ჩინეთის დიდი არხი
იერსახე
ჩინეთის დიდი არხი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ჩინეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iii, iv, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2014 (38-ე სესია) |
ნომერი | 1443 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1443 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ჩინეთის დიდი არხი — სანაოსნო არხი ჩინეთში. ერთ-ერთი უძველესი დღემდე მოქმედი ჰიდროტექნიკური ნაგებობა მსოფლიოში. შენდებოდა 2000 წლის განმავლობაში ძვ. წ. VI საუკუნიდან ახ. წ. XIII საუკუნემდე.[1] ამჟამად არხი ჩინეთის უმთავრესი შიდა წყლის არტერიაა. ერთმანეთთან აკავშირებს ქვეყნის ორ უდიდეს ნავსადგურს შანხაისა და ტიანძინს. არხის სიგრძე 1782 კილომეტრია, ხოლო პეკინის, ხანჯოუსა და ნანტუნის განშტოებების ჩათვლით - 2470 კმ. არხი ყველაზე ვიწროა შანდუნისა და ხებეის პროვინციებში - 40 მ, ხოლო ყველაზე განიერია შანხაისთან - 350 მ. ფარვატერის სიღრმე 2-3 მ. არხი აღჭურვილია 21 რაბით. ჩინეთის დიდი არხი ერთმანეთთან აკავშირებს ხუანხესა და იანძს, ასევე რამდენიმე ტბას.
2014 წლის 22 ივნისს არხი შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩინეთის დიდი არხი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Великий канал დაარქივებული 2014-08-30 საიტზე Wayback Machine. — სტატია დსე-დან
- ↑ Four new cultural sites inscribed on World Heritage List