გიგანტოპითეკი
იერსახე
გიგანტოპითეკი (ბერძ. gigas, ნათესაობითი ბრუნვა gigantos — გოლიათი და pithekos — მაიმუნი) — ნამარხ ადამიანის მსგავს მაიმუნთა გვარი. ცხოვრობდნენ შუა ანთროპოგენში აზიის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქებში. ნაპოვნია გიგანტოპითეკის 4 ქვედა ყბა და 1000-ზე მეტი კბილი. მისი საძირე კბილები 6-ჯერ დიდია ადამიანისაზე. კბილების სისტემის ზოგი ნიშნით (შედარებით პატარა ეშვები და სხვა) გიგანტოპითეკი ადამიანთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე ადამიანის მსგავს მაიმუნებთან. ეს გარემოება საფუძვლად დაედო ადამიანის წარმოშობის მცდარ გიგანტოიდურ თეორიას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 152.