Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

დრეზდენის ელბის ხეობა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დრეზდენის ელბის ხეობა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv, v
სია [1]
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა
კოორდინატები 51°02′59″ ჩ. გ. 13°48′48″ ა. გ. / 51.04972° ჩ. გ. 13.81333° ა. გ. / 51.04972; 13.81333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2004  (28-ე სესია)
ნომერი 1156
სიიდან ამოიღეს 2009 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

დრეზდენის ელბის ხეობა — კულტურული ლანდშაფტი და ყოფილი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორია, რომელიც გადაჭიმულია მდინარე ელბის გასწვრივ დრეზდენში, რომელიც არის საქსონის დედაქალაქი, გერმანია. ხეობა გადაჭიმულია დაახლოებით 20 კილომეტრზე (12 მილი), რომელიც კვეთს დრეზდენის აუზს, ის არის ერთ-ერთი იმ ორი კულტურული ლანდშაფტისა, რომელიც მდებარეობს ცენტრალური ევროპის ელბის მდინარის გასწვრივ .

რაც შეეხება მის სცენურ და არქიტექტურულ ფასეულობებს, ის მოიცავს დრეზდენის ურბანული ტერიტორიას, ისევე როგორც ბუნებრივი მდინარის ბანკებსა და ფერდობებს. ელბის ხეობა შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 2004 წელს, თუმცა 2006 წლის ივლისში ის შევიდა მსოფლიოს საფრთხის ქვეშ მყოფი მემკვიდრეობის სიაში და საბოლოოდ გამოირიცხა 2009 წელს, რადგან აშენდა ვალდშლოსშენის ხიდი, რომელიც მდინარეს კვეთს.

„ფილმნეხთე“ დრესდენის ელბის ხეობაში, ქალაქის ფონზე

ელბის ხეობის ღირსშესანიშნაობები შეიცავს პილნიტცი ძველ სასახლეებთან და სოფლებთან ერთად, მაგალითად, როგორიცაა ლოშვიტცის სოფელი შლოს ალბრეჩთსბერგთან ერთად, ასევე ინჟინერიის ნიმუშები, როგორიცაა ცისფერი საოცრების ხიდი, შთანდსეილბაჰნ დრეზდენი და შვებებაჰნ დრეზდენი, ასევე ისტორიული ძეგლები:ბლუჰლ ტერასა, სემპეროპერისა და კათოლიკური ჰოფკირშე (თავდაპირველი სამეფოს რომალული -კათოლიკური ეკლესია). ტერიტორიის ნაწილი, როგორიცაა მაგალითად ბლასევითცი არის ისტორიული ქალაქის გარეუბანი, რადაგან იქ ასევე არსებობს სამრეწველო რაიონები.

მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეგმები აეგოთ ოთხ-ჩიხიანი ვალდშლოსშენის ხიდი, რომელიც გადაკვეთდა ხეობას - აღმოჩნდა საკამათო. 2006 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა დრეზდენის ელბის ხეობა გადაიტანეს მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში და დაემუქრნენ, რომ ამოშლიდნენ მას მსოფლიოს მემკვიდრეობის სიიდან. კომიტეტის ოფიციალური ვებსაიტის მიხედვით, კომიტეტმა დაადგინა, რომ „გეგმა ხიდის მშენებლობის შესახებ ელბეს გასწვრივ, სერიოზულ გავლენას მოახდენდა ლანდშაფტის მთლიანობაზე და ის ვეღარ დაიმსახურებდა მსოფლიოს მემკვიდრეობის სიაში ყოფნას“, ამიტომაც გადაწყდა, რომ დრეზდენის ელბეს ხეობა დაემატებინათ მსოფლიოს მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში. რათა კიდევ ერთხელ გადაეხედათ ამ ტერიტორიის ამოშლის საკითხი მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან 2007 წელს, თუ რა თქმა უნდა ყველა გეგმა ბოლომდე შესრულდებოდა.[1]

2008 წლის ივლისში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ დრეზდენის ელბის ხეობა დაეტოვებინათ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, იმ იმედით, რომ მშენებლობები გაჩერდებოდა და ლანდშაფტის მთლიანობა აღდგებოდა. თუ ეს არ მოხდებოდა, ამ ქონების ამოშლა მოხდებოდა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან 2009 წელს.[2]

2009 წლის ივნისში იუნესკომ გამართა შეხვედრა სევილიაში, სწორედ ამ შეხვედრაზე მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა გადაწყვიტა 14 ხმით 5-ის წინააღმდეგ თავი შეეკავებინათ დრეზდენის ელბის ხეობის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სატატუსის შეჩერებისგან.[3][4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]