Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

იოკო ოგავა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოკო ოგავა
იაპონ. 小川洋子
სრული სახელი 小川 洋子
დაბადების თარიღი 30 მარტი, 1962
დაბადების ადგილი ოკაიამა
საქმიანობა მწერალი
ენა იაპონური ენა
ეროვნება იაპონელი
მოქალაქეობა  იაპონია
ალმა-მატერი ვასედის უნივერსიტეტი
Magnum opus პროფესორის საყვარელი ფორმულა
ჯილდოები Kaien Shinjin Bungakusho, აკუტაგავას პრემია[1] , Izumi Kyōka Prize for Literature, იომიურის პრემია, ტანიძაკის პრემია, Shirley Jackson Award for Single-Author Collection, ნომის ლიტერატურული პრემია, კიკუტი კანის პრემია, Medal with Purple Ribbon, Japan Art Academy Prize და Japan Foundation Award

იოკო ოგავა (იაპონ. 小川 洋子) 一 თანამედროვე იაპონელი მწერალი. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს თითქმის ყველა იაპონური ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის აკუტაგავას პრემია.[2] საერთაშორისო მასშტაბით მას აღებული აქვს ისეთი ჯილდოები, როგორიცაა შირლი ჯექსონის პრემია და ამეიკული წიგნის პრემია. მისი ნაწარმოები - მეხსიერების პოლიცია - 2020 წლის ბუკერის პრემიის ნომინანტთა ფინალისტებს შორის მოხვდა.[3]

ქართულად თარგმნილია მისი 2003 წლის ნაწარმოები - პროფესორის საყვარელი ფორმულა.

ოგავა დაიბადა ოკაიამაში, ოკაიამის პროფექტურაში და სწავლობდა ვასედას უნივერსიტეტში, ტოკიოში.[4] როდესაც იგი ცოლად გაჰყვა მეუღლეს, ფოლადის კომპანიის ინჟინერს, დატოვა სამსახური სამედიცინო უნივერსიტეტის მდივნის თანამდებობაზე და წერას მიჰყო ხელი.[5] თავდაპირველად იგი მხოლოდ გატაცების მიზნით წერდა, მისმა ქმარმა კი არც იცოდა, რომ მწერალი ცოოლი ჰყავდა მანამ, სანამ ოგავას სადებიუტო რომანმა - პეპლის მსხვრევა - ლიტერატურული პრემია არ მიიღო. მისმა ნაწარმოებმა - ორსულობის ჩანაწერები - მოიპოვა იაპონურ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული აკუტაგავას პრემია, რითაც განმტკიცდა მისი, როგორც მწერლის რეპუტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ოგავა ამჟამად ცხოვრობს აშიაში, იაპონიაში.

1988 წელიდან ოგავამ გამოაქვეყნა ხუთზე მეტი ლიტერატურული ნაშრომი, თუმცა მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის თარგმნილი სხვა ენებზე. 2006 წელს იგი მუშაობდა მათემატიკოს მაზაჰიკო ფუჯივარასთან ერთად, რათა დაეწერა ნაშრომი -  "შესავალი მსოფლიოს ყველაზე ელეგანტურ მათემატიკაში".

იაპონელმა ნობელანტმა ავტორმა, კენძაბურო ოემ, ოგავას ლიტერატურული შემოქმედების შეფასებისას თქვა:“ „მას შეუძლია გამოხატოს ადამიანის ფსიქოლოგიის ყველაზე დახვეწილი მხარე პროზაში, რომელიც ნაზი, მაგრამ გამჭოლია“.[6]

ხშირ შემთხვევაში, ავტორი იკვლევს მეხსიერების თემას საკუთარ შემოქმედებაში, რისი ნათელი მაგალითიცაა ნაწარმოებში - პროფესორის საყვარელი ფორმულა - პროფესორისთვის დამახასიათებელი 80-წუთიანი მეხსიერება. მისი შემოქმედებისთვის, აგრეთვე, დამახასიათებელია სისასტიკის თემა - მისი ნაშრომები დაინტერესებულნი არიან გამოიკვლიონ, რა უბიძგებთ ადამიანებს ფიზიკური ან ემოციური ძალადობისკენ. ის სევე ხშირად წერს ქალზე და, ზოგადად, ქალის როლზე ოჯახში, რის გამოც მრავალმა ლიტერატურათმცოდნემ იგი მოიხსენია, როგორც ფემინისტი ავტორი. თავად ავტორი ამ წოდებას უარყოფს და ამბობს, რომ მან უბრალოდ თავისი პერსონაჟების შინაგანი სამყარო გამოიკვლია.[7]

მწერლის თქმით, ანა ფრანკის დღიური, მისი შემოქმედების ერთ-ერთი ადრეული გავლენაა. ერთ-ერთ ინტერვიუში ავტორმა აღნიშნა, რომ წიგნის შესახებ ჯერ კიდევ თინეიჯერობისას შეიტყო და მას შემდეგ სურდა, დაეწერა მისი საპასუხო, მსგავსი ტექსტი.

ვასედას უნივერსიტეტში ყოფნისას იგი ექცევა ისეთი იაპონელი ავტორების გავლენის ქვეშ, როგორებიც არიან კენძაბურო ოე და ჰარუკი მურაკამი.[8] მის შემოქმედებაში აგრეთვე იგრძნობა ამერიკელი პოსტმოდერნისტი ავტორის, პოლ ოსტერის გავლენაც, რომელიც, მისი აზრით, წერს ისე, „თითქოს სიუჟეტი სხვამ გადმოსცა, ვიდრე თავად შექმნა ის.“

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. http://www.bunshun.co.jp/shinkoukai/award/akutagawa/list.html
  2. Yoko Ogawa. ციტირების თარიღი: 2022-02-09
  3. The 2020 International Booker Prize | The Booker Prizes en. ციტირების თარიღი: 2022-02-09
  4. August's Author of the Month: YOKO OGAWA - McNally Robinson Booksellers en. ციტირების თარიღი: 2022-02-09
  5. Meet the Japanese writer inspired by the wisdom of Anne Frank en (2019-08-22). ციტირების თარიღი: 2022-02-09
  6. The Diving Pool: Three Novellas. Macmillan Publishers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივლისი 2010. ციტირების თარიღი: 5 January 2011
  7. Rich, Motoko (2019-08-12). „Yoko Ogawa Conjures Spirits in Hiding: 'I Just Peeked Into Their World and Took Notes'. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-02-09.
  8. Writer Ogawa Yōko's Stories of Memory and Loss en (2020-03-27). ციტირების თარიღი: 2022-02-09
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იოკო_ოგავა“-დან