Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

არღუნ-ხანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არღუნ-ხანი
მონღ. Аргун

არღუნ-ხანი მცირეწლოვანი ყაზან-ყაენით ხელში
ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მე-4 ილხანი
მმართ. დასაწყისი: 1284
მმართ. დასასრული: 1291
წინამორბედი: აჰმედ თოგუდანი
მემკვიდრე: ქეღათუ-ყაენი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1258
დაბ. ადგილი: ბაილაკანი, თანამედროვე აზერბაიჯანი
გარდ. თარიღი: 10 მარტი, 1291
გარდ. ადგილი: ბაგჩე, არანი
მეუღლე: ნუკდან-ხათუნი, ქულთაქ-ხათუნი, ურუქ-ხათუნი, ქუთლუღ-ხათუნი, ბულუგან-ხათუნი, სელჯუკ-ხათუნი
შვილები: ყაზან-ყაენი,
იისუ-თიმური,
ოლჯაითუ-ყაენი,
ხიტაი-უღული
დინასტია: ჰულაგუიანები
მამა: აბაღა-ხანი
დედა: კაიმიშ-ეგეჩი

არღუნ-ხანი (მონღ. Аргун; დ. 1258, ბაილაკანი — გ. 10 მარტი, 1291, ბაგჩე, არანი) — ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მეოთხე ილხანი (1284-1291 წწ.). ჰულაგუს შვილიშვილი, აბაღა-ხანის უფროსი შვილი.

აბაღა-ხანის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი უმცროსი გამაჰმადიანებული ძმა — აჰმედ თოგუდანი, მაგრამ ორიოდე წლის შემდეგ არღუნ-ხანმა მონღოლი წარჩინებულების მხარდაჭერით დაამარცხა და სიკვდილით დასაჯა საკუთარი ბიძა. დაიწყო რეპრესიები. არღუნმა მამამისის მთავარი ვეზირი შამს ად-დინ ჯუვეინი მოაკვლევინა 1284 წლის 16 ოქტომბერს. მის მაგივრად დანიშნა ემირი ბუღა ჯალაირი, რომლის ხელშიც კონცეტრირებული აღმოჩნდა მთელი ხელისუფლება. იგი გახდა ვეზირი, ხოლო თანამდებობების უმეტესობა მიიღეს მისმა ბიძაშვილებმა და მომხრეებმა.

ამავე დროს ბუღას ჰყავდა ბევრი მტერი, რომლებმაც შეარყიეს მისი ავტორიტეტი. ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით დაიწყო არღუნის საწინააღმდეგო პროპაგანდა, მაგრამ უღალატეს თავისმა მომხრეებმა და სიკვდილით დასაჯეს 1289 წელს. ამის შემდეგ არღუნი აღარ ენდობოდა მუსლიმ დიდგვაროვნებს და გადაწყვიტა ისინი ჩაენაცვლებინა ებრაელებითა და ქრისტიანებით. ბუღას სიკვდილით დასჯის შემდეგ ვაზირად დანიშნა ებრაელი ვაჭარი სა’დ ად-დავლა, რომელიც შეეეცადა სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგებას საყაენოში.

არღუნის მმართველობისას ჰულაგუიანები იბრძოდნენ ეგვიპტის მამლუქთა სასულთნოს წინააღმდეგ სირიის ხელში ჩასაგდებად.

1291 წლის 10 მარტს არღუნ-ხანი გარდაიცვალა დამბლის დაცემის შედეგად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: