Nothing Special   »   [go: up one dir, main page]

შინაარსზე გადასვლა

იოვან დუჩიჩი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოვან დუჩიჩი
სერბ. Јован Дучић
დაბადების თარიღი 16 თებერვალი. 1871
დაბადების ადგილი ტრებინიე, ბოსნიის ვილაიეთი, ოსმალეთის იმპერია (ამჟამინდელი ბოსნია და ჰერცეგოვინა)
გარდაცვალების თარიღი 7 აპრილი, 1943 (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი გერი, ინდიანა, აშშ
დასაფლავებულია St. Sava's Serbian Orthodox Seminary და Hercegovačka Gračanica[1]
საქმიანობა პოეტი, მწერალი, დიპლომატი
ეროვნება სერბი
მოქალაქეობა იუგოსლავიის სამეფო
ავსტრია-უნგრეთის იმპერია
ალმა-მატერი ჟენევის უნივერსიტეტი

იოვან დუჩიჩი (სერბ. Јован Дучић / Jovan Dučić; დ. 16 თებერვალი. 1871, ტრებინიე, ოსმალეთის იმპერია — გ. 7 აპრილი, 1943, გერი, აშშ ) — სერბული წარმოშობის ბოსნია და ჰერცეგოვინელი პოეტი, დიპლომატი და აკადემიკოსი.

ის არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სერბი ტექსტების მწერალი და მოდერნისტი პოეტი. დუჩიჩის პირველი ლექსების კრებული გამოიცა მოსტარში 1901 წელს, ხოლო მეორე კრებული 1908 წელს ბელგრადში. ის ხშირად წერდა პროზასაც და შექმნილი აქვს რამდენიმე ლიტერატურული ესე, მწერალთა შემოქმედების მიმოხივა, წერილები შვეიცარიელი, ბერძენი და ესპანელი მწერლებისგან. მან დაწერა წიგნი Blago cara Radovana, რომელიც მის ყველაზე ცნობილ პროზაულ ნაწარმოებს წარმოადგენს.

დუჩიჩი არის Narodna Odbrana-ს, ნაციონალისტური არასამთავრობო ორგანიზაციის დამაარსებელი, რომელიც სერბეთის სამეფოში ფუნქციონირებდა. ის ასევე იყო სერბეთის სამეფო აკადემიის (დღევანდელი სერბეთის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემია) წევრი.

იოვან დუჩიჩი დაიბადა ტრებინიეში, 1871 წლის 16 თებერვალს. ეს ადგილი იმ პერიოდში ბოსნიის ვილაიეთის, ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა.

ტრებინიეში ის სწავლობდა დაწყებით სკოლაში, მოგვიანებით კი გადავიდა მოსტარის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში. მოგვიანებით მან მასწავლებლობის კურსი გაიარა სომბორში. მოსტარში დაბრუნებამდე იოვანი რამდენიმე ქალაქის სკოლაში მუშაოდა მასწავლებლად. მოსტარში დაბრუნებისას მან დააარსა (სვეტოზარ ჩოროვიჩსა და ალექსა შანტიჩთან ერთად) ლიტერატურული ჟურნალი Zora (განთიადი).[2]

დუჩიჩის ღიად გამოხატულმა პატრიოტიზმმა ხელისუფლებასა და იოვანს შორის სირთულეები წარმოქმნა: ამ დროს ბოსნია და ჰერცეგოვინა დე ფაქტო გაერთიანებული იყო ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში და სწავლის გასაგრძელებლად დუჩიჩს საზღვარგარეთ წასვლა და, ძირიადად ჟენევასა და პარიზში ცხოვრება მოუწია. მან ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაასრულა და უკან დაბრუნების შემდეგ სერბეთის დიპლომატიურ სამსახურში წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ დუჩიჩი იუგოსლავიის შექმნის იდეას ეწინააღმდეგებოდა, ის ახლად შექმნილი სახელმწიფოს პირველი ელჩი გახდა რუმინეთის სამეფოში (1937 წელს). მას ამ თანამდებობაზე ჰქონდა გამორჩეული დიპლომატიური კარიერა და დამატებით მსახურობდა: სტამბოლში, სოფიაში, რომში, ათენში, კაიროში, მადრიდსა და ლისაბონში.[2] დუჩიჩ ფლობდა არაერთ უცხო ენას და მას გამორჩეულ დიპლომატად მოიხსენიებენ.

გარდაცვალება და მემკვიდრეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დუჩიჩის ძეგლი ტრებინიეში
დუჩიჩის საფლავის ქვა ჰერცეგოვაჩკა გრაჩანიცას მონასტერში, ტრებინიეში

იოვან დუჩიჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად გადავიდა 1941 წელს, მესამე რაიხის მიერ იუგოსლავიის ოკუპაციის შემდეგ. ამერიკაში ის შეუერთდა თავის ბიძაშვილს მიხაილოს (მაიკლი) გერში, ინდიანას შტატში. გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე ის ხელმძღვანელობდა ჩიკაგოში მდებარე ორგანიზაციას, სერბეთის ეროვნული თავდაცვის საბჭოს (დაარსდა მიხაილო პუპინის მიერ 1914 წელს), რომელიც წარმოადგენდა სერბულ დიასპორას აშშ-ში. ამ ორი წლის განმავლობაში იოვანმა შექმნა მრავალი ლექსი, ისტორიული წიგნი და საგაზეთო სტატიები, რომლებიც სერბულ ნაციონალისტურ იდეებს ემყარებოდა. ის ასევე აპროტესტებდა პრო ნაციონალურ სოციალისტური უსტაშების რეჟიმს ხორვატიაში, რამაც მრავალი სერბის სიცოცხლე შეიწირა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იოვანის შესახებ იუგოსლავიის სკოლებში ამბობდნენ, რომ ის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს და სერბი შოვინისტი უწოდეს.[3]

ის გარდაიცვალა 1943 წლის 7 აპრილს. მისი პანაშვიდი გაიმართა წმინდა საბას სახელობის სერბული მართლმადიდებელი ეკლესიის ეზოში გერიში, ხოლო დაკრძალეს წმინდა საბას სახელობის სერბულ მართლმადიდებელ ეკლესიაში ლიბერთიუილში, ინდიანაში. ანდერძის მიხედვით, დუჩიჩს სურდა, რომ თავის მშობლიურ ქალაქში, ტრებინიეში დაკრძალულიყო. მისი საბოლოო სურვილი აასრულეს და 2000 წლის 22 ოქტომბერს ახლად აშენებულ ჰერცეგოვაჩკა გრაჩანიცას მონასტერში დაკრძალეს.

იოვან დუჩიჩის სახელობის პრემია გაიცემა პოეზიაში და ის ყოველწლიურად გაიცემა „დუჩიჩის ღამის“ მანიფესტის დროს.[4]

ის აირჩიეს პარნასოსის ლიტერატურული საზოგადოების წევრად.[5][6]

  • Jovan Skerlić, Istorija nove srpske književnosi (Belgrade, 1921) pages 456–458.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. http://srpskaenciklopedija.org/doku.php?
  2. 2.0 2.1 Boško Novaković (1971). რედ. Živan Milisavac: Jugoslovenski književni leksikon (sh). ნოვი-სადი (ვოივოდნა, სერბეთის სრ): Matica srpska, გვ. 109–110. 
  3. Lenard J. Cohen, Jasna Dragovic-Soso; (2007) State Collapse in South-Eastern Europe: New Perspectives on Yugoslavia's Disintegration p. 211; Purdue University Press, ISBN 1557534608
  4. Tadić, Svetlana. (21 February 2011) Jovan Dučić udario pečat srpskoj poeziji.
  5. Vrhunski helenist sr-el. ციტირების თარიღი: 2020-01-26
  6. Acović, Dragomir (2012). Slava i čast: Odlikovanja među Srbima, Srbi među odlikovanjima. Belgrade: Službeni Glasnik, გვ. 346. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იოვან_დუჩიჩი“-დან