიულ გამყოფ ხაზად შეიძლება იქნეს მიჩნეული.[16] ინდოეთის შტატები, რომლებიც კირჩხიბის ტროპიკის ჩრდილოეთით მდებარეობს, არის: ჰიმაჩალ-პრადეში, პენჯაბი, ჰარიანა, დელი, უტარაკჰანდი, უტარ-პრადეში და ბიჰარი, ასევე, ჩრდილ-აღმოსავლეთ ინდოეთის შტატების უმრავლესობა. ამასთან, ამ განსაზღვრებისას ჩრდილოეთ ინდოეთს მიეკუთვნება რაჯასტანის, მადჰია-პრადეშის, ჯარხანდისა და დასავლეთ ბენგალის მნიშვნელოვანი ნაწილი და გუჯარათისა და ჩატისგარჰის მცირე ნაწილი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დასავლეთი ინდოეთი
- აღმოსავლეთი ინდოეთი
- ჩრდილო-აღმოსავლეთი ინდოეთი
- სამხრეთი ინდოეთი
- ცენტრალური ინდოეთი
- ინდოეთის ადმინისტრაციული დანაყოფები
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Northern India, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- North Indian temple architecture
- Geographia.com: India დაარქივებული 2023-04-12 საიტზე Wayback Machine.
- Tourist places in North India
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Frykenberg, Robert Eric (27 June 2008) Christianity in India: From Beginnings to the Present (en). Oxford University Press. ISBN 978-0-19-154419-4. „The central feature of Norh India is the gigantic Indo-Gangetic plain, together with all of the sacred rivers that flow into it.“
- ↑ Genesis | ISCS. ციტირების თარიღი: 14 December 2019
- ↑ The States Reorganisation Act, 1956 (Act No.37 of 1956). ციტირების თარიღი: 29 October 2020
- ↑ North Zone Cultural Centre. Ministry of Culture, Government of India. ციტირების თარიღი: 25 March 2017
- ↑ Northern Region – Geological Survey of India. Geological Survey of India, MOI, Government of India. ციტირების თარიღი: 2 May 2015
- ↑ Dhulipala, Venkat (2000) The Politics of Secularism: Medieval Indian Historiography and the Sufis (English). University of Wisconsin–Madison, გვ. 27. „The composite culture of northern India , known as the Ganga Jamuni tehzeeb was a product of the interaction between Hindu society and Islam.“
- ↑ Report of the Commissioner for linguistic minorities: 50th report (July 2012 to June 2013). Commissioner for Linguistic Minorities, Ministry of Minority Affairs, Government of India. ციტირების თარიღი: 21 October 2015
- ↑ The Hindu (NOIDA Edition). ციტირების თარიღი: 8 April 2017
- ↑ „Marriages last the longest in north India, Maharashtra; least in northeast“. The Times of India. 18 January 2016. ციტირების თარიღი: 7 April 2021.
- ↑ „Hot spell continues in North“. The Hindu. 22 May 2016. ციტირების თარიღი: 7 April 2021.
- ↑ „North Indians in Coimbatore“. The Hindu. 27 July 2016. ციტირების თარიღი: 7 April 2021.
- ↑ Ali, Amin (25 December 2019). „'Jharkhand is a North Indian state and for BJP to get decimated there is a statement in itself'“. The Times of India Blog. ციტირების თარიღი: 7 April 2021.
- ↑ „Can North India overtake 'arrogant' South in growth?“. Firstpost. 30 April 2012. ციტირების თარიღი: 7 April 2021.
- ↑ „Earthquake jolts North India“. Bhaskar. 12 May 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 August 2020. ციტირების თარიღი: 7 April 2021.
- ↑ The Hindu (26 January 2016). „-Intense cold in North eight die in Uttar Pradesh, West Bengal“. The Hindu. ციტირების თარიღი: 7 April 2021.
- ↑ Ram Nath Dubey, "Economic Geography of India", Kitab Mahal, 1961. ... The Tropic of Cancer divides India roughly into two equal parts: the Warm Temperate and Tropical ...