Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

პოლ ბოფა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

 

პოლ ბოფა
პოლ ბოფა
მალტ. Paul Boffa
მალტის მე-6 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 ნოემბერი 1947 – 26 სექტემბერი 1950
მონარქი  ჯორჯ VI
წინამორბედიუგო პასკუალე მიფსუდი
მემკვიდრეჯორჯ ბორგ ოლივერი

დაბადებული30 ივნისი 1890
ბირგუ მალტა
გარდაცვლილი6 ივლისი 1962 (72 წლის)
პაოლა მალტა
პოლიტიკური პარტიალეიბორისტული პარტია; მალტის მუშათა პარტია
განათლებამალტის სამეფო უნივერსიტეტი
ჯილდოებიბრიტანეთის იმპერიის ორდენი; რაინდი-ბაკალავრი

სერ პოლ ბოფა ( მალტ. Paul Boffa ; 30 ივნისი , 1890, ბირგუ, მალტის კოლონია — 6 ივლისი, 1962, პაოლა, მალტის კოლონია) — მალტის სახელმწიფო მოღვაწე, მალტის პრემიერ-მინისტრი (1947-1950). [1] [2]

1912 წელს დაამთავრა მალტის სამეფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი; მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხი. პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა მალტის სამეფო სამედიცინო კორპუსში, სალონიკში და სანიტარულ გემებზე. ომის შემდეგ მუშაობდა ზოგად პრაქტიკოსად პაოლაში.[3]

პოლიტიკური მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1921 წელს შეუერთდა ლეიბორისტულ პარტიას, ხოლო 1924 წელს აირჩიეს საკანონმდებლო კრების წევრად. 1927 წელს აირჩიეს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარედ. 1936-1939 წლებში იყო აღმასრულებელი საბჭოს წევრი. მეორე მსოფლიო ომის დროს ექიმად მსახურობდა. როდესაც ომის შემდგომ პირველი არჩევნები გაიმართა (1945 წ.) კვლავ აირჩიეს ქვეყნის პარლამენტში ლეიბორისტული პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. მან თავისი პოლიტიკური კარიერის პიკს მიაღწია 1947 წლის ნოემბერში, როდესაც გახდა პირველი პრემიერ-მინისტრი ლეიბორისტული პარტიიდან და ხელმძღვანელობდა მთავრობას, რომლის უმრავლესობასაც ლეიბორისტული პარტიის წევრები შეადგენდნენ (24 წევრი).

ბოფას მთავრობა კუნძულებზე სოციალური სისტემის მშენებლობას შეუდგა, რომელიც მიმართული იყო დაწყებითი განათლებისა და საპენსიო სისტემების გაუმჯობესებისკენ. თუმცა, პრო-ბრიტანულ ბოფასა და უფრო ნაციონალისტ მინტოფს შორის წარმოქმნილმა განსხვავებებმა გამოიწვია განხეთქილება ლეიბორისტულ პარტიაში 1949 წელს. მალე პარტია დაიშალა, მაგრამ ბოფა კვლავ ინარჩუნებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს. პოლ ბოფამ და მისმა მხარდამჭერებმა შექმნეს მალტის მუშათა პარტია, რომელმაც ჩამოაყალიბა ხანმოკლე მთავრობები კონსერვატორ ნაციონალისტებთან ერთად 1950 წლიდან 1955 წლამდე. 1950 წელს ბოფამ ვეღარ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში და გადადგა თანამდებობიდან.

პოლ ბოფას ძეგლი ბირგუს შესასვლელთან

1951 წლიდან 1955 წლამდე იყო ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მინისტრი ჯორჯ ოლივერის კაბინეტში.

1955 წელს პოლიტიკას ჩამოშორდა ჯანმრთელობის გაუარესების გამო. 1956 წელს დედოფალმა ელიზაბეტ II-მ მიანიჭა რაინდის წოდება.

პოლ ბოფამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სასამართლოებში მალტური ენის აღიარებაში, სავალდებულო დაწყებითი განათლების და ხანდაზმულობის პენსიების შემოღებაში, ასევე ქალებისთვის ხმის უფლების მინიჭებაში.

პოლ ბოფა დაქორწინდა 1921 წელს ჯენოვეფა სესიზე. შეეძინა ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი: სალვინო (იგივე ვივი), ჰილდა, ჯოზეფ (ანუ პროფსი), კარმელინა (ანუ მელინა).

გარდაიცვალა პაოლაში საკუთარ რეზიდენციაში. დაკრძალულია ტარქსიენის სასაფლაოზე.

მეფე ჯორჯ V (KGV) - ის სახელობის პირველი მსოფლიო ომში დაღუპულ სავაჭრო საზღვაო ძალების გმირთა მემორიალური ჰოსპიტალი 1976 წლიდან ატარებს სერ პოლ ბოფას სახელს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]