Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

მოსე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსე

ებრაელი ერის ლიდერი, მისი მღვდელმთავარი,შუამავალი ღმერთთან
მშობლიური სახელი מֹשֶׁה
დაბადების თარიღი XV—XIII საუკუნეები ჩვენს ერამდე
ძველი ეგვიპტე
გარდაცვალების თარიღი პისგაჰის მთა

მოსე (ებრ.: מֹשֶה მოშე; არაბ.: موسى, მუსა) — ბიბლიის მიხედვით, ძვ. ებრაელთა სჯულმდებელი და წინასწარმეტყველი, განმათავისუფლებელი და ბელადი.

უდიდესი წინასწარმეტყველი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უდიდესი წინასწარმეტყველის წოდება ისრაელის ძველ ისტორიაში მიმაგრებული აქვს მოსეს. იგი არა მარტო ებრაელი ერის დამფუძნებელი იყო როგორც ნაციის, არამედ მისი კანონმდებელი, მღვდელი და ღმერთთან შუამავალი. ალბათ ყველაზე კარგად ის ცნობილია თავისი ხალხის ზებუნებრივი გამოყვანით მონობიდან ეგვიპტეში ჩ.წ.-მდე მე-13 საუკუნეში.

მოსეს თანახმად, სამყარო 10 მცნებაზე არის დამოკიდებული. რომლებგანაც ადამიანის ქცევის საბაზისო წესები გამოდის. მისი ცხოვრების ისტორია პირველადაა აღწერილი ბიბლიის წიგნში „გამოსლვათა“, თუმცა არსებობს აგრეთვე მნიშვნელოვანი მითითებები წიგნებში „რიცხვთა“, „ლევიტელთა“ და „მეორე სჯული“. დღეს იუდაიზმის რელიგია მხოლოდ ბიბლიის ამ ხუთ წიგნზეა დაფუძნებული(რომლებსაც ხშირად მოსეს წიგნებს ეძახიან). მათ ჰქვია თორა, კანონის წიგნები.

მოსეს ირგვლივ დებატები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დებატები მოსეს ცხოვრების ირგვლივ, მისი როლის ისრაელის წარსულში, მისი ავტორობის ბიბლიის პირველ ხუთ წიგნზე, მძვინვარებს მეცნიერთა შორის უკვე მრავალი დეკადის განმავლობაში. სიმართლე ალბათ არასდროს არ გაირკვევა. ისინი ვინც ბიბლიას სიტყვასიტყვით იგებენ, თვლიან, რომ ყველაფერი მოსეზე ნათქვამი არის აბსოლუტური ისტორიული სიმართლე. ხოლო სწავლულები და ისტორიკოსი კრიტიკოსები თვლიან, რომ წიგნში შემდგომში ბევრი ლეგენდარული, ფანტასტიკური ჩაიწერა. ისინი აგრეთვე დაჟინებით ამბობენ, რომ, იგი ვერ მიიწერდა წიგნებს. ამ დაპირისპირებაში უპირატესობა აქვთ სწავლულებს, რადგანაც მათ დაამტკიცეს, რომ ბიბლია შედგება რამდენიმე გაერთიანებული ტექსტისგან.

ებრაული ერის წარმომავლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიის დასაბუთებებზე და სხვა მეცნიერულ წყაროებზე დაყრდნობით ითვლება რომ მოსე შესაძლოა დაიბადა ძვ. წ. XIV საუკუნეში ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგვიპტეს დელტაში. იგი მიეკუთვნებოდა ჯგუფს, რომელსაც ებრაელები ერქვა. იმ დროს ეს არ იყო მაშინ ეთნიკური აღნიშნვა. ებრაელები ეს იყო კლასი, რომელიც დაქირავებულ მუშებად მუშაობდა. ისინი ეგვიპტეში უკვე რამდენიმე ასეული წელი ცხოვრობდნენ, როცა ეგვიპტეს ფარაონებმა მათი დამონება გადაწყვიტეს. შესაძლოა ისინი მიეკუთვნებოდნენ ისრაელის 12 ტომს, რომლებიც თავის სათავედ აბრაჰამს, ისააკს და იაკობს თვლიდნენ.

ებრაელთა პოპულაციის შეჩერების მიზნით, იყო ნაბრძანები ყველა მამრობითი ებრაელი ბავშვის მკვლელობა. როდესაც მოსე დაიბადა დედამისმა იგი კალათაში ჩასვა და ნილოსის დინებას მიაბარა. მისი უფროსი და და ძმა, აარონი და მარია სახლში დარჩნენ. იგი გადაარჩინა მეფის ქალიშვილმა და სასახლეში გაზარდა. მხოლოდ მომავალში მან გაიგო, რომ ებრაელთა ხალხს ეკუთვნოდა. ებრაელთა შორის ინსპექციის დროს მან მოკლა ეგვიპტელი მონათა ზედამხედველი და უნდა გაქცეულიყო მიდიაში, არაბეთში.

მიდიის პერიოდი და ეგვიპტეში დაბრუნება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იქ მას გამოეცხადა ღმერთი სახელად იაჰვე, რაც ნიშნავს, „ის ვინც ქმნის“. ღმერთმა უბრძანა მას ეგვიპტეში დაბრუნებულიყო და ებრაელები მონობიდან დაეხსნა. იმ დროს ეგვიპტეს მართავდა რამზეს II, რომელიც ტახტზე 67 წელი იყო. მას არ სურდა დაეკარგა მონათა შრომა, რომელიც დასჭირდებოდა მას მისი მასიური არქიტექტურული პროექტების გასახორციებლად.

კონფრონტაციის სერიების შემდეგ, რომლებიც შეიცავდნენ სასწაულებს დასჯის სახიტ, ებრაელებს მიეცათ ნებართვა დაეტოვათ ეგვიპტე. გამანადგურებელი ძალა ღმერთმა ებრაელებს თავს აარიდა. ამ შემთხვევიდან იწყება ფეისახის, იუდაიზმის უდიდესი დღესასწაულის აღნიშნვა.ებრაელებმა გადალახეს წითელი ზღვა და გაატარეს 40 წელი სინაის ნახევარკუნძულზე, იორდანეს მდინარის სამხრეთ ნაწილზე.

სინაიში მოსემ მისცა ებრაელებს 10 მცნება და სხვა უფრო კონკრეტული კანონები. ამით იგი აწესებდა ღმერთსა და მის ხალხს შორის ხეკშეკრულებას რომელიც სამუდამოდ უნდა გაგრძელებულიყო. კანონს უნდა შეექმნა სწორი ურთიერთობა ხალხსა და ღმერთს შორის და ადამიანებს როგორც ინდივიდუალებს შორის.

თავის მოქმედებებში მოსემ ისრაელისგან ცოტა მადლობა დაიმსახურა. ხალხი მუდამ ჩიოდა და ჯანყდებოდა. სინაის უდაბნოს გაჭირვებამ გახადა ისინი მსურველები რათა ეგვიპტეში დაბრუნებულიყვნენ. ისინი ისე შორს წავიდნენ, რომ დაიწყეს ახალგაზრდა ხარის თაყვანი, რომელიც სავარაუდოდ იყო გაკეთებული კირქვისგან და არა ოქროსგან, როგორც ექსოდი გვეუბნება. ამის გამო ღმერთს მათი მიტოვება სურდა, თუმცა მოსე შეევედრა ღმერთს მას მისი ხალხის ქცევის პატიება.

მოსეს საბოლოო მიზანი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსეს საბოლოოდ მიჰყავდა თავისი ხალხი იორდანის მდინარის აღმოსავლეთი ნაპირი პირდაპირ მათ აღთქმულ მიწასთან. მისი ბოლო ოფიციალური ბრძანება იყო სინაის შეთანხმება 40-წლიანი რთული მგზავრობის შემდეგ. შემდეგ იგი პისგაჰის მთაზე ავიდა .ამ მთიდან ღმერთმა მისცა მას ნებართვა რათა დაენახა დაპირებული მიწა, თუმც არ მისცა მას ნებართვა იქ წასვლის. იგი გარდაიცვალა მთაზე. ებრაელებს იგი შემდგომ არ დაუნახავთ, არც დაკრძალვის ადგილია ცნობილი. ხალხის მიტოვებამდე მან თავის შემცვლელად ისუ, ნავეს ძე დანიშნა.

  • Asch, Sholem. Moses. New York: Putnam, 1958. ISBN 0742691373
  • Assmann, Jan. Moses the Egyptian: The Memory of Egypt in Western Monotheism. Harvard University Press, 1997. ISBN 0-674-58738-3.
  • Barzel, Hillel. "Moses: Tragedy and Sublimity." In Literary Interpretations of Biblical Narratives. Edited by Kenneth R.R. Gros Louis, with James S. Ackerman & Thayer S. Warshaw, 120–40. Nashville: Abingdon Press, 1974. ISBN 0-687-22131-5.
  • Buber, Martin. Moses: The Revelation and the Covenant. New York: Harper, 1958.
  • Card, Orson Scott. Stone Tables. Deseret Book Co., 1998. ISBN 1-57345-115-0.
  • Chasidah, Yishai, Encyclopaedia of Biblical personalities: anthologized from the Talmud, Midrash and rabbinic writings, Shaar Press, Brooklyn, 2000
  • Cohen, Joel. Moses: A Memoir. Mahwah, N.J.: Paulist Press, 2003. ISBN 0-8091-0558-6.
  • Daiches, David. Moses: The Man and his Vision. New York: Praeger, 1975. ISBN 0-275-33740-5.
  • Fast, Howard. Moses, Prince of Egypt. New York: Crown Pubs., 1958.
  • Freud, Sigmund. Moses and Monotheism. New York: Vintage, 1967. ISBN 0-394-70014-7.
  • Gjerman, Corey. Moses: The Father I Never Knew. Portland: Biblical Fantasticals, 2007. ISBN 978-1424171132.
  • Halter, Marek. Zipporah, Wife of Moses. New York: Crown, 2005. ISBN 1400052793.
  • Ingraham, J. H.. The Pillar of Fire: Or Israel in Bondage. New York: A.L. Burt, 1859. Reprinted Ann Arbor, Mich.: Scholarly Publishing Office, University of Michigan Library, 2006. ISBN 1425564917.
  • Kirsch, Jonathan. Moses: A Life. New York: Ballantine, 1998. ISBN 0-345-41269-9.
  • Kohn, Rebecca. Seven Days to the Sea: An Epic Novel of the Exodus. New York: Rugged Land, 2006. ISBN 1-59071-049-5.
  • Lehman, S.M., rabbi Dr., (translator), Freedman, H., rabbi Dr., (ed.), Midrash Rabbah, 10 volumes, The Soncino Press, London, 1983
  • Mann, Thomas. "Thou Shalt Have No Other Gods Before Me." In The Ten Commandments, 3–70. New York: Simon & Schuster, 1943.
  • Sandmel, Samuel. Alone Atop the Mountain. Garden City, N.Y.: Doubleday, 1973. ISBN 0-385-03877-1.
  • Southon, Arthur E. On Eagles' Wings. London: Cassell and Co., 1937. Reprinted New York: McGraw-Hill, 1954.
  • Wiesel, Elie]. “Moses: Portrait of a Leader.” In Messengers of God: Biblical Portraits & Legends, 174–210. New York: Random House, 1976. ISBN 0-394-49740-6.
  • Wildavsky, Aaron. Moses as Political Leader. Jerusalem: Shalem Press, 2005. ISBN 965-7052-31-9.
  • Wilson, Dorothy Clarke. Prince of Egypt. Philadelphia: Westminster Press, 1949

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მოსე&oldid=4677714“-დან