მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პლატეის ბრძოლა — ძვ. წ. 479 წლის სექტემბერში სამხრეთ ბეოტიაში (პლატეა) ბრძოლა გაიმართა ბერძნებსა და სპარსელებს შორის. ბერძნებს პავსანია ხელმძღვანელობდა, სპარსელებს მარდონიოსი. ბერძნები მოხერხებულ თავდაცვით პოზიციებზე გამაგრდნენ და სპარსელები ვერ ბედავდნენ შეტევაზე გადასვლას. 26 სექტემბერს, ღამით, ბერძნებმა პლატეის მიმართულებით დაიხიეს. დილით სპარსელებს ეგონათ, რომ ბერძნები გარბოდნენ და სპარტელთაგან შემდგარ არიერგარდს შეუტიეს. სპარტელებმა უკუაგდეს შეტევა, შემდეგ საშველად მოსული ათენელებისა და სხვა მოკავშირეების დახმარებით დაამარცხეს მტერი. მარდონიოსი სასიკვდილოდ დაიჭრა და ბერძნებისგან დევნილი სპარსელები თავგზააბნეულები გაიქცნენ ჰელესპონტისკენ. პლატეასთან ბრძოლაში კიდევ ერთხელ დამტკიცდა ბერძენთა ფალანგის უპირატესობა მრავალრიცხოვან, მაგრამ არამწყობრ სპარსელთა ქვეით და ცხენოსან ჯარზე. პლატეასთან და მიკალესთან გამარჯვებამ საბერძნეთში და მცირე აზიის ბერძნული ქალაქები სპარსელებისაგან გაათავისუფლა.