ლევან გაჩეჩილაძე
ლევან გაჩეჩილაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 ივლისი, 1964 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
პარტია |
ახალი მემარჯვენეები (2000-2004) ეროვნული საბჭო (2007-2009) ქართული პარტია (2010-2011) |
შვილ(ებ)ი | 2 |
ლევან ჯონდოს ძე გაჩეჩილაძე (დ. 20 ივლისი, 1964, თბილისი) — ქართველი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი; კომპანია „Georgian Wines and Spirits" (GWS) დამფუძნებელი. საქართველოს მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე მოწვევების პარლამენტის წევრი.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლევან გაჩეჩილაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მათემატიკური კიბერნეტიკის სპეციალობით. გაჩეჩილაძემ მოღვაწეობა დაიწყო როგორც ბიზნესმენმა. 1994 წელს მან დააფუძნა კომპანია „Georgian Wines and Spirits" (GWS), რომელიც 1999 წელს ის საქართველოს „წლის კომპანიად" დასახელდა, ხოლო თავად გაჩეჩილაძემ კი „წლის ბიზნესმენის" წოდება მიიღო. მისი პირადი ქონება $10 მილიონი აშშ-ის დოლარით იყო შეფასებული[2]. მისი მთავარი შემოსავლის წყაროა მის მიერ 1994 წელს დაფუძნებული.
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლიტიკური კარიერა გაჩეჩილაძემ დაიწყო 1999 წელს, როცა გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. 1999-2002 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. ის მალევე გამოეყო უმრავლესობას და დავით გამყრელიძესთან ერთად შექმნა პარტია ახალი მემარჯვენეები. 2002 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაჩეჩილაძე გახდა თბილისის საკრებულოს წევრი მემარჯვენეების სიით. 2003 წელს მას პარტიის წევრებისგან განსხვავებული შეხედულება აღმოაჩნდა ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებით, რის გამოც დატოვა პარტიის თავმჯდომარის პოსტი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ახალი მემარჯვენეები“. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაერთიანებული ოპოზიიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. მიიღო ხმათა 25.7%. 2008 წლის 7 ივნისიდან 2008 წლის 20 ივნისამდე პერიოდში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არის დაოჯახებული. ჰყავს ძმა, შოუმენი გია გაჩეჩილაძე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლევან გაჩეჩილაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლევან გაჩეჩილაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ლევან გაჩეჩილაძე. საქართველოს პარლამენტი. ციტირების თარიღი: 6 აგვისტო, 2018.
- ↑ The Richest Georgians of the World Georgian Times
|
|