Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

შაქის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
შაქის რაიონი
აზერ. Şəki rayonu
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი შაქი
კოორდინატები 41°06′12″ ჩ. გ. 47°00′15″ ა. გ. / 41.10333° ჩ. გ. 47.00417° ა. გ. / 41.10333; 47.00417
მმართველი Elkhan Usubov
დაარსდა 8 აგვისტო, 1930
ფართობი 2432.75 კმ²
მოსახლეობა 176 000
სატელეფონო კოდი 177
საფოსტო ინდექსი AZ 5500
საავტომობილო კოდი 55
ოფიციალური საიტი http://sheki-ih.gov.az/az
შაქის რაიონი — აზერბაიჯანი
შაქის რაიონი

შაქის რაიონი (აზერ. Şəki rayonuაზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი. მისი დედაქალაქია ქალაქი შაქი . იგი მდებარეობს კავკასიონის სამხრეთით. შაქს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება დაღესტანი. 2018 წლის მონაცემებით რეგიონში 184 500 ადამიანი ცხოვრობს.[1] რაიონში არის 1 ქალაქი, 2 დასახლებული პუნქტი, 68 სოფელი და 31 სოფლის აღმასრულებელი სამსახური, ასევე 1 ქალაქის და 39 სოფლის მუნიციპალიტეტი. აქ არის 343 მმართველი და ორგანიზაციული განყოფილება, 17 ბანკის ფილიალი, 14 სასტუმრო და 1 ფოსტა.

შაქი აზერბაიჯანის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. შუასაუკუნეების წყაროებში მას ამ სახელის გარდა სხვა სახელებითაც მოიხსენიებდნენ. ქალაქ შაქს დიდი ხნის განმავლობაში უწოდებდნენ „ნუხას“. ერთ-ერთმა ძველმა ავტორმა, პტოლემემ აღნიშნა, რომ ალბანეთის ქალაქებს შორის იყო დასახლება, სახელწოდებით „ნიგა“.[2] ილხანთა საყაენოს დაშლის შემდეგ, სხვა ადგილების მსგავსად, შაქის რაიონმაც მოიპოვა დამოუკიდებლობა და XIV საუკუნის პირველ ნახევარში ხელისუფლებაში მოვიდა ორლატთა თავადაზნაურობა. 1772 წელს, ისტორიული ქალაქი შაქი მთლიანად განადგურდა, ქალაქის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შევიწროებული იქნა, ზოგიერთები გადავიდნენ სხვა ადგილებში, ზოგიც დასახლდა ქალაქის ახლანდელ ტერიტორიაზე.[3] აქ მდებარეობს შაქის ხანების სასახლე რომელიც შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.[4]

შაქის რაიონში მდებარეობს 65 დასახლებული პუნქტი, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცხოვრობს ქალაქებში (შეადგენენ 66 900 ადამიანს), ხოლო სოფლებში ცხოვრობს დარჩენილი უმცირესობა (შეადგენენ 32 600 ადამიანს).[1] რაიონში ოფიციალური ენაა აზერბაიჯანული.

სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2018 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 185 500 ადამიანს შეადგენდა, რაც 2000 წლიდან მოყოლებული 26 700 ადამიანით გაიზარდა, 2000 წელს მოსახლეობის რაოდენობა 158 700 ადამიანს შეადგენდა (დაახლოებით გაიზარდა 16,8 პროცენტით).[5] მთლიანი მოსახლეობის 92 700 ადამიანი კაცია, ხოლო დანარჩენი 92 700 ქალი.[6] მოსახლეობის 25,1 პროცენტზე მეტს შეადგენენ 14–29 წლების ფარგლებში მყოფი მოზარდები და ახალგაზრდები.[7]

მზიანი საათების წლიური ჯამი 2 350 საათს შეადგენს. ამათგან დაახლოებით 40 პროცენტი შეინიშნება ზაფხულში. კლიმატზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ჰაერის მასები, როგორებიცაა ციკლონები, ანტიციკლონები და ადგილობრივი ქარი. იანვარში საშუალო ტემპერატურა შაქში 0,5 °C-ია. საშუალო წლიური ტემპერატურა 12 °C-ს შეადგენს. ივნისსა და აგვისტოში კი 20°C-დან 25°C-მდე მერყეობს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Population by sex, economic and administrative regions, urban settlements of the Republic of Azerbaijan at the beginning of the 2015. The State Statistical Committee of the Azerbaijan Republic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აგვისტო 2015. ციტირების თარიღი: 9 August 2015.
  2. TERRITORIAL AND ADMINISTRATIVE UNITS - District of Shaki.
  3. History of Sheki az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-14. ციტირების თარიღი: 2019-10-14.
  4. Centre, UNESCO World Heritage. Historic Centre of Sheki with the Khan's Palace en. ციტირების თარიღი: 2019-07-08
  5. Political division, population size and structure: Population by towns and regions of the Republic of Azerbaijan en. ციტირების თარიღი: 2018-12-18
  6. Political division, population size and structure: Population by sex, towns and regions, urban settlements of the Republic of Azerbaijan at the beginning of the 2018 en. ციტირების თარიღი: 2018-12-18
  7. Political division, population size and structure: Population at age 14-29 by towns and regions of the Republic of Azerbaijan at the beginning of the 2018 en. ციტირების თარიღი: 2018-12-18