Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

პუტორანის პლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პუტორანის პლატო*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, ix
სია [1]
რეგიონი** აზია და ოკეანეთი
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2010  (34-ე სესია)
ნომერი 1234
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1234
ინგლ.რუს.ფრ.

პუტორანის პლატო — უმაღლესი მასივი შუა ციმბირის ზეგანზე, რუსეთის ფედერაციის კრასნოიარსკის მხარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარეების პიასინის, ხეტის სათავეებში და ქვემო ტუნგუსკის მარჯვენა შენაკადების აუზებში. სიმაღლე 1701 მეტრი. განვითარებულია მოსწორებული პლატოები, შთენილი მაგიდა მთები და ღრმა (500-800 მეტრამდე) ხეობები, რომელთა ძირი ტბებს უკავია. პუტორანის პლატო შემოსილია წიწვოვანი ტყით, ბუჩქოვანი და მღიერიანი ტუნდრით. პლატოს ტერიტორიაზე მდებარეობს პუტორანის სახელმწიფო ნაკრძალი. 2010 წელს პლატო შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]