Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

ფხუტრერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ფხუტრერი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
თემი ეცერი
კოორდინატები 43°02′42″ ჩ. გ. 42°30′47″ ა. გ. / 43.04500° ჩ. გ. 42.51306° ა. გ. / 43.04500; 42.51306
ცენტრის სიმაღლე 1040
მოსახლეობა 30[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ფხუტრერი — საქართველო
ფხუტრერი
ფხუტრერი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ფხუტრერი

ფხუტრერისოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, ეცერის თემში (სოფლები: ბარში, გვალდერი, ისკარი, კალაში, ლადრერი, ლანტელი, ლაშხრერი, უსგვირი, უღვალი, ფხუტრერი, ქურაში, ცალანარი, ჭელირი, ჰებუდი).[2] მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის ხეობაში, ზღვის დონიდან 1040 მ., მესტიიდან 27 კმ., ისკარიდან 1 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეცხოველეობა.

სოფლის ახლოს დგას X საუკუნის ქართული არქიტექტურის ძეგლი მთავარანგელოზის ეკლესია „თარინგზელ“. ნაშენია თლილი ქვით. სამი მხრიდან გარშემოსასვლელი აკრავს. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ეკლესია შიგნით მთლიანად მოხატული იყო. აქვს ურთხელის ხის მოხარატებული კარი, რომელსაც ამკობს წმინდადენის 6 ფიგურა და ჩუქურთმები. სოფლის მახლობლად, გორაზე, აღმოჩენილია ანტიკური ხანის ნამოსახლარი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 30 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 58 31 27
2014[1] 30 14 16
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-10-11.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II