პეტიცია
პეტიცია (ლათ. „petitio“) — წერილობითი კოლექტიური თხოვნა ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისადმი, მთავრობის მეთაურისადმი; კოლექტიური შუამდგომლობა.
ზოგიერთ სახელმწიფოში პეტიციის შექმნა შეუძლია არა მხოლოდ მოქალაქეებს, არამედ ნებისმიერ ადამიანს (როგორც პირადად, ასევე, სხვა ადამიანებთან ერთად). თუმცა პეტიციის შესამნელად შეიძლება იყოს დადგენილი წესები გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის (მაგ: სამხედრო მოსამსახურეებისათვის ესპანეთში).
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩვენს დროში მოქალაქეთა პეტიციასთან მუშაობის ხვადასხვა ფორმებია მიღებული. მაგ: გერმანიაში სპეციალური კომისია მუშაობს ბუნდესტაგში პეტიციის გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით. საფრანგეთში ეროვნული კრების (პარლამენტის ქვედა პალატა) მუდმივი კომპეტენტური კომისია განიხილავს პეტიციას, რომელიც განხილვის შემდეგ სხვა კომისიაში გადაიგზავნება შესაბამის სამინისტროსთან გადაწყვეტილების მისაღებად. ბრიტანეთში 200-ზე მეტი მოქალაქის მიერ ხელმოწერილ პეტიციას აუცილებლად განიხილავს სახელმწიფო სამსახურები.
ინტერნეტმა მნიშვნელოვნად გაზარდა და გააადვილა პეტიციაზე ხელმოწერები, ასევე, გააუმჯობესა მოქალაქეთა დიალოგი სახელმწიფო სტრუქტურებთან.
რიგი კონსტიტუციებისა ცნობს პეტიციაზე, არა მხოლოდ საკუთარ მოქალაქეთა, არამედ ნებისმიერი ადამიანის უფლებას. ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ: ესპანეთში და სხვ.) კონსტიტუცია ადგენს, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებს (მაგ: სამხედრო მოსამსახურეები, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის და დაცვის სამხსახურის მუშაკები) შეუძლიათ ეს უფლება გამოიყენონ ინდივიდუალურ ფორმატში.