პინანგი
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
პინანგი | |||||
| |||||
ქვეყანა | მალაიზია | ||||
ადმ. ცენტრი | ჯორჯტაუნი | ||||
კოორდინატები | 5°24′09″ ჩ. გ. 100°21′54″ ა. გ. / 5.40250° ჩ. გ. 100.36500° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1786 | ||||
ფართობი | 1031.0 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1 740 400 (2020)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 04 | ||||
საფოსტო ინდექსი | 10000–14400 | ||||
საავტომობილო კოდი | P | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.penang.gov.my | ||||
| |||||
პინანგი (მალ. Pulau Pinang) ― მალაიზიის შტატი. მდებარეობს ნახევარკუნძულის მალაიზიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, მალაკის სრუტის გასწვრივ. შედგება ორი ნაწილისგან: კუნძულ პინანგისგან, სადაც შტატის დედაქალაქი ჯორჯთაუნი მდებარეობს და სებერანგ-პერაისგან, რომელიც მალაკის ნახევარკუნძულზ― ე მდებარეობს. შტატის ტერიტორიაზე მდებარეობს მალაიზიის ორი უგრძესი ხიდი: პინანგის ხიდი და სულთან აბდულ ჰალიმ მუაძამ შაჰის ხიდი. ეს უკანასკნელი მეორე უგრძესი საზღვაო ხიდია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.[2] ფართობის მიხედვით პინანგი მეორე ყველაზე პატარა შტატია მალაიზიაში. ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან კედაჰის შტატი ესაზღვრება, ხოლო სამხრეთიდან ― პერაკის შტატი.[3]
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით პინანგი მალაიზიის შტატებს შორის მერვე ადგილზეა. 2018 წლის აღწერის მიხედვით, შტატის მოსახლეობა თითქმის 1 767 000 ადამიანს უდრის, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 684 ადამიანია 1 კმ²-ზე.[4] პინანგი პირველ ადგილზეა მოსახლეობის სიმჭიდროვით და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ურბანიზებული შტატია.[5] მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით სებერანგ-პერაი მეორე ადგილზეა მალაიზიის ქალაქებს შორის.[6] შტატის მოსახლეობა ეთნიკური, კულტურული, ლინგვისტური და რელიგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მალაიელებთან, ჩინელებთან და ინდოელებთან ერთად პინგანგში დიდი რაოდენობით ევრაზიელები, ტაილანდელები და სხვა თემები ცხოვრობენ.[7][8][9]
პინანგის თანამედროვე ისტორია 1786 წლიდან იწყება, როდესეაც ფრენის ლაითმა ქალაქი ჯორჯთაუნი დააარსა. 1826 წელს პინანგი სრუტეთა დასახლებების ნაწილი გახდა, რომელიც 1867 წელს ბრიტანეთის კოლონია გახდა. ბრიტანელთა მმართველობა მცირე ხნით შეწყდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც პინანგი იაპონელებმა დაიკავეს. ბრიტანელებმა შტატი 1947 წელს დაიბრუნეს. მოგვიანებით პინანგი მალაიური ფედერაციის ნაწილი გახდა, რომელმაც ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1957 წელს მოიპოვა.
1970-იან წლებში შტატის, როგორც Entrepôt-ის ფუნქცია დაკნინდა, რის შემდეგაც ცენტრალურმა მთავრობამ პინანგის ეკონომიკა მრეწველობისკენ მიმართა.[10] მალაიზიის შტატებსა და ფედერალურ ტერიტორიებს შორის პინანგი მესამე ადგილზეა ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით, კუალა-ლუმპურისა და სელანგორის შემდეგ.[11]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პინანგის ფართობი 1 048 კმ²-ია. იგი მალაიზიის მეორე ყველაზე პატარა შტატია პერლისის შემდეგ. მდებარეობს ნახევარკუნძულის მალაიზიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, ჩრდილოეთ 5.59° და 5.12° განედებსა და აღმოსავლეთ 100.17° და 100.56° გრძედებს შორის. შტატი მოიცავს კუნძულ პინანგს, სებერანგ-პერაის (ვიწრო ზოლი მალაკის ნახევარკუნძულზე) და უამრავ მცირე კუნძულს. შტატის დედაქალაქია ჯორჯთაუნი, რომელიც კუნძულ პინანგის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეში მდებარეობს.
ტოპოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გეოგრაფიულად შტატი პინანგის სრუტით ორ ნაწილად იყოფა:
- კუნძული პინანგი, რომლის ფართობიც 293 კმ²-ია.
- სებერანგ-პერაი, რომლის ფართობიც 751 კმ²-ს უდრის და მალაკის ნახევარკუნძულის ნაწილს მოიცავს. მას აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან კედაჰი ესაზღვრება, ხოლო სამხრეთიდან ― პერაკი.
პინანგის სრუტე ჩრდილოეთ და სამხრეთ სრუტეებად იყოფა. უვიწროეს ნაწილში კუნძულზე მდებარე ჯორჯთაუნი კონტინენტისგან 3 კმ-ითაა დაშორებული.
კუნძულს პინანგს არარეგულარული ფორმა აქვს. შიდა ნაწილი ბორცვებითა და ტყეებითაა დაფარული. სანაპირო ვაკეები ვიწროა. ყველაზე ფართო სანაპირო ჩრდილო-აღმოსავლეთ კონცხზე მდებარეობს. კუნძულისა და შტატის უმაღლესი წერტილი, პინანგი, ზღვის დონიდან 833 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. საუკუნეების განმავლობაში კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეში მდებარე ჯორჯთაუნი პატარა დასახლებიდან დიდ ქალაქამდე გაიზარდა. იგი მეტწილად ჩრდილო-დასავლეთით, დასავლეთითა და სამხრეთით გაფართოვდა, კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ბაიან-ლეპასს დაუკავშირდა და საბოლოოდ, კუნძულის მთელი აღმოსავლეთი სანაპირო მოიცვა.[12] აღმოსავლეთ სანაპიროსგან განსხვავებით, კუნძულის დასავლეთი სანაპირო ნაკლებადაა ათვისებული და მხოლოდ მეთევზეთა პატარა სოფლებია. კუნძულ პინანგის დასავლეთ ნაწილში მანგროს ტყეები ჭარბობს.
პინანგის მთავარი მდინარეებია: პინანგი, პერაი, მუდა და კერიანი. მდინარე მუდა სებერანგ-პერაისა და კედაჰს შორის საზღვარს წარმოადგენს, ხოლო მდინარე კერიანზე სებერანგ-პერაის, კედაჰისა და პერაკის საზღარი გადის.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შტატი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს, თუმცა დეკემბრიდან თებერვლამდე შედარებით მშრალი პერიოდია. შტატის კლიმატზე დიდ გავლენას ახდენს მალაკის სრუტეს და გაბატონებული ქარების სისტემა.
პინანგი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჰავის დიაგრამა (განმარტება) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
დამატებითი საკითხავი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Firaci, Biagio. (10 June 2014) Sir Thomas Stamford Raffles and the British Colonization of Singapore among Penang, Melaka and Bencoonen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ოქტომბერი 2019. ციტირების თარიღი: 28 October 2019
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პინანგი, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Penang State Government დაარქივებული 26 July 2017 საიტზე Wayback Machine.
- Penang Island City Council
- Seberang Perai City Council დაარქივებული 5 December 2020 საიტზე Wayback Machine.
- Trading Council დაარქივებული 2011-07-16 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Brunei is Home to Southeast Asia's Longest Oversea Bridge. Soon | Seasia.co en. ციტირების თარიღი: 2019-02-18
- ↑ Laporan Kiraan Permulaan 2010. Jabatan Perangkaan Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 დეკემბერი 2010. ციტირების თარიღი: 24 January 2011
- ↑ „Current Population Estimates Malaysia, 2018“. Department of Statistics Malaysia. July 2018.
- ↑ „Massive projects in place to alleviate urbanisation in Penang“. 2016-10-29. ციტირების თარიღი: 2016-11-17.
- ↑ Population Distribution by Local Authority Areas and Mukims, 2010 (page 1 & 8). Department of Statistics, Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 თებერვალი 2015. ციტირების თარიღი: 19 July 2013
- ↑ Julia Tan. (November 2014) The last Siamese village of Penang. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ნოემბერი 2020. ციტირების თარიღი: 13 May 2017
- ↑ „The History of Penang Eurasians“. Penang Tourism (ინგლისური). 2 December 2013. ციტირების თარიღი: 5 July 2017.
- ↑ Tanjung Bungah in Numbers (March 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მარტი 2017. ციტირების თარიღი: 13 May 2017
- ↑ Christie, Clive (1998). A Modern History of Southeast Asia: Decolonization, Nationalism and Separatism. I.B.Tauris. ISBN 978-1-86064-354-5.
- ↑ Idris, Imran. About Penang en-gb. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 დეკემბერი 2017. ციტირების თარიღი: 16 December 2017
- ↑ Chau, Loon Wai (2005). „Probing Different Centralities in City Regions: A space-syntactic approach“. Techne Press. 1.
|