ნაკრა (მდინარე)
იერსახე
ნაკრა | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | მესტიის მუნიციპალიტეტი (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე) |
სათავე |
სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი კალთა 43°13′20″ ჩ. გ. 42°26′08″ ა. გ. / 43.222444° ჩ. გ. 42.435722° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2870 მ |
შესართავი |
ენგური 43°02′46″ ჩ. გ. 42°22′53″ ა. გ. / 43.046278° ჩ. გ. 42.381556° ა. გ. |
სიგრძე | 22 კმ |
აუზის ფართობი | 169 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 18,8 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ნაკრა ვიკისაწყობში |
ნაკრა — მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, ენგურის მარჯვენა შენაკადი.
სათავე აქვს ზღვის დონიდან 2870 მ სიმაღლეზე. სიგრძე 22 კმ, აუზის ფართობი 169 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლის, მყინვარული და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, წყალმცირობა — ზამთარში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 18,8 მ³/წმ. ზამთრობით ჩნდება ყინულნაპირისი, ფსკერის ყინული და თოში. ნაკრის ხეობაში მდებარეობს ლეირაყის ჩანჩქერი (სიმაღლე 150 მ).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 303.
|