Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

პარამოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პარამოსი (ვენესუელა).

პარამოსი, პარამო (ესპ. páramo, páramos) — ნეოტროპიკული ეკოსისტემა. წარმოადგენს ტროპიკული ანდების (ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის) მაღალმთის ქსერომორფულ მცენარეულობას (ტყის ზედა საზღვარსა და მუდმივ თოვლს შორის), რომელსაც ქმნის რთულყვავილოვანთა ოჯახის ენდემური Espeletia-ს გვარის სახეობები. გადაჭიმულია კორდილიერა-დე-მერიდიდან (ვენესუელა) ხუანკაბამბას ღრმულამდე (პერუ). აგრეთვე არსებობს ორი ცალკე ოლქი კოსტა-რიკასა და კოლუმბიაში. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარამოსი მდებარეობს სუმაპასაში (კოლუმბია). პარამოსის საერთო ფართობი უდრის 35 000–77 000 კმ².

პარამოსი (ეკვადორი).

არის ტბები. პარამოსის დიდი ნაწილი (57 %) ვრცელდება კოლუმბიის ტერიტორიაზე.

პარამოსის სარტყლის ქვედა ნაწილში (ზღვის დონიდან 3300-4000 ) გაბატონებულია აგრეთვე ბუჩქნარი, ზედა ნაწილში კი (ზღვის დონიდან 4000-4500 მ) ნახევრად ბუჩქები, როზეტიანი და ბალიშა ბალახოვანი მცენარეები. ყვავილოვან მცენარეთა გავრცელების ზედა საზღვარია ზღვის დონიდან 4700-4800 მ, მის ზემოთ კი უკვე იწყება მყინვარული მთები, რომელიც დაფარულია უმდაბლესი მცენარეებით (ძირითადად ლიქენებით). მსგავსი მცენარეულობა გავრცელებულია აღმოსავლეთ აფრიკის მთებში, რომლისთვისაც დამახასიათებელია რთულყვავილოვანთა ოჯახის Senecio-ს გვარი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]