მაფრის სასახლე
მაფრის სამეფო შენობები — მაფრის სასახლე* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | პორტუგალია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iv |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია |
კოორდინატები | 38°56′13″ ჩ. გ. 9°19′31″ დ. გ. / 38.93694° ჩ. გ. 9.32528° დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2019 (43-ე სესია) |
ნომერი | 1573 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1573 ინგლ. • რუს. • ფრ. |
მაფრის სასახლე (პორტ. Palácio Nacional de Mafra) — ბაროკოსა და ნეოკლასიციზმის არქიტექტურული სტილით აგებული სასახლე-მონასტერი პორტუგალიაში. მდებარეობს ლისაბონიდან 28 კილომეტრში, ქალაქ მაფრაში. ნაგებობა ყველაზე დიდი სასახლეა პორტუგალიაში და აგებულია მეფე ჟუან V-ისა და მისი ცოლის ანა ავსტრიელისათვის. მშენებლობა მიმდინარეობდა 1717 წლიდან 1730 წლამდე, იტალიელების, პორტუგალიელებისა და გერმანელების მეთვალყურეობით. პროექტის ავტორია პორტუგალიელი არქიტექტორი ჟოან ფრედერიკო ლიუდოვიჩე. სასახლის ანსამბლის შემადგენლობაში შედის ბაზილიკა, სამეფო ბიბლიოთეკა და ფრანცისკანული მონასტერი. ნაპოლეონის ომების დროს სასახლეში განთავსებული იყო ჯერ ჟან ანდოშ ჟიუნოს, ხოლო შემდეგ ართურ უელსლი ველინგტონის შტაბი. 1910 წლის 5 ოქტომბერს, პორტუგალიაში სამეფო ხელისუფლების დაცემის შემდეგ, მთელი კომპლექსი გამოცხადდა ეროვნულ მუზეუმად. თუმცა ნაგებობის ნაწილი დაიკავეს სამხედროებმა და დახურულია საზოგადოებისათვის. 2007 წლის ოქტომბერში სასახლეში გაიმართა ევროკავშირის XX სამიტი.
2019 წელს მაფრის სასახლე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|