პეირითოე
პეირითოე | |
---|---|
მითოლოგია: | ბერძნული მითოლოგია |
სქესი: | მამრობითი |
მამა: | იქსიონი[1] [2] და ზევსი[1] |
დედა: | დია[1] |
მეუღლე: | Hippodamia[1] |
შვილები: | Polypoetes[1] |
გამოსახულებები |
პეირითოე — სახელოვანი ლაპითი გმირი, ზევსის ან იქსიონის და დიას შვილი, პოლიპეტეს მამა და თესევსის მეგობარი. ლარისელმა (თესალიელმა) გმირმა ლაპით ატრაქსის მშვენიერი ასული ჰიპოდამეა შეირთო ცოლად. ქორწილში თესევსთან და სხვა გმირებთან ერთად დაპატიჟა ავხორცი კენტავრები. როდესაც ველური კენტავრი ევრიტიონი დათვრა პატარძლის გატაცება მოიწადინა, ჩაავლო კიდეც ხელი და გაიქცა, მაგრამ თესევსი დაეწია და სპილენძის თუნგით გაუპო თავი. სხვა კენტავრები სხვა ქალებს დაერივნენ, მაგრამ ლაპითების ტომი წამოიჭრა და გაიმართა საჭინელი ბრძოლა. კენტავრებმა სვეტივით ჩაჭედეს მიწაში კენევსი და ძირფესვიანად მოთხრილი ხეებით დაფარეს, რადგან სხვანაირად მისი ძლევა არ შეიძლებოდა. ბოლოს ველური კენტავრები მაინც დამარცხდნენ. თესევსი და პეირითოე ასევე ერთად მონაწილეობდნენ კალიდონის ნადირობასა და ამაძონებთან ბრძოლაში.
როდესაც თესევსმა დაკარგა ცოლი — ანტიოპე და პეირითოემ ჰიპოდამია, მეგობრებმა თესევსისათვის ნორჩი ელენე მოიტაცეს, ხოლო პეირითოესთვის ქვესკნელის ქალღმერთ პერსეფონეს მოტაცება სცადეს. ისინი ჩავიდნენ ტენარეს კონცხის ხვრელიდან ან ატიკის ჩასასვლელიდან და დიდი ჯაფით მიაღწიეს დედოფალთან, მაგრამ ჰადესმა გაიგო და გმირებს ლეთას ტახტზე დასხდომა უბრძანა. დასხდნენ და ვეღარ ადგნენ: რგოლებად დახვეულმა დრაკონებმა დააკრეს სამუდამოდ ან ჰადესმა ორივე კლდეზე მიაჯაჭვა. ქვესკნელში ჩასულმა ჰერაკლემ იხსნა თესევსი, პეირითოე კი სამუდამოდ ჰადესში დარჩა, რადგან როდესაც ჰერაკლე მიუახლოვდა, მიწა იძრა. სხვა ვერსიით, ჰადესმა კერბერს უბრძანა პეირითოოსის მოკვლა, თესევსი კი კლდეს დააკრა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983, გვ. 395
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 Любкер Ф. Pirithous // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 1050.
- ↑ 2.0 2.1 А. Щ. Иксион // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1894. — Т. XIIа. — С. 908.