Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

დოლმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დოლმენი (ინგლ. Dolmen) — მეგალითური ნაგებობა. ის ძირითადად შედგება ვერტიკალური შემომსაზღვრელი კოჭებისგან, რომლებიც კედელს ქმნიან და ჰორიზონტალური ბლოკებისგან — ფილებისგან, რომლებიც ახდენენ შიდა კამერის იზოლაციას.

დოლმენი თარიღდება ნეოლითის გვიანდელი პერიოდით (ძვ. წ. 4000 — ძვ. წ. 3000). არქეოლოგების აზრით დოლმენი ძირითადად ტომის ბელადის პრიმიტიულ საცხოვრებელს წარმოადგენდა, თუმცა ზოგიერთი მათგანი, რომელთაც ზევიდან მიწას აყრიდნენ, იგებოდა დამკრძალავი კამერების სახით.

დოლმენები საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • აჭანდარა. აფხაზეთი. დოლმენები. ძვ.წ. III-II ათასწლეულები
  • ეშერა (ეშერა). აფხაზეთი. დოლმენები. ძვ.წ. III-II ათასწლეულები
  • ოთხარა. აფხაზეთი. დოლმენები. ძვ.წ. III-II ათასწლეულები
  • ფსხუ. აფხაზეთი. დოლმენები. ძვ.წ. III-II ათასწლეულები
  • გოხნარი. თეთრიწყაროს რაიონი. დოლმენები. ძვ. წ. II-I ათასწლეულები
  • თბილისი. თბილისის გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი