მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუქსორი (არაბ. االأقصر) — ეგვიპტის 29 საგუბერნატოროდან ერთ-ერთი. საგუბერნატორო მდებარეობს ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ნილოსის აღმოსავლეთ და დასლეთ სანაპიროებზე. პროვინციას ესაზღვრება 4 ეგვიპტიური საგუბერნატორო: ასუანი, კენა, ახალი ველი და წითელი ზღვა.
საგუბერნატოროს ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ლუქსორი. ლუქსორის საგუბერნატორო ეგვიპტურ საგუბერნატოროებს შორის ფართობით ყველაზე მცირეა. მისი ფართობი სულ რაღაც 55 კმ²-ია. მიუხედავად ფართობის ასეთი სიმცირისა, პროვინციაში მოსახლეობის რაოდენობა დიდია. 2006 წლის მონაცემებით ლუქსორის მოსახლეობა 451 318 ადამიანია.