გარბინიე მუგურუსა
მუგურუსა უიმბლდონზე 2017 წელს, სადაც მან პირველად მოიგო აღნიშნული ტურნირი | |
სრული სახელი | გარბინიე მუგურუსა ბლანკო |
---|---|
მშობლიური სახელი | Garbiñe Muguruza Blanco |
ქვეყანა (სპორტი) | ესპანეთი |
საცხოვრებელი ადგილი | ჟენევა, შვეიცარია |
დაიბადა |
8 ოქტომბერი, 1993 კარაკასი, ვენესუელა |
სიმაღლე | 182 სმ. |
პროფესიონალი | 2012 |
თამაში | მემარჯვენე |
მწვრთნელ(ებ)ი | სამ სუმიკი (2015–) |
ფულადი პრიზი | 16,213,486 აშშ დოლარი |
ოფიციალური საიტი | garbiñemuguruza.com |
ერთეულები | |
კარიერის ჩანაწერები | 325–163 (66.6%) |
ტიტულები კარიერაში | 6 |
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (11 სექტემბერი, 2017) |
მიმდინარე რეიტინგი | მე-3 (2 აპრილი, 2018)[1] |
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | მეოთხედფინალი (2017) |
საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვება (2016) |
უიმბლდონი | გამარჯვება (2017) |
აშშ-ის ღია პირველობა | 4რ (2017) |
სხვა ტურნირები | |
ტურის ფინალი | ნახევარფინალი (2015) |
ოლიმპიური თამაშები | 3რ (2016) |
წყვილები | |
კარიერის ჩანაწერები | 76–46 (62.3%) |
ტიტულები კარიერაში | 5 |
უმაღლესი რეიტინგი | მე-10 (23 თებერვალი, 2015) |
მიმდინარე რეიტინგი | 471-ე (2 აპრილი, 2018) |
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |
ავსტრალიის ღია პირველობა | 2რ (2014, 2015) |
საფრანგეთის ღია პირველობა | ნახევარფინალი (2014) |
უიმბლდონი | 3რ (2014) |
აშშ-ის ღია პირველობა | 3რ (2014) |
წყვილთა სხვა ტურნირები | |
ტურის ფინალი | ფინალი (2015) |
ოლიმპიური თამაშები | მეოთხედფინალი (2016) |
ბოლოს განახლდა: 6 მაისი, 2018. |
გარბინიე მუგურუსა ბლანკო (ესპ. Garbiñe Muguruza Blanco; დ. 8 ოქტომბერი, 1993, კარაკასი, ვენესუელა) — ვენესუელური წარმოშობის ესპანელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.
მუგურუსას ორი დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 2016 წელს, მან საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში სერენა უილიამსი ორ სეტში დაამარცხა[2], ხოლო 2017 წელს უიმბლდონის ფინალში მის დას – ვინუსს ასევე ორ სეტში სძლია[3]. მუგურუსას ჯამში 6 WTA-ის ტურნირი აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული. იგი 4 კვირის განმავლობაში იკავებდა რეიტინგში პირველ ადგილს.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარბინიე დაიბადა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში. დედა სკარლეტ ბლანკო ვენესუელელია, ხოლო მამა ხოსე ანტონიო მუგურუსა ბასკია ესპანეთიდან. ჰყავს ორი ძმა – ასიერი (ინჟინერი) და იგორი (ეკონომისტი). გარბინიემ ჩოგბურთის თამაში სამი წლის ასაკში დაიწყო ძმებთან ერთად. გამოირჩევა აგრესიული სათამაშო სტილით. მისი ფავორიტი საჩოგბურთო საფარია ჰარდი. მისი ფავორიტი ჩოგბურთელები იყვნენ სერენა უილიამსი და პიტ სამპრასი. ფლობს ესპანურ და ინგლისურ ენებს. უყვარს კულინარია, წიგნების კითხვა და მუსიკის მოსმენა[4].
სტატისტიკა და მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 3 (2–1)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
მარცხი | 2015 | უიმბლდონი | ბალახი | სერენა უილიამსი | 4–6, 4–6 |
გამარჯვება | 2016 | საფრანგეთის ღია პირველობა (1) | თიხა | სერენა უილიამსი | 7–5, 6–4 |
გამარჯვება | 2017 | უიმბლდონი (1) | ბალახი | ვინუს უილიამსი | 7–5, 6–0 |
წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალი: 1 (0–1)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეწყვილე | მეტოქეები | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|---|
მარცხი | 2015 | WTA-ის ფინალი, სინგაპური | ჰარდი (დ) | კარლა სუარეს ნავარო | მარტინა ჰინგისი სანია მირზა |
0–6, 3–6 |
(დ) – დახურული კორტი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი (ესპანური)
- გარბინიე მუგურუსა Facebook-ზე
- გარბინიე მუგურუსა Twitter-ზე
- მუგურუსა WTA-ს ოფიციალურ საიტზე
- მუგურუსა ITF-ის ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2018-04-21 საიტზე Wayback Machine.
- მუგურუსა ფედერაციის თასის ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2017-02-13 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Rankings WTA Tennis“. wtatennis.com. ციტირების თარიღი: 6 მაისი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ „French Open 2016: Garbine Muguruza upsets Serena Williams to win title“. bbc.com. ციტირების თარიღი: 6 მაისი 2018.
- ↑ „Wimbledon 2017: Garbine Muguruza beats Venus Williams to win first title“. bbc.com. ციტირების თარიღი: 6 მაისი 2018.
- ↑ „Garbiñe Muguruza player bio“. wtatennis.com. ციტირების თარიღი: 6 მაისი 2018.
|
|