Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

მარსელი (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მარსელი“
ინგლ. The Martian

ავტორი ენდი უირი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა
გამომცემელი Crown Publishing
გამოცემის თარიღი 2012
მთარგმნელი დავით ბალიაშვილი, აკაკი მოსახლიშვილი
მედია ბეჭდვითი
გვერდი 369

„მარსელი“ (ინგლ. The Martian) — ამერიკელი მწერლის, ენდი უირის პირველი გამოქვეყნებული რომანი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. რომანის ცენტრშია ასტრონავტი მარკ უოტნი, რომელიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მარსზე მარტო დატოვეს. გადარჩენისა და დედამიწაზე დაბრუნების მცდელობისას მას უწევს ფანტაზიისა და ყოველგვარი ცოდნის მოშველიება.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მარსზე გაგზავნილი მისია „არესი-3“ მუშაობის პროცესში იძულებული გახდა, სასწრაფოდ დაეტოვებინა პლანეტა მოსალოდნელი ქვიშის ქარბუქის გამო. ინჟინერ-ბიოლოგ მარკ უოტნის ქვიშის ქარბუქის დროს სკაფანდრი დაუზიანდა. მისიის თანაშემწეებს იგი დაღუპული ეგონათ და პლანეტიდან ევაკუირება მოახდინეს, მარკი კი მარსზე მარტო დატოვეს. გამოფხიზლებისას უოტნიმ აღმოაჩინა, რომ დედამიწასთან კავშირი დაკარგულია, თუმცა ამასთანავე სრულყოფილად ფუნქციონირებს ავტონომური სახლი. საკვების, ვიტამინებისა და ჰაერის არსებული მარაგის დახმარებით მთავარი გმირი ცდილობს, კიდევ ოთხი წელი გაძლოს პლანეტაზე, სანამ შემდეგი მისია, „არესი-4“ მოფრინდება. ამ დროს დედამიწაზე NASA წითელ პლანეტაზე სამაშველო მისიის სწრაფად გაგზავნის გზას ეძებს.

რეჟისორ რიდლი სკოტის ფილმის ეკრანიზაცია 2015 წლის ნოემბერში შედგა. მთავარ როლში — მეტ დეიმონი[1].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]