მეფისწყარო
იერსახე
მეფისწყარო | |
---|---|
კოორდინატები: 41°50′26″ ჩ. გ. 42°39′50″ ა. გ. / 41.84056° ჩ. გ. 42.66389° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ვანის მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2850 მ |
ქედი | მესხეთის ქედი |
უმარტივესი მარშრუტი | სოფელ თავსურებიდან |
მეფისწყარო — მთა საქართველოში, ვანისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. წარმოადგენს მესხეთის ქედის უმაღლეს მწვერვალს. სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მ. მდებარეობს მესხეთის ქედისა და მისი ჩრდილოეთი განშტოების — ლობოროტის ქედის შესაყართან, მდინარეების სუფსისა და წაბლარისწყლის სათავეებთან. პირამიდისებურია. აგებულია შუაეოცენური, ანდეიტურგანფენებიანი ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-კონგლომერატებით. მეფისწყაროს ძირი და ქვედა კალთები შემოსილია სუბალპური ლიხით, შუა და ზედა — ალპური მდელოებით.
მთის სამხრეთით ორი ტბაა: დიდი ჯაჯის და პატარა ჯაჯის ტბები. ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს კურორტი საირმე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯაყელი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 623.